ჩაბარების ვადა:

9 ოქტომბერი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T18964 - ტენდერი უკაბელო ქსელის მოწყობაზე (Wireless Infrastructure)

გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია: ტენდერის დასრულების ვადად განისაზღვრა 9 ოქტომბერი, 18:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

სს  “პროკრედიტ ბანკი” - აცხადებს ტენდერს  უკაბელო ქსელის მოწყობაზე (Wireless Infrastructure) 

სს “პროკრედიტ ბანკი” განვითარებაზე ორიენტირებული კომერციული ბანკია, რომელიც საუკეთესო მომსახურებას სთავაზობს მცირე და საშუალო საწარმოებსა და ფიზიკურ პირებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია გრძელვადიანი პარტნიორობა და საბანკო მომსახურების მიღება ელექტორნული სერვისების გამოყენებით.  „პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. „პროკრედიტ ბანკი“ საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსა და გერმანიაში. ჯგუფის დამფუძნებელია პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

ტენდერის მოთხოვნები:

  • ქ. თბილისში ყაზბეგის 21-ში არსებული ს.ს „პროკრედიტ ბანკის“ სათაო ოფისში  უკაბელო ქსელის მოწყობა* (Wireless Infrastructure)
  • Wi-Fi Access Point -ის რაოდენობის განსაზღვრა  შენობაში არსებული სივრცის შესაბამისად.
  • Wi-Fi Access Point - ის ინტეგრაცია არსებულ ქსელურ ინფრასტრუქტურასთან.
  • ნფრასტრუქტურისთვის საჭირო 250 კონკურენტული მომხმარებლისთვის.
  • 802.1X ავთენტიფიკაციის პროტოკოლის გამართვა დასანერგ ინფრასტრუქტურაში.
  • არსებული ქსელური მოწყობილობებიდან WIFI AP მდე კაბელების მიყვანა და სხვა საინსტალაციო სამუშაოები
  • თანდართული ინფორმაციის არ გამჟღავნების ფორმის  ხელმოწერის შემთხვევაში  ტენდერში მონაწილე კომპანიას გადმოეცემა შენობის გეგმა  და სხვა დამატებითი ინფორმაცია და შესაძლებელია  შენობის დათვალიერება
  • ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია წარადგინოს MAF -ი ან მწარმოებლის/ ოფიციალური დისტრიბუტორის წერილი
  • მოკლე სიაში  გასული მონაწილეები ვალდებულნი არიან  მოახდინონ  ნიმუშის ინსტალაცია , რომელსაც ბანკი აამუშავებს სატესტო რეჟიმში.

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • სააპლიკაციო ფორმა;
  • ფასების  ცხრილი  
  • ინფორმაცის არ გამჟღავნების ფორმა

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • ფასები თანდართული ცხრილის მიხედვით.
  • შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილში);

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება
  • წარწერა: ”კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21

შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 9 ოქტომბერი 2023 წელი (18:00 საათამდე)

ტექნიკურ/ტენდერის  საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:
ნიკოლოზ დავრეშიძე
საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განყოფილება  
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”,
სათაო ოფისი, ალ.ყაზბეგის 21
ტელ.: (+995 32) 2202222 (1844) 
E-mail: geo.it.infrastructure@procredit-group.com

რუბენ კაზაროვი
შესყიდვების ქვეგანყოფილება
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”,
სათაო ოფისი, ალ.ყაზბეგის 21
ტელ.: (+995 32) 2202222 (1571) 
E-mail: geo.tenders@procredit-group.com

ტენდერის კატეგორია:

  • 32400000 ქსელები
  • 72700000 კომპიუტერული ქსელის მომსახურება