ჩაბარების ვადა:

25 აგვისტო 2023, 12:00

სტატუსი:

შეწყვეტილი

E
ელ. ტენდერი
T18713 - ტენდერი 24 საათის განმავლობაში შპს„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბალანსზე არსებულ ობიექტებზე განთავსებული მონიტორინგის სისტემების შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფის მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP), ს/ნ 203826002) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს 24 საათის განმავლობაში შპს„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბალანსზე არსებულ ობიექტებზე განთავსებული მონიტორინგის სისტემების შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფის მომსახურებაზე.

2. მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • დანართი N1 - ტექნიკური დავალება
  • დანართი N2 - ობიექტების ჩამონათვალი
  • დანართი N3 - ფასების ცხრილი

შენიშვნა: მომსახურების დაგვიანების შემთხვევაში სამჯერ წერილობითი მომართვის შემდგომ კომპანია უფლეამოსილია შეწყვითოს ვადამდე ადრე ხელშეკრულება.

3. განფასება:

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N3-ის მიხედვით ექსელის ფორმატში.

4. საქონლის მიწოდების (ხელშეკრულების) ვადა:

შემოთავაზებული უნდა იყოს მოწოდების გონივრული ვადა.

5. ანგარიშსწორების პირობები:

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით საქონლის მიწოდებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

6. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია:

მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების ხელმოწერიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში წარმოადგიანოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია (დანართი N4-ში მოცემული ფორმით) ჯამური საკონტრაქტო ღირებულების 10%-ის ოდენობით, რომელიც გაცემული უნდა იყოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ („OECD“) წევრი ქვეყნის ბანკის მიერ და რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას, ზემოთ განსაზღვრულ ვადაში გარანტიის წარმოუდგენლობის შემთხვევაში შემსყიდველი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება.

7. პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი (დანართი N3-ის შესაბამისად);
  • თანხმობა განსაკუთრებულ მოთხოვნებზე (პუნქტი 1.2);
  • ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ, კერძოდ ინფორმაცია ვიბრო მაგიდის ან/და პრესის აპარატის არსებობის შესახებ;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ.

8. ხელშეკრულების გაფორმება:

წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ერთიანი ხელშეკრულება 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით სატენდერო წინადადების შესაბამისად.

9. სხვა მოთხოვნა:

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
    - გაკოტრების პროცესში;
    - ლიკვიდაციის პროცესში;
    - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • შემსყიდველი შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP)”, ს/ნ 203826002) უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროსტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ანშეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.
  • შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP)”, ს/ნ 203826002) გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP)”, ს/ნ 203826002) არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
  • შემსყიდველი შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP)”, ს/ნ 203826002) იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP)”, ს/ნ 203826002) არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

შენიშვნა:

ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP)”, ს/ნ 203826002) მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 25 აგვისტო, 12:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;    

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: მარიამ ჭრიკიშვილი
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: mtchrikishvili@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111; 599 005 995

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1141); 599 50 50 67

ტენდერის კატეგორია:

  • 71700000 მონიტორინგი და კონტროლი

დოკუმენტაცია

GWP დანართი 1 (მომსახურების ხელშეკრულება) GWP დანართი 1 (მომსახურების ხელშეკრულება)
GWP დანართი 2 ეთიკის და ქცევის კოდექსი ანტიკორუფციული პოლიტიკა გაეროს გლობალური შეთანხმება GWP დანართი 2 ეთიკის და ქცევის კოდექსი ანტიკორუფციული პოლიტიკა გაეროს გლობალური შეთანხმება
GWP ხელშეკრულება ძირითადი პირობები GWP ხელშეკრულება ძირითადი პირობები
დანართი N1 - ტექნიკური დავალება დანართი N1 - ტექნიკური დავალება
დანართი N2 - ობიექტების მისამართები დანართი N2 - ობიექტების მისამართები
დანართი N3 - ფასები დანართი N3 - ფასები
სატენდერო დოკუმენტი სატენდერო დოკუმენტი
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    21 აგვისტო 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა