ჩაბარების ვადა:

29 აგვისტო 2023, 23:59

სტატუსი:

დასრულებული

T18674 - ტენდერი სინქრონული სათარჯიმნო აღჭურვილობის გაქირავების სერვისზე

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში.

დაგეგმილი გვაქვს, გავაფორმოთ ჩარჩო ხელშეკრულება საქართველოში რეგისტრირებული კომპანიასთან შემდეგი მომსახურებისთვის: Provision of simultaneous interpretation equipment rental service.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ტექნიკური დავალება. (დანართი 1).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი შემოთავაზება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე : ge_quotation@giz.de შეთავაზების მიღების ბოლო ვადა გახლავთ 29.08.2023 23:59 საათი.

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე. დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება!

შემოთავაზებები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში (ეროვნული ვალუტა), სხვა ვალუტაში წარმოდგენილი შემოთავაზებები არ მიიღება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 172-ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი), შესაბამისად, წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს და ეს მითითებული უნდა იყოს შემოთავაზებაში.

გთხოვთ შემოთავზების ელექტრონულად გამოგზავნისას დაიცვათ შემდეგი მითითებები:

  • შემოთავაზებები წარმოდგენილი უნდა იყოს PDF-ფორმატში.
  • მეილის სათაურში (Subject) მითითებული უნდა იყოს შემდეგი ტენდერის ნომერი: 83445821 წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება თქვენი შემოთავაზების იდენტიფიცირება.
  • GIZ -საქართველოს სხვა ელ.ფოსტაზე შემოსულ შემოთავაზებებს მიენიჭებათ დისკვალიფიკაცია;
  • ელ.ფოსტის ზომა შემოიფარგლება 20 მბ-ით. იმ შემთხვევაში, თუ შეთავაზება აღემატება მონაცემთა მაქსიმალურ ზომას, შეთავაზების დოკუმენტები უნდა გაიგზავნოს შემდეგი ვებგვერდის მეშვეობით: https://filetransfer.giz.de/Start?2  GIZ აღიარებს მხოლოდ ფაილების გადაცემის ამ კონკრეტულ პლათფორმას დიდი დოკუმენტების წარდგენისთვის.
  • GIZ არ არის პასუხისმგებელი, თუ ელექტრონული ფოსტის მიწოდება მითითებულ მისამართზე ვერ მოხერხდა GIZ-ის ან განმცხადებლის მხრიდან ტექნიკური პრობლემების გამო.

შეთავაზებაში უნდა იყოს მითითებული შემდეგი ინფორმაცია:

  • კომპანიის სახელწოდება
  • საიდენტიფიკაციო ნომერი
  • საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი,ტელეფონი, ელ.ფოსტა)
  • პროექტის ნომერი: : 2275.4-002.00
  • ტენდერის ნომერი: 83445821
  • მიმღები: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლობა, თბილისი, რუსთაველის გამზირი, N42/ ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩა, N31ა

გთხოვთ, შემოთავაზებაზე დასვათ ბეჭედი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერა.

შეკითხვები პროცედურული თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 24.08.2023  კითხვა/პასუხის მოდულის გამოყენებით, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.

წესების დარღვევის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ იქნება განხილული. შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 12.09.2023-თვის.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ კანდიდატთან.

შემოთავაზებების შეფასების ზოგადი სქემა:

შემოსული შემოთავაზებების შეფასება მოხდება ფასის მიხედვით, კონტრაქტი გაფორმდება ყვალაზე დაბალი ფასის წარმომდგენ კომპანიასთან, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნილ კრიტერიმებს.

ხელშეკრულების ზოგადი პირობები:

გთხოვთ გაეცნოთ ხელშეკრულების ზოგად პირობებს (დანართი 2), რომელიც შემდგომშიგამარჯვებულ კანდიდატთან გაფორმებული ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.

 დანართი

  • ტექნიკური დავალება
  • ხელშეკრულების ზოგადი პირობები
  • საფასო შემოთავაზების შაბლონი

ტენდერის კატეგორია:

  • 79500000 ოფისის მუშაობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებები