ჩაბარების ვადა:

24 აგვისტო 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T18705 - ინტერესტთა გამოხატვა მეტალის ნაკეთობის დამზადება/მონტაჟის სამუშაოებზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება, დაემატა ახალი ფაილი, სახელით: გაზის მრიცხველის კარადები.

ინტერესთა გამოკითხვის აღწერილობა:

Tbilisi Hills Golf & Residences აცხადებს ინტერესტთა გამოხატვას ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის კიბის და პანდუსის მეტალის მოაჯირების დამზადება/მონტაჟის სამუშაოებზე.სამშენებლო ობიექტი მდებარეობს სოფ. ქვემო თელეთში.

Tbilisi Hills Golf & Residences არის უმსხვილესი, დეველოპერული პროექტი, რომელსაც ანალოგი არ აქვს ქართულ ბაზარზე, ვინაიდან იგი ერთ სივრცეში აერთიანებს პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსებსა და პროფესიული გოლფის კლუბს საერთაშორისო დონის მოედნებით. კომპლექსი მდებარეობს სოფელ თელეთში, კრწანისის რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და მოიცავს 331 ჰექტარს. პროექტის ფარგლებში 380 კერძო სახლის, 73 დაწყვილებული სახლის, 20 ხუთსართულიანი შენობის მშენებლობას, სადაც განთავსებული იქნება 800 მდე აპარტამენტის ტიპის ბინა. ამასთან ერთად კომპანია ახოციელებს ისეთი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობას როგორიც არის შიდა სარგებლობის გზები, პარკინგები, ენერგო და წყალმომარაგების ხაზოვანი ნაგებობები, საერთო სარგებლობის სივრცეები და შენობები. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობის  Tbilisi Hills Development and Construction LLC მართვისა და ზედამხედველობის ქვეშმშენებლობისას გამოიყენება მხოლოდ მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები და თანამედროვე ტექნოლოგიები რაც უზრუნველყოფს პროექტის წარმატებას.

დაინტერესებულმა კომპანიებმა ელექტრონული სახით უნდა წარმოადგინოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტაცია შემდგომი განხილვისთვის:

  • ინფორმაცია კომპანიის შესახებ;
  • ინფორმაცია გამოცდილების შესახებ. შესრულებული, მსგავსი სამუშაოების ჩამონათვალი პერიოდის და პროექტის დასახელების მითითებით.
  • მიმდინარე წელს გაცემული 3 სარეკომენდაციო წერილი შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით. (მითითებული უნდა იყოს რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია.)
  • შესრულებული სამუშაოების ფოტო მასალა.
  • მოთხოვნილი მოაჯირების დამზადებისთვის და ასევე ცალკე მონტაჟისთვის საჭირო დრო უნდა იყოს წარმოდგენილი.

წარმოდგენილი დოკუმენტაცია უნდა იყოს შედგენილი ქართულ და ინგლისურ ენაზე.

Tbilisi Hills Golf & Residences მზად არის გამართოს სამუშაო/განმარტებითი შეხვედრები დაინტერესებულ კომპანიების წარმომადგენლებთან და უზრუნველყოს სამუშაო მოედნის დათვალიერება.

ტენდერში მონაწილე პირი ვალდებულია მიუთითოს ინფორმაცია საგარანტიო ვადასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად საგარანტიო პერიოდი არ უნდა იყოს 24 თვეზე ნაკლები (სამუშაოების დასრულებიდან).

ფინანსური გარანტია:

დაინტერესებული მონაწილე ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაცია საავანსო მოთხოვნის თაობაზე (პროცენტულობა)  ასეთის არსებობის შემთხვევაში.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

მონაწილე პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელ-ფოსტაზე:  Lela.vakhtangishvili@tbilisihills.com არაუგვიანეს 2023 წლის 24 აგვისტო 18:00 სთ.

დამატებითი ინფორმაციისთვის და ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე:
+995 598 29 99 91

ტენდერის კატეგორია:

  • 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები