ჩაბარების ვადა:

31 აგვისტო 2023, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T18772 - ტენდერი სს „ლიბერთი ბანკი“-ს სათავო ოფისის ელექტრო კვანძის ტექნიკური მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ლიბერთი ბანკი“  აცხადებ ტენდერს: სს „ლიბერთი ბანკი“-ს სათავო ოფისის ელექტრო კვანძის ტექნიკური მომსახურების შესყიდვა (ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #74) ფასების ცხრილის (#1 დანართი) მიხედვით;

2. პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:

  • კომპანიის მიმოხილვა:
  • შემსრულებელი ვალდებულია ყავდეს მინიმუმ 1 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, რომელსაც შესაბამის აკრედიტებულ ორგანიზაციაში გავლილი ექნება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროგრამა; შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტ(ებ)ის სერტიფიკატ(ებ)ი:
  • შენიშვნა: თუ შემსრულებელს 20-მდე დასაქმებული ყავს ან შემსრულებელი წარმოადგენს ფიზიკურ პირს, თვითონ დამსაქმებელს/ფიზიკურ პირს შეუძლია იყოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, 20-100-მდე დასაქმებულის შემთხვევაში მინიმუმ 1 დასაქმებული უნდა ჰყავდეს შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტი, 100-ზე დასაქმებულის შემთხვევაში კომპანიას უნდა ჰქონდეს შესაბამისი სამსახური/სტრუქტურული ერთეული, სადაც დასაქმებული ეყოლება მინიმუმ 2 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი; თუ შემსრულებელს არ ჰყავს სათანადო რაოდენობის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, შემსრულებელი ვალდებულია მოიწვიოს აღნიშნული დარგის სპეციალისტები/ორგანიზაციები;
  • ელექტროობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულებისას შემსრულებელი ვალდებულია ყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტ(ებ)ი; შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს ელექტროდანადგარებზე მომუშავე თანამშრომელთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი, აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემული მოწმობა/სერტიფიკატი;
  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 (ორი) წელიწადია დაფუძნებული;
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი #1);
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.

შენიშვნა:

განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს;

3. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:

მომსახურება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. N74;

4. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:

  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არდაექვემდებარება ანაზღაურებას;
  • ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად შესრულებული მომსახურების თაობაზე შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) საბანკო დღის განმავლობაში;
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია;

5. ზოგადი პირობები:

  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
  • სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;

გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი #2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას;

მომსახურების ობიექტებია:

  • მაღალი ძაბვის ავტომატური მარეგულირებელი AVR;
  • ტრანსფორმატორი 1000 კვტ (ზეთოვანი);
  • ტრანსფორმატორი 630 კვტ (მშრალი);
  • ცენტრალური ელ. სტენდების მომსახურება.

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

  • პრეტენდენტი ვალდებულია ბანკის წარმომადგენლებთან ერთად წინასწარ დაათვალიეროს და დეტალურად შეისწავლოს შესასრულებელი სამუშაო;
  • შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 31 აგვისტო 17:00 საათი;
  • პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge
  • აღნიშნული მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების  მიღების დადასტურება, სხვა შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;
  • სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლიასატენდერო კომისიის აპარატში: შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე, ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge მობ: 595 901 200
  • ტექნიკურ საკითხებზე გთხოვთ დაუკავშირდეთ მატერიალური და ტექნიკური მომსახურების დეპარტამენტის ძირითადი მომსახურების განყოფილების უფროსს ირაკლი ადამაშვილს, ელ-ფოსტა: irakli.adamashvili@lb.ge მობ: 591284202

ტენდერის კატეგორია:

  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
  • 31200000 ელექტროენერგიის გამანაწილებელი და საკონტროლო აპარატურა
  • 31700000 ელექტრონული, ელექტრომექანიკური და ელექტროტექნიკური აქსესუარები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები