ჩაბარების ვადა:

25 სექტემბერი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T18948 - ტენდერი კომპანიის საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მოდერნიზაციასა და მომსახურებაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება, განახლდა დოკუმენტი: ტექნიკური დავალება.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ლუკოილ-ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს კომპანიის საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მოდერნიზაციასა და მომსახურებაზე

ტენდერის პირობები:

ლოტი 1

  • ობიექტი - შპს „ლუკოილ ჯორჯია“ -ს საკუთრებაში არსებული 23 ავტოგასამართი სადგური და 15 მაღაზია.
  • მიზანი - ობიექტზე უსაფრთხოების ტექნიკური სისტემების კომპლექსების მოწყობა.
  • საფუძველი - საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N60 დადგენილება „ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 2 მარტის N101 დადგენილება „ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის ტექნიკური მახასიათებლებისა და მათი ექსპლუატაციის წესის, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა გარე პერიმეტრზე სავალდებულოა ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის განთავსება/დამონტაჟება”.
  • სამუშაოები ითვალისწინებს არსებული ვიდეომეთვალყურეობის სიტემების სრულ დემონტაჟს და მის ჩანაცვლებას ახალი სისტემებით, ასევე შემდგომში მის ტექნიკურ მომსახურებას. საჭიროების შემთხვევაში ვიდეომეთვალყურეობის სიტემების გამოცვლას და/ან მონტაჟს (დამატებითი ღირებულების საჭიროების შემთხვევაში მხარეთა შეთანხმების საფუძველზე), თბილისის ტერიტორიაზე მდებარე გასამართი სადგურების გეგმიურ მონიტორინგს - მინიმუმ კვირაში ერთხელ, ხოლო რეგიონებში მდებარე გასამართი სადგურების გეგმიურ მონიტორინგს - მინიმუმ თვეში ორჯერ. ასევე 24 საათიანი კომუნიკაციით ავტოგასამართ სადგურებთან სისტემის მუდმივი გამართულობის უზრუნველყოფას და მყისიერ რეაგირებას ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში, ყველა იმ მოთხოვნის უზრუნველყოფას რაც გათვალისწინებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, 2011 წლის 21 დეკემბრის #1-1/2684 ბრძანებით (იხ. დანართი). ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ.გვერდზე ორგანიზაციის პირადი გვერდის მართვას, მონიტორინგს და შსს მიერ ორგანიზაციის პირად გვერდზე მითითებულ შენიშვნებზე პასუხისმგებლობას.
  • აღნიშნული მომსახურების არაჯეროვანი შესრულებისას, შსს შესაბამისი სამსახურების მიერ საჯარიმო სანქციების გამოყენების შემთხვევაში, მხარეთა შეთანხმებით პასუხისმგებლობის გაზიარებას.

ავტოგასამართი სადგურების მისამართები სადაც უნდა განხორციელდეს მომსახურება:

საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურები:

  • მტკვრის მარჯვენა სანაპირო გოთუას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია აგს N1;
  • მდ. მტკვრის მარცხენა სანაპირო, რესტორან იმერეთთან - აგს N3;
  • დ. აღმაშენებლის ხეივანისა და მიქელაძის ქუჩის გადაკვეთა - აგს N4;
  • კახეთის გზატკეცილის მარცხენა მხარე, ორხევის ხიდთან - აგს N5;
  • გმირთა მოედნის მიმდებარედ, საცურაო აუზის „ლაგუნა ვერეს“ წინ - აგს N6;
  • მდ.მტკვრის მარცხენა სანაპირო, “ვახუშტის ხიდის” მიმდებარედ - აგს N7;
  • თამარაშვილის ქუჩა, ალ. ყაზბეგის გამზირის გადაკვეთამდე - აგს N8;
  • გელოვანის გამზირზე, ვაშლიჯვრის ტერიტორია - აგს N9;
  • გლდანი, შეშელიძის ქ.24 - აგს N10;
  • გურამიშვილის გამზ., ს/ს ცისარტყელა-ს მოპირდაპირე მხარეს აგს N11;
  • ა.წერეთლის გამზირი 148, სამთოქიმიის მოპირდაპირედ - აგს #12;
  • ა.წერეთლის გამზირი 145, სამთოქიმიის მიმდებარედ - აგს #13;
  • კახეთის გზატკეცილი, აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე - აგს #15;
  • ქ. თბილისი, ორთაჭალჰესი 72-ე სკოლის მ/ტ. - აგს #16;
  • წურწუმიასა და კროპოტკინის ქუჩების მიმდებარედ - აგს #17;
  • ჯავახეთის, კალოუბნის და შუამთის ქუჩებს შორის (ვარკეთილის მეტროსთან) - აგს #18;
  • დ. აღმაშენებლის 169 (თბილისის გასასვლელი) - აგს #19;
  • ქ. რუსთავი, რუსთავის გზატკეცილი მე-20-ე კმ. - აგს #20;
  • ქ. ბათუმი, შავშეთის ქ. 25ა - აგს #21;
  •  ქ. ბათუმი, გოგოლის ქ. 1კ - აგს #22;. ქ. ბათუმი, სოფელი ანგისა - აგს #23;
  • ქ. საჩხერე, სოფელი ჩიხა, თამარ მეფის ქ. 19. - აგს #24;
  • ქ. ზესტაფონი, ვ.სტაროსელსკის ქ. 45 - აგს #2

მაღაზიები:

  • დ. აღმაშენებლის ხეივანისა და მიქელაძის ქუჩის გადაკვეთა - აგს N4;
  • გელოვანის გამზირზე, ვაშლიჯვრის ტერიტორია - აგს N9;
  • გლდანი, შეშელიძის ქ.24 - აგს N10;
  • ქ. თბილისი, ორთაჭალჰესი 72-ე სკოლის მ/ტ. - აგს N16;
  • წურწუმიასა და კროპოტკინის ქუჩების მიმდებარედ - აგს N17;
  • ჯავახეთის, კალოუბნის და შუამთის ქუჩებს შორის (ვარკეთილის მეტროსთან) - აგს N18;
  • ქ. რუსთავი, რუსთავის გზატკეცილი მე-20-ე კმ. - აგს N20;
  • ქ. ბათუმი, გოგოლის ქ. 1კ - აგს N22;
  • ბათუმი, სოფელი ანგისა - აგს N23;
  • ქ. ზესტაფონი, ვ.სტაროსელსკის ქ. 45 - აგს N25.

ლოტი 2

  • ობიექტი - შპს „ლუკოილ ჯორჯია“ -ს საკუთრებაში არსებული ნავთობის ბაზა „ძეგვი“ (სოფ. ძეგვი)
  • მიზანი - ობიექტზე ვიდეოთვალთვალის სისტემის მოდერნიზაცია.
  • საფუძველი - საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბერის №455 დადგენილება „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;

სამუშაოები ითვალისწინებს არსებული ვიდეოსამეთვალყურეო სიტემების სრულ დემონტაჟს და მის ჩანაცვლებას ახალი სისტემებით, ასევე შემდგომში მის საგარანტიო ტექნიკურ მომსახურებას.

  • დეტალები მოთხოვნილ პროდუქციასა და ჩასატარებელ სამუშაოებთან დაკავშირებით წარმოდგენილია თანდართულ ტექნიკურ დავალებაში.
  • მოწყობილობების გამართულ მუშაობაზე გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს არანაკლებ 1 წლის ვადით;
  • სამუშაოს შესრულების ვადა არის 60 კალენდარული დღე ხელშეკრულების გაფორმების დღიდან (საორიენტაციოდ დასრულების თარიღი 2023 წლის 20 დეკემბერი );
  • ანგარიშსწორება იწარმოებს ქართულ ლარში შესრულების აქტის ხელმოწერის და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერიდან 30-ე კალენდარულ დღეს.

შენიშვნა: პრეტენდენტს სატენდერო წინადადების წარდგენამდე შეუძლია ობიექტების დათვალიერება. სამუშაოს წარმოებისას პრეტენდენტის მხრიდან დაცული უნდა იყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ტექნიკური, ხანძარსაწინააღმდეგო, შრომისა და გარემოს დაცვის უსაფრთხოების ყველა ნორმა, რაც ცალსახად წარმოადგენს პრეტენდენტის ვალდებულებას და პასუხისმგებლობას.

2. სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

 ინფორმაცია კომპანიის (პრეტენდენტის) შესახებ:

  • კომპანიის სრული დასახელება;
  • იურიდიული მისამართი;
  • ფაქტობრივი მისამართი;
  • ტელ., ფაქსი, ელ-ფოსტა;
  • საკონტაქტო პირი;
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • მონაცემები კომპანიის ხელმძღვანელი პირების შესახებ;

ტენდერში მონაწილეობისათვის წარმოსადგენი საკვალიფიკაციო დოკუმენტები:

  • ამონაწერი კომერციული(სამეწარმეო) რეესტრიდან პრეტენდენტის რეგისტრაციის შესახებ;
  • ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის პროცესის წარმოების არარსებობის შესახებ;
  • ცნობა საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
  • პრეტენდენტის ინსტრუქცია - ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი;
  • გარემოს დაცვის და შრომის უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობა. პრეტენდენტის საკვალიფიკაციო კითხვარი „სამრეწველო უსაფრთხოების, შრომის დაცვისა და გარემოს მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის“;

კომერციული წინადადება:

  • პრეტენდენტის კომერციულ განაცხადი უნდა მოიცავდეს მასალებისა და სამუშაოების სრულ ღირებულებას, რათა შესრულდეს სამუშაო პირობები სრულად;
  • პოტენციურმა კონტრაქტორმა უნდა გაითვალისწინოს დამატებითი სამუშაოს შესაძლო საჭიროების ფაქტორი უშუალოდ სამონტაჟო სამუშაოების თვალსაზრისით.
  • კომერციული შეთავაზების ღირებულება უნდა იყოს მითითებული ქართულ ლარში დღგ-ს გარეშე;

 ტექნიკური წინადადება:

  • წლიური ბრუნვა დადასტურებული ფინანსური ანგარიშგებით (უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში);
  • მოსაწოდებელი მოწყობილობებისა და აგრეგატების ტექნიკური მახასიათებლები, ვიზუალური მხარე (ფოტო მასალა), ოროგინალობის დამადასტურებელი დოკუმენტები და მათზე გაცემილი სერტიფიკატები; წერილი საგარანტიო მომსახურების შესახებ; შესაბამისობა ტექნიკური დავალების მოთხოვნებთან;
  • კომპანია არის: - მწარმოებელი, - ოფიციალური დილერი (მწარმოებლის წარმომადგენელი), - მიმწოდებელი, რომელიც არ არის მწარმოებელი ან მისი ოფიციალური წარმომადგენელი. (წარმოადგინეთ დამადასტურებელი დოკუმენტი);
  • მონაცემები მსგავსი აღჭურვილობის ექსპლუატაციის გამოცდილების შესახებ შესაბამისი მოცულობების მითითებით (უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში);
  • ინფორმაცია აღნიშნული აღჭურვილობის სერვისული მომსახურების შესახებ;
  • მონაცემები მსგავსი სამუშაოს შესრულების გამოცდილების შესახებ შესაბამისი მოცულობების მითითებით (უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში). სარეკომენდაციო წერილები (სასურველია);
  • სატენდერო მოთხოვნებით გათვალისწინებული სამუშოების შესრულების გეგმა, ვადების მითითებით. სამუშაოების (მომსახურების) შესრულების შესაძლებლობა გრაფიკის მიხედვით დადგენილ ვადებში;
  • შესაბამისი საწარმოო საშუალებებისა და ბაზების, ტექნიკური შესაძლებლობების და შესაბამისი პერსონალის ხელმისაწვდომობა სამუშაოს საწარმოებელ რაიონებში;
  • ორგანიზაციული სტრუქტურა, კონტროლის სერვისების ხელმისაწვდომობა: ხარისხი, უსაფრთხოება, სხვა მომსახურება;

3. სატენდერო პროცედურები:

  • ტენდერი ჩატარება ორ ეტაპად, ღია ვაჭრობით.
  • ტენდერზე ვაჭრობის ჩატარების თარიღი - 2023 წლის 02 ოქტომბერი 15:00 სთ.
  • ტენდერის ჩატარების ადგილი - ქ. თბილისი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო. ჰ.ალიევის სანაპირო #11, შპს „ლუკოილ ჯორჯია“-ს ოფისი.
  • ტენდერში მონაწილეობაზე განაცხადების (ლოტების მითითებით 1-2), საკვალიფიკაციო დოკუმენტაბის და „სამრეწველო უსაფრთხოების, შრომის დაცვისა და გარემოს მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის“ საკვალიფიკაციო კითხვარის წარმოდგენა – 2023 წლის 20 სექტემბერი
  • ტენდერში მონაწილეებმა 2023 წლის 25 სექტემბრის 18:00 სთ-მდე დალუქულ კონვერტებში უნდა წარმოადგინონ სატენდერო წინადადება თანმხლებ წერილთან (დანართი 2) ერთად. პრეტენდენტის კონვერტები წარმოდგენილი უნდა იყოს „პრეტენდენტის ინსტრუქციის“ 12.3 მუხლის შესაბამისად. კონვერტებზე მითითებული უნდა იყოს პრეტენდენტის დასახელება და მასში არსებული მასალის აღნიშვნა.
  • მონაწილეების მიერ კონვერტები წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგ მისამართზე: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, ჰეიდარ ალიევის სანაპირო, №11, შპს „ლუკოილ-ჯორჯია“-ს ოფისი.
  • ვაჭრობაში მონაწილეობას ღებულობს პრეტენდენტი ორგანიზაციდან არაუმეტეს 2 წარმომადგენელი. ვაჭრობაში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს მინდობილობა ამ ტენდერში მონაწილეობის შესახებ, კომპანიის სახელით ხელმოწერისა და მოქმედების უფლებამოსილების მითითებითა და დელეგირებით.
  • ვაჭრობის შედეგების სათანადო წესით გაფორმებისათვის ვაჭრობაში მონაწილე პრეტენდენტების წარმომადგენლებმა თან უნდა იქონიონ სათანადო წესით შევსებული, №2 და №3 პუნქტებისა და თარიღის შევსების გარეშე, ხელმოწერილი და ორგანიზაციის ბეჭდით დამოწმებული სატიტულო ფურცლი(დანართი 3) არანაკლებ ორი ეგზემლიარი.
  • კომერციული წინადადებების კონვერტები გაიხსნება ტენდერზე რის შემდეგაც პრეტენდენტებს შორის გაიმართება ღია ვაჭრობა.

4. განსაკუთრებული პირობები:

  • ხელშეკრულება დაიდება პრეტენდენტთან, რომელიც სრულად აკმაყოფილებს სატენდერო კომისიის მოთხოვნებს.
  • ხელშეკრულება გამარჯვებულთან გაფორმდება ღია ვაჭრობის დასრულებიდან და სატენდერო კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 20 დღისა.
  • თუკი პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადებები იქნება არასწორი ან არასრულყოფილი იგი იქნება დისკვალიფიცირებული.
  • წინადადებების განხილვისას კომისია უფლებას იტოვებს საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია. თუ მონაწილე არ წარადგენს დამატებით დოკუმენტაციას მითითებულ ვადაში, ის დისკვალიფიცირებული იქნება.
  • კომპანია არ არის პასუხისმგებელი პრეტენდენტების მიერ სატენდერო პროცესის დროს გაწეულ ხარჯებზე, მიუხედავად იმისა, დადებულია თუ არა ხელშეკრულება.
  • კომპანია არ არის ვალდებული აუხსნას პრეტენდენტებს ტენდერის ჩავარდნის ან საბოლოო შედეგების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველი.
  • კომპანია არ იღებს ვალდებულებას აუცილებლად დადოს ხელშეკრულება ტენდერში მონაწილე რომელიმე პრედენტენტთან.

საკონტაქტო პირი:
თამარ თორდია
+995 (32) 238-99-92 დამ. 1001

ტენდერის კატეგორია:

  • 32300000 ტელედა რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიოან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურა
  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები

დოკუმენტაცია

განცხადება განცხადება
დანართი №1 - განაცხადი დანართი №1 - განაცხადი
დანართი №2- საკვალიიკაციო ანკეტა ჯანდაცვა და შრომ უსაფრთხ დანართი №2- საკვალიიკაციო ანკეტა ჯანდაცვა და შრომ უსაფრთხ
დანართი №3 - სატიტულო ფურცელი დანართი №3 - სატიტულო ფურცელი
კონტრაქტის კომერციული პირობები კონტრაქტის კომერციული პირობები
პრეტედენტის ინსტრუქცია პრეტედენტის ინსტრუქცია
პროექტის ტექნიკური პირობები პროექტის ტექნიკური პირობები
ტენდერის ჩატარების გრაფიკი ტენდერის ჩატარების გრაფიკი
ხალშეკრულების დრაფტი ხალშეკრულების დრაფტი
ხელშეკრულებაზე დანართი 3 ხელშეკრულებაზე დანართი 3
ხელშეკრულებაზე დანართი 4 ხელშეკრულებაზე დანართი 4
ტექნიკური დავალება ტექნიკური დავალება
ყველას ჩამოტვირთვა