ჩაბარების ვადა:

6 სექტემბერი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T18737 - ტენდერი კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ამერიკული ორგანიზაცია PH International, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის “USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა“ ფარგლებში (თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება #72011422CA00002) აცხადებს ღია ტენდერს კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ მხარეს.

ძირითადი მოთხოვნები:

ყველა დაინტერესებული მხარე, რომელიც აპირებს მონაწილეობის მიღებას წინამდებარე ტენდერში, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  • უნდა გააჩნდეს კომპიუტერული ტექნიკით ვაჭრობის გამოცდილება ბოლო სამი წლის განმავლობაში;
  • ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ ორი მსგავსი მასშტაბის კონტრაქტი კომპიუტერული ტექნიკის მიწოდებაზე.

სხვა მოთხოვნები:

  • სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იქნას დანართ #2-ის (ფასთა კვოტირების ფორმა) სახით. ყველა ის ხარჯი, რომელიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
  • დანართ #2-ის შესაბამის ველებში უნდა იქნას წარმოდგენილი პროდუქციის ფასები აშშ დოლარში, დღგ-ს გარეშე;
  • შემოთავაზებული ტექნიკა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ ტექნიკურ მახასიათებლებსა (სპეციფიკაციები) და საგარანტიო პირობებს:

1. ლეპტოპი:

  • Intel Core I5 or Ryzen 5 (მინიმალური მოთხოვნა, თუმცა პრიორიტეტი მიენიჭება ბოლო თაობის პროცესორებს);
  • ოპერატიული მეხსიერება: 16GB (მინიმალური მოთხოვნა);
  • მყარი დისკი: 500 GB (მინიმალური მოთხოვნა);
  • განარტია: 2 წელი.

2. ე.წ. კომბაინი (ანუ პრინტერი, სკანერი და ასლგადამღები ერთ მოწყობილობაში) - შავ-თეთრი:

  • ქაღალდის ფორმატი: A4; (მინიმალური მოთხოვნა);
  • ბეჭდვის ტექნოლოგია: ლაზერული (მინიმალური მოთხოვნა);
  • ბეჭდვის გაფართოება: 1200x1200 dpi (მინიმალური მოთხოვნა);  
  • კოპირების გაფართოება: 600x600 dpi (მინიმალური მოთხოვნა);
  • სკანირების მაქსიმალური ზომა: 216x297 მმ (მინიმალური მოთხოვნა);
  • კარტრიჯი: დატენვადი;
  • განარტია: 2 წელი.

3. პროექტორი:

  • რეზოლუცია: 1280 X 800 (მინიმალური მოთხოვნა);
  • პორტები: HDMI (მინიმალური მოთხოვნა);
  • კონტრასტი: 20,000:1 (მინიმალური მოთხოვნა);
  • განარტია: 2 წელი.

გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ზემოთ ჩამოთვლილი თითოეული ტექნიკის სახეობის 44 ერთეულის მოწოდება.

კონტრაქტის პირობები და ანაზღაურება:

  • კონტრაქტის ფარგლებში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს აღნიშნული ტექნიკის მოწოდება 2023 წლის ოქტომბრის თვეში ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღის განმავლობაში.
  • კონტრაქტით გათვალისწინებული თანხის სრული ანაზღაურება მოხდება ტექნიკის მიწოდებიდან და დამკვეთსა და კონტრაქტორს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში, უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში, თანხის ჩარიცხვის დღეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად.
  • გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ხელშეკრულების გაფორმების მომენტში, წინამდებარე ტენდერის საფუძველზე შემოთავაზებული კომპიუტერული ტექნიკა სრულად უნდა იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე. ამ ფაქტის დასადასტურებლად კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებამდე დამკვეთს უნდა წარუდგინოს ოფიციალური წერილი, რომ აღნიშნული ტექნიკა ნამდვილად იმყოფება საქართველოში.

შერჩევის კრიტერიუმები:

  • შემოთავაზებების განხილვის პროცესში უპირატესობა მიენიჭება იმ სატენდერო წინადადებას, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნას და წარმოადგენს კონკურენტულ ფასს;
  • შერჩევის ერთ-ერთ კრიტერიუმად, ასევე, განიხილება პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული პროდუქციის უკეთესი ტექნიკური მახასიათებლები, ვიდრე ეს მითითებულია ამ განცხადებაში და დანართ #2-ში;
  • არასრულად წარმოდგენილი სატენდერო წინადადება არ განიხილება.

პროცედურა:

წინამდებარე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ყველა დაინტერესებული მხარე ვალდებულია წარმოადგინოს ტენდერში მონაწილეობის განაცხადი, ფასთა კვოტირების ფორმა და ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ, ამ განცხადებაზე თანდართული შემდეგი ფორმების ჩამოტვირთვისა და შევსების გზით:

  • დანართი 1-ტედნერში მონაწილეობის განაცხადი;
  • დანართი 2-ფასთა კვოტირების ფორმა (გაითვალისწინეთ, რომ ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს აშშ დოლარებში, დღგ-ს გარეშე);
  • დანართი 3-ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ.

დანართებს უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ტენდერის გამოქვეყნების შემდეგ;
  • ცნობა, რომ კომპანიის მიმართ არ ხორციელდება რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;

სატედენდერო წინადადება ყველა ზემოთ ხსენებულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა გამოიგზავნოს 2023 წლის 6 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ ელ. მისამართზე: gelashvili@ph-int.org

საკონტაქტო პირი:
თამარ გელაშვილი
ელ.ფოსტა: tamar.gelashvili@ph-int.org
ტელ: 2 990049 ან 599 88 99 77

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები