
17 ნოემბერი 2016, 12:00
სტატუსი:
დასრულებულიT1894 - ტენდერი CO2-ის ბალონის შესყიდვაზე ლუდის ჩამოსასხმელებისთვის
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს:
ა) ნომრით #-EF-GE/272
ბ) დანიშნულება: 60 ცალი 10lt CO2-ის ბალონის შესყიდვაზე ლუდის ჩამოსასხმელებისთვის (150/250 Bar).
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
- შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- პროდუქტის ხელმოწერილი სპეციფიკაცია.
ტენდერის პირობები:
- ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
- მოთხოვნილი საქონელი მოწოდებულ უნდა იქნას არაუგვიანეს 2017 წლის თებერვლისა;
- გადახდის პირობები: 120 კალენდარული დღე.
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
- წარწერა: "კონფიდენციალურია";
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
შენიშვნა: მომწოდებელი დადასტურდება ნიმუშის ტესტირების შემდეგ.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი".
შემოთავაზების მიღება იწყება 03.11.2016 12:00
შემოთავაზების მიღება მთავრდება 17.11.2016 12:00
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
თეკლა ნოზაძე
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი
სათავო ოფისი, სოფ. ნატახტარში
ელფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com