
ჩაბარების ვადა:
16 ნოემბერი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1907 - ტენდერი მაგნიტურ ზოლიანი ბრენდირებული პლასტიკური ბარათების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს "ნეოგაზი" აცხადება ტენდერს მაგნიტურ ზოლიანი ბრენდირებული პლასტიკური ბარათების შესყიდვაზე.
შესყიდვის სპეციფიკაცია:
- ბრენდირება - ორმხრივი;
- მაგნიტური ზოლის კოდირება - პირველ ხაზზე შემსყიდველის მეირ მიწოდებული დიაპაზონის მიხედვით;
- რაოდენობა - 30000 ცალი;
- მიწოდება - ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კმ.
შპს ნეოგაზი იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
დართულ ფაილში შეგიძლიათ იხილოთ პლასტიკური ბარათის დიზაინი.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იყოს:
- ინფორმაცია პროდუქციის ღირებულების შესახებ (დღგ-ს გარეშე);
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების გამოცდილების შესახებ;
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
- შემოთავაზებული პროდუქციის ნიმუში.
გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
დამატებითი მოთხოვნები:
- წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 16 ნოემბრის 17:00 სთ-მდე.
- გამარჯვებულის შეფასება მოხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი - 40%; მიწოდების ვადა - 30%; გადახდის პირობა - 20%; ანალოგიური გამოცდილება - 10%.
- დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომრებზე: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე;