ჩაბარების ვადა:

29 აგვისტო 2023, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T18702 - ტენდერი ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის პროგრამის შენობა ნაგებობებზე საწვიმარი ღარების, მილების და საწვიმარი ძაბრების შეცვლაზე

ტენდერის აღწერილობა:

ქუთაისის SOS ბავშვთა სოფლის პროგრამის ადმინისტრაცია იწვევს შესაბამისი გამოცდილების მქონე ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს, ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის პროგრამის შენობა ნაგებობებზე საწვიმარი ღარების, მილების და საწვიმარი ძაბრების შეცვლაზე.

სავალდებულო მოთხოვნები:

ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

  • ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები)
  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • მომსახურების შესაბამისი დეტალური ხარჯთაღრიცხვა დალუქული კონვერტით
  • ინფორმაცია ბოლო სამი წლის განმავლობაში ანალოგიური სამუშაოების შესრულების შესახებ (სამუშაოთა მოცულობის, ღირებულებების მითითებებით და ფოტომასალით) ან შესაბამისი რეკომენდაცია;

თანხის გადახდის პირობები:

მომსახურების სრული ღირებულების გადახდა მოხდება მომსახურების გაწევის შემდგომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან მაქსიმუმ ხუთი სამუშაო დღის ვადაში.

მომსახურების გაწევის ვადები და  პირობები:

ტენდერში მონაწილეობის მსურველმა ორგანიზაციებმა და ფიზიკურმა პირებმა უნდა უზრუნველყონ მიმდინარე წლის  სექტემბრის ბოლომდე, ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის პროგრამის შენობა-ნაგებობების სახურავების საწვიმარი მილების, ღარების და ძაბრების შეცვლა:

  • შენობა ნაგებობებზე საწვიმარი, ღარების დემონტაჟი ( 800 მ)
  • საწვიმარი თუნუქის ღარების დამზადება და შესაბამის ფერად შეღებვა (0.045.0.050 თუნუქის სისქე) (800მ)
  • საწვიმარი თუნუქის ღარების მონტაჟი. განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს გადამბის ადგილებს რათა მოხდეს მათი ჩაწებვა სპეციალური სილიკონით (800მ)
  • სახურავებზე დაზიანებული თუნუქის ფურცლების შეცვლა და გადაღებვა სახურავის ფერთან შესაბამისი საღებავით.
  • ღარების დემონტაჟის მომენტში დაზიანებული თუნუქის ფურცლების შეცვლა და გადაღებვა შესაბამისი საღებავით.
  • დაზიანებული თუნუქის საწვიმარი მილების დემონტაჟი ( 200 მ).
  • დაზიანებული მილების დამზადება გადაღებვა და შეცვლა (თუნუქის სისქე 0.045-0.050მმ)
  • დაზიანებული ძაბრების შეცვლა

მომსახურების გაწევის პერიოდი:   2023 წლის 30 სექტემბრის  ჩათვლით

მომსახურების გაწევის ადგილი: ქ. ქუთაისი, ჰერმან გმაინერის -#4  (ყოფილი ახალგაზრდობის მე-3 შესახვევი)

დაინტერესებულმა პირებმა ან კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. გთხოვთ, ბეჭდით დალუქულ კონვერტზე სათაურად მიუთითოთ ეს-ო-ეს “„ბავშვთა სოფლის პროგრამის შენობების სახურავების საწვიმარი მილების შეცვლა„

სატენდერო  წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა:  2023 წლის 29 აგვისტო 12:00 საათი.

განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე:  ქ. ქუთაისი, ჰერმან გმაინერის -4 შეს.

ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს ან ფიზიკურ პირებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელ–ფოსტის მისამართზე: Tinatin.Dograshvili@sos-kd.ge

მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.

ტენდერის კატეგორია:

  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები