
22 ნოემბერი 2016, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT1911 - ტენდერი ტაქსით მომსახურების კომპანიის შერჩევაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს ფინკა ბანკი საქართველო მიკროსაფინანსო ჰოლდინგის FINCA Microfinance Holdings (FMH) გლობალური ქსელის ნაწილია, ფინკა ბანკს ძლიერი საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები ჰყავს როგორიცაა: FINCA International (USA), საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC, World Bank Group) (USA), KFW Bankengruppe-გერმანიის განვითარების ბანკი, FMO-ნიდერლანდების გაერთიანებული ბანკი, responsAbility Social Investments AG, და Triple Jump. სს ფინკა ბანკი საქართველო, დღეისათვის 39 სერვის ცენტრის საშუალებით საბანკო მომსახურებას უწევს 100 000-ზე მეტ მომხმარებელს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში.
სს „ფინკა ბანკი საქართველო“ აცხადებს ტენდერს: ტაქსით მომსახურების კომპანიის შერჩევაზე.
ხელშეკრულება დაიდება 1 წლის ვადით.
ტენდერის მოთხოვნები და პირობები:
აუცილებელი პირობა:
- ავტომობილი უნდა იყოს აღჭურვილი მრიცხველით;
- ავტომობილის საწვავის ტიპი უნდა იყოს: დიზელი ან ბენზინი, გაზზე მომუშავე მანქანები არ განიხილება;
- უნდა უზრუნველყოს მგზავრების უსაფრთხო და კომფორტული გადაყვანა;
- ავტომობილი უნდა იყოს გამართულ ტექნიკურ და სანიტარულ მდგომარეობაში.
კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- მომსახურების კორპორატიული ტარიფი თბილისში (1 კილომეტრის ფასი დღგ-ს ჩათვლით);
- მომსახურების ტარიფი რეგიონში (1 კილომეტრის ფასი დღგ-ს ჩათვლით);
- აეროპორტში დახვედრა-გაცილების ტარიფი;
- დალოდების ტარიფი (1 წუთის ღირებულება დღგ-ს ჩათვლით).
ტენდერის ჩაბარების პირობები:
გთხოვთ, ტენდერის მასალები მოგვაწოდოთ დალუქული კონვერტით მისამართზე:
თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი #71, ბლოკი I, მე-3 სართული, ოფისი #12 – სს „ფინკა ბანკი საქართველო“-ს სათავო ოფისი.
კონვერტზე უნდა მიუთითოთ მონაწილე კომპანიის სახელწოდება ასევე, ტენდერის სახელწოდება და მოათავსოთ დალუქულ სატენდერო ყუთში.
შემოთავაზების შემოტანა შესაძლებელია ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 09:00-დან 18:00-მდე. შემოთავაზების შემოტანის საბოლოო ვადა 2016 წლის 22 ნოემბერი 18:00 საათი.
სს ფინკა ბანკი საქართველო ახორციელებს საქმიანობას უმაღლესი ეთიკური და პროფესიული სტანდარტების მიხედვით და ბანკის შიდა წესების მიხედვით, ბანკის თანამშრომელს და/ან მასთან დაკავშირებულ პირს არ შეიძლება ჰქონდეს პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური ინტერესი ბანკის რომელიმე კონტრაჰენტთან (ინტერესთა კონფლიქტი). აღნიშნულის გათვალისწინებით, ტენდერში მონაწილე კომპანიასა და ბანკის თანამშრომელს და/ან მათთან დაკავშირებულ პირებს შორის არ უნდა არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი.
დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ. ფოსტის მისამართზე:
Rusudan.Simongulashvili@finca.ge; Lali.Mujirishvili@finca.ge;