ჩაბარების ვადა:

6 ოქტომბერი 2023, 17:00

სტატუსი:

გამარჯვებული

E
ელ. ტენდერი
T19076 - ტენდერი 3 ლოტად: თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევა, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დასაქმებულის უბედური შემთხვევისგან დაზღვევა, სიცოცხლის და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში დაემატა ახალი დოკუმენტი სახელწოდებით - ლოტი 2

ტენდერის აღწერილობა:

შპსდიპლომატ ჯორჯიააცხადებს ტენდერს სამ ლოტად:

  • ლოტი #1: თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევა.
  • ლოტი #2: სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დასაქმებულის უბედური შემთხვევისგან დაზღვევა.
  • ლოტი #3: სიცოცხლის და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა

აღნიშნული ტენდერები ცხადდება 2023 - 2024 წლისათვის და გამარჯვებულ კომპანიასთან კონტრაქტი ძალაში შევა 2023 წლის 1 დეკემბრიდან.

"დიპლომატი" საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოსპრემიუმ კლასის კომპანიების წამყვან ბრენდებს მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში. „დიპლომატი“ შპსდიპლომატ ჯორჯიას სახელით საქართველოში საქმიანობას ეწევა 2008 წლიდან და წარმოადგენსქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისოკომპანიების P&G-ის და Nestle-ს სამომხმარებლო და კვების პროდუქტების დისტრიბუციასსაქართველოში.

მონაწილის მხრიდან წარმოსადგენი ინფორმაცია:

  • კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, ს/კ, ელ.ფოსტა და ტელ. ნომერი).
  • კომერციული წინადადება (სრულყოფილად შევსებული განფასების ფაილები ფორმატის ცვლილებების გარეშე) რომელიც უნდა მოიცავდეს : მომსახურების ღირებულებას, გადახდისპირობას და სხვა შემოთავაზებულ დეტალებს.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასებიუნდა მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულგადასახადებს (მათ შორის დღგ).
  • ბოლო 2 წლის განმავლობაში ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილებისდამადასტურებელი დოკუმენტაცია.
  • წინადადების წარდგენისათვის საჭირო ყველა პირობა შეგიძლიათ იხილოთ თანდართულფაილებში.
  • ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს მითითებული ვადის ამოწურვამდე, ელექტრონულად ტენდერების ვებ გვერდზეtenders.ge
  • მონაწილის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღებისთარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

სატენდერო პროცედურები და ვადები:

  • სატენდერო პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება ყველა იმ კომპანიის განაცხადის განხილვა, რომელიც სრულყოფილად წარმოადგენს სატენდერო წინადადებაში მოცემულ ყველა საჭიროდოკუმენტაციას.
  • მონაწილის მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება.
  • ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც განიხილავთ სატენდერო მოთხოვნების შევსებისას, გთხოვთ წარმოადგინოთ დამატებითი დოკუმენტის სახით.
  • ყველა სრულყოფილად წარმოდგენილი წინადადებების განხილვა მოხდება შპს „დიპლომატჯორჯიას“ სატენდერო კომიტეტის მიერ, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს.
  • შპს „დიპლომატ ჯორჯია“ უფლებას იტოვებს თვითონ შეცვალოს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს კონკურსის პირობები, ან შეწყვიტოს მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე.

მონაწილეობის მიღება შესაძლებელია როგორც სამივე ლოტში, ასევე რომელიმე მათგანში ცალკეულად;

დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტაციაში.

ინფორმაცია ელექტრონული ტენდერში მონაწილოების შესახებ:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 6 ოქტომბერი, 17:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია, გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრებისპროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების სუპერვაიზერი:
საკონტაქტო პირი: თამრი იმერლიშვილი
ელ. ფოსტა: t.imerlishvili@diplomat.ge
ტელ: +995 571 77 22 11

შესყიდვების მენეჯერი:
საკონტაქტო პირი: ბაკო ხაბურძანია
ელ. ფოსტა: B.khaburdzania@diplomat.ge
ტელ: +995 577 14 44 40

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    21 სექტემბერი 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა