ჩაბარების ვადა:

25 აგვისტო 2023, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T18660 - ტენდერი მზის ელექტროსადგურის კონსტრუქციის სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვაზე

გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია, განახლდა დოკუმენტი - კახარეთი.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯიეკ სოლუშენს“ აცხადებს ტენდერს (#11/08-GIECSolutions-SOLAR/St-23) მზის ელექტროსადგურის კონსტრუქციის სამონტაჟო  სამუშაოების შესყიდვაზე პროექტის ფარგლებში:

  • ტირიფონი 1
  • ტირიფონი 2
  • კახარეთი

მომსახურების/სამუშაოს აღწერა:

  • მზის ელექტროსადგურის კონსტრუქციის მონტაჟი დამკვეთის მასალით

მისამართი:

  • ტირიფონის პროექტი - გორის რაიონი, სოფელი ქვეში
  • კახარეთის პროექტი - ადიგენის მუნიციპალიტეტი, სოფელი კახარეთი

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • შესასრულებელი სამუშაოების ტენდერში თანდართული ფასების ცხრილის შევსებული ფორმა ტირიფონის პროექტი (დანართი N1) / კახარეთის პროექტი (დანართი N 1);
  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
  • კომპანიის ანალოგიური საქმიანობის გამოცდილების დადასტურება მსგავსი მომსახურების გაწევისთაობაზე (არანაკლებ 1 წელი);

აუცილებელად გასაცნობი დოკუმენტაცია:

შესასრულებელ სამუშაოებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ პროექტების (ტირიფონი 1 / ტირიფონი 2 /კახარეთი) საჭიროებისთვის მზის ელექტროსადგურის კონსტრუქციის დოკუმენტაცია.

ტირიფონი 1 / ტირიფონი 2:

  • დანართი N 1 -ფასების ცხრილი;
  • დანართი N 2 -ნახაზი;
  • დანართი N 3 - ტექნიკური დავალება;
  • დანართი N 4 - პროექტი ტირიფონი 1
  • დანართი N 5 - პროექტი ტირიფონი 2
  • დანართი N 6 - წყალარინების ნახაზი ტირიფონი 2

კახარეთი:

  • დანართი N 1 -ფასების ცხრილი;
  • დანართი N 2 -ნახაზი;
  • დანართი N 3 - ტექნიკური დავალება;
  • დანართი N 4 - პროექტი

აღნიშნული თან ერთვის სატენდერო დოკუმენტაციას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს

რეკომენდირებულია წინადადების წარმოდგენამდე სიტუაციის ადგილზე შესწავლა პრეტენდეტის მიერ და სამუშაო პირობების წინასწარ შეთანხმება დამკვეთთან.

შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას, როგორც დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, გაზაფხულის ქ. #18. კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - შპს „ჯიეკ სოლუშენს“ აცხადებს ტენდერს მზის ელექტროსადგურის კონსტრუქციის სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვაზე პროექტის ფარგლებში: ტირიფონი 1 / ტირიფონი 2 / კახარეთი  და ნომერი #11/08-GIECSolutions-SOLAR/St-23 პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია. ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: გიორგი გიორგობიანი, ტელ: 577 64 00 74.

ადგილზე ვიზიტის შემთხვევაში გთხოვთ შეეხმიანოთ ტირიფონიჰესის ხელმძღვანელს, ბატონ დავით გიუნაშვილს, ტელ: 595 00 85 90;

ტექნიკური მიმართულებით შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ შეეხმიანოთ მთავარ ინჟინერს, ბატონ ანდრეი ჩერკაშინს, ტელ: 595 18 41 55;

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 25 აგვისტო, 17:00 სთ;

შეთავაზების ვალუტა: ლარი;

შენიშვნა:

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს წინადადება მხოლოდ ტენდერში თანდართული ფორმის შევსებით (დანართი 1 ორივე პროექტის), სხვა შემთხვევაში არ მოხდება მის მიერ წარმოდგენილი წინადადების განხილვა და პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

კახარეთის სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება, კერძოდ შეიცვალა დანართი N2 - კონსტრუქციის ნახაზი და გთხოვთ იხილოთ განახლებული დოკუმენტაცია.

ტენდერის კატეგორია:

  • 09300000 ელექტროენერგია, გათბობა, მზისა და ბირთვული ენერგია
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები