ჩაბარების ვადა:

13 სექტემბერი 2023, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T18812 - ტენდერი ავტომანქანების დაზღვევაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს  “პროკრედიტ ბანკი” აცხადებს ტენდერს ავტომანქანების დაზღვევაზე.

სს “პროკრედიტ ბანკი” განვითარებაზე ორიენტირებული კომერციული ბანკია, რომელიც საუკეთესო მომსახურებას სთავაზობს მცირე და საშუალო საწარმოებსა და ფიზიკურ პირებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია გრძელვადიანი პარტნიორობა და საბანკო მომსახურების მიღება ელექტორნული სერვისების გამოყენებით.  „პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. „პროკრედიტ ბანკი“ საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსა და გერმანიაში. ჯგუფის დამფუძნებელია პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • მანქანების სია საბაზრო ღირებულებით
  • სააპლიკაციო ფორმა;
  • ფასების  ცხრილი  (ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა შემოგვთავაზოს ტარიფი ცხრილში მითითებული პირობების გათვალისწინებით)
  • ფასების ცხრილში მოცემულია სამი სხვადასხვა ოპცია  მიღებული წინადადების საფუძველზე ბანკი ამოირჩევს ერთ ტარიფს რომლით დაიზღვევა ყველა მანქანა

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • ფასები თანდართული ცხრილის მიხედვით.
  • შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილში);

ტენდერის მოთხოვნები:

  • პოლისით უნდა იფარებოდეს დაზღვევა ყველა ძირითადი რისკებისგან  (მათ შორის სტიქიური უბედურება და ცალკეული აქსესუარების   დაფარვა)
  • უფლებამოსილ მძღოლად უნდა ჩაითვალოს პროკრედიტ ბანკის ყველა სრულწლოვანი თანამშრომელი/ სერვის კონტრაქტორი , რომელსაც გააჩნია შესაბამისი კატეგორიის  მოქმედი მართვის მოწმობა
  • დაზღვევის არეალი - საქართველო.

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება
  • წარწერა: ”კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

ტენდერის ჩაპარების პირობები:

  • სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21
  • შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 13  სექტემბერი 2023 . 16:00 საათამდე

ტექნიკურ/ტენდერის  საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:
დავით ტაბიძე

ადმინისტრაციის ქვეგანყოფილება
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”,
სათაო ოფისი, ალ.ყაზბეგის 21
ტელ.: (+995 32) 2202222 (1585) 
ელ.ფოსტა: david.tabidze@procredit-group.com

რუბენ კაზაროვი
შესყიდვების ქვეგანყოფილება
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”,
სათაო ოფისი, ალ.ყაზბეგის 21
ტელ.: (+995 32) 2202222 (1571) 
ელ.ფოსტა: geo.tenders@procredit-group.com

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები