ჩაბარების ვადა:

25 სექტემბერი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T18947 - ტენდერი კომპანიის საკუთრებაში არსებულ ობიექტების დაცვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება, განახლდა: ხელშეკრულების შაბლონი.

ტენდერის აღწერილობა: 

შპს „ლუკოილ-ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს კომპანიის საკუთრებაში არსებულ ობიექტების დაცვაზე.

ტენდერის პირობები:

  • მომსახურების გაწევის ობიექტები - ცენტრალური ოფისი და ძეგვის ნავთობის ბაზა;
  • გასაწევი მომსახურება - ფიზიკური დაცვის მომსახურება;
  • ხელშეკრულების ვადაა - 24 თვე ხელმოწერის დღიდან.
  • მომსახურების დაწყების თარიღი - 2023 წლის 19 ოქტომბერი
  • ხელშეკრულების ვადა - 2 წელი.

მისამართები სადაც უნდა განხორციელდეს მომსახურება

საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურები:

  • ქ.თბილისი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, ჰეიდარ ალიევის სანაპირო 11, შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“ ცენტრალური ოფისი;
  • მცხეთის რაიონი, სოფ. ძეგვი, ნავთობის ბაზა.
  • დეტალები ჩასატარებელ სამუშაოებთან დაკავშირებით წარმოდგენილია თანდართულ ტექნიკურ დავალებაში.
  • სამუშაოს შესრულების ვადა არის 2023 წლის 19 ოქტომბრიდან 2 წელი;
  • ანგარიშსწორება იწარმოებს ქართულ ლარში შესრულების აქტის ხელმოწერის და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერიდან 30-ე კალენდარულ დღეს.

შენიშვნა: პრეტენდენტს სატენდერო წინადადების წარდგენამდე შეუძლია ობიექტების დათვალიერება. სამუშაოს წარმოებისას პრეტენდენტის მხრიდან დაცული უნდა იყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ტექნიკური, ხანძარსაწინააღმდეგო, შრომისა და გარემოს დაცვის უსაფრთხოების ყველა ნორმა, რაც ცალსახად წარმოადგენს პრეტენდენტის ვალდებულებას და პასუხისმგებლობას.

2. სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ინფორმაცია კომპანიის (პრეტენდენტის) შესახებ:

  • კომპანიის სრული დასახელება;
  • იურიდიული მისამართი;
  • ფაქტობრივი მისამართი;
  • ტელ., ფაქსი, ელ-ფოსტა;
  • საკონტაქტო პირი;
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • მონაცემები კომპანიის ხელმძღვანელი პირების შესახებ;

ტენდერში მონაწილეობისათვის წარმოსადგენი საკვალიფიკაციო დოკუმენტები:

  • ამონაწერი კომერციული(სამეწარმეო) რეესტრიდან პრეტენდენტის რეგისტრაციის შესახებ;
  • ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის პროცესის წარმოების არარსებობის შესახებ;
  • ცნობა საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
  • პრეტენდენტის ინსტრუქცია - ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი;
  • გარემოს დაცვის და შრომის უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობა. პრეტენდენტის საკვალიფიკაციო კითხვარი „სამრეწველო უსაფრთხოების, შრომის დაცვისა და გარემოს მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის“;

კომერციული წინადადება:

  • პრეტენდენტის კომერციულ განაცხადი უნდა მოიცავდეს მასალებისა და სამუშაოების სრულ ღირებულებას, რათა შესრულდეს სამუშაო პირობები სრულად;
  • კომერციული შეთავაზების ღირებულება უნდა იყოს მითითებული ქართულ ლარში დღგ-ს გარეშე;

 ტექნიკური წინადადება:

  • წლიური ბრუნვა დადასტურებული ფინანსური ანგარიშგებით (უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში);
  • მონაცემები მსგავსი სამუშაოს შესრულების გამოცდილების შესახებ შესაბამისი მოცულობების მითითებით (უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში). სარეკომენდაციო წერილები (სასურველია);
  • სატენდერო მოთხოვნებით გათვალისწინებული სამუშოების შესრულების გეგმა, ვადების მითითებით. სამუშაოების (მომსახურების) შესრულების შესაძლებლობა გრაფიკის მიხედვით დადგენილ ვადებში;
  • შესაბამისი ტექნიკური საშუალებებისა და სწრაფი რეაგირების ჯგუფების არსებობა, ტექნიკური შესაძლებლობების და შესაბამისი პერსონალის ხელმისაწვდომობა სამუშაოს საწარმოებელ რაიონებში;
  • ორგანიზაციული სტრუქტურა, კონტროლის სერვისების ხელმისაწვდომობა: ხარისხი, უსაფრთხოება, სხვა მომსახურება;

3. სატენდერო პროცედურები:

  • ტენდერი ჩატარება ორ ეტაპად, ღია ვაჭრობით.
  • ტენდერზე ვაჭრობის ჩატარების თარიღი - 2023 წლის 02 ოქტომბერი 11:00 სთ.
  • ტენდერის ჩატარების ადგილი - ქ. თბილისი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო. ჰ.ალიევის სანაპირო #11, შპს „ლუკოილ ჯორჯია“-ს ოფისი.
  • ტენდერში მონაწილეობაზე განაცხადების, საკვალიფიკაციო დოკუმენტაბის და „სამრეწველო უსაფრთხოების, შრომის დაცვისა და გარემოს მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის“ საკვალიფიკაციო კითხვარის წარმოდგენა – 2023 წლის 20 სექტემბერი
  • ტენდერში მონაწილეებმა 2023 წლის 25 სექტემბრის 18:00 სთ-მდე დალუქულ კონვერტებში უნდა წარმოადგინონ სატენდერო წინადადება თანმხლებ წერილთან (დანართი 2) ერთად. პრეტენდენტის კონვერტები წარმოდგენილი უნდა იყოს „პრეტენდენტის ინსტრუქციის“ 12.3 მუხლის შესაბამისად. კონვერტებზე მითითებული უნდა იყოს პრეტენდენტის დასახელება და მასში არსებული მასალის აღნიშვნა.
  • მონაწილეების მიერ კონვერტები წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგ მისამართზე: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, ჰეიდარ ალიევის სანაპირო, №11, შპს „ლუკოილ-ჯორჯია“-ს ოფისი.
  • ვაჭრობაში მონაწილეობას ღებულობს პრეტენდენტი ორგანიზაციდან არაუმეტეს 2 წარმომადგენელი. ვაჭრობაში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს მინდობილობა ამ ტენდერში მონაწილეობის შესახებ, კომპანიის სახელით ხელმოწერისა და მოქმედების უფლებამოსილების მითითებითა და დელეგირებით.
  • ვაჭრობის შედეგების სათანადო წესით გაფორმებისათვის ვაჭრობაში მონაწილე პრეტენდენტების წარმომადგენლებმა თან უნდა იქონიონ სათანადო წესით შევსებული, №2 და №3 პუნქტებისა და თარიღის შევსების გარეშე, ხელმოწერილი და ორგანიზაციის ბეჭდით დამოწმებული სატიტულო ფურცლი(დანართი 3) არანაკლებ ორი ეგზემლიარი.
  • კომერციული წინადადებების კონვერტები გაიხსნება ტენდერზე რის შემდეგაც პრეტენდენტებს შორის გაიმართება ღია ვაჭრობა.

4. განსაკუთრებული პირობები:

  • ხელშეკრულება დაიდება პრეტენდენტთან, რომელიც სრულად აკმაყოფილებს სატენდერო კომისიის მოთხოვნებს.
  • ხელშეკრულება გამარჯვებულთან გაფორმდება ღია ვაჭრობის დასრულებიდან და სატენდერო კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა.
  • თუკი პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადებები იქნება არასწორი ან არასრულყოფილი იგი იქნება დისკვალიფიცირებული.
  • წინადადებების განხილვისას კომისია უფლებას იტოვებს საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია. თუ მონაწილე არ წარადგენს დამატებით დოკუმენტაციას მითითებულ ვადაში, ის დისკვალიფიცირებული იქნება.
  • კომპანია არ არის პასუხისმგებელი პრეტენდენტების მიერ სატენდერო პროცესის დროს გაწეულ ხარჯებზე, მიუხედავად იმისა, დადებულია თუ არა ხელშეკრულება.
  • კომპანია არ არის ვალდებული აუხსნას პრეტენდენტებს ტენდერის ჩავარდნის ან საბოლოო შედეგების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველი.
  • კომპანია არ იღებს ვალდებულებას აუცილებლად დადოს ხელშეკრულება ტენდერში მონაწილე რომელიმე პრედენტენტთან.

საკონტაქტო პირი:
თამარ თორდია
+995 (32) 238-99-92 დამ. 1001

ტენდერის კატეგორია:

  • 79700000 გამოძიებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მომსახურებები

დოკუმენტაცია

ყველას ჩამოტვირთვა