ჩაბარების ვადა:

9 ნოემბერი 2023, 14:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T19169 - ტენდერი პოლიმერის შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება: შეიცვალა დანართი - ,,პოლიმერი ტენდერი". გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია: ტენდერის დასრულების ვადად განისაზღვრა 2023 წლის 9 ნოემბერი, 14:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „გარდაბნის გამწმენდი ნაგებობა“ (GST), შემდგომში “შემსყიდველი“, აცხადებს ელექტრონულ ტენდერს პოლიმერის შესყიდვის თაობაზე და იწვევს კვალიფიციურ კომპანიებს შემდგომში „პრეტენდენტი“ მონაწილეობის მისაღებად.

  • შესყიდვის ობიექტის აღწერა, რაოდენობა/მოცულობა:
  • დასახელება: პოლიმერი - პოლიელექტროლიტის ფხვნილი ,  შემდგომში „პროდუქტი“
  • საორიენტაციო მოცულობა: 73,440 კგ წლიურად (თვიური ხარჯი საშუალოდ 6,120 კგ)
  • მოწოდების ინტენსივობა: დამკვეთთან შეთანხმებით, ეტაპობრივად
  • პროდუქტის სპეციფიკაცია იხილეთ დანართში N3

1.2 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია:

„პრეტენდენტი“ ვალდებულია, ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, ხელშეკრულების ხელმოწერიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში წარმოადგიანოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით, რომელიც გაცემული უნდა იყოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ („OECD“) წევრი ქვეყნის ბანკის მიერ და რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას, ზემოთ განსაზღვრულ ვადაში გარანტიის წარმოუდგენლობის შემთხვევაში შემსყიდველი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება.

1.3 განფასება:

განსაფასებლად გთხოვთ შეავსეთ დანართი N1 - ფასების ცხრილი

ფასები წარმოდგენილი უნდა იქნას დღგ-ს ჩათვლით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), „პროდუქტის“, გარდაბანში „შემსყიდველის“ ობიექტზე მიწოდების ხარჯების გათვალისწინებით. ფასები უნდა მოიცავდეს ყველა დამატებით ხარჯს, რისი გაწევაც შეიძლება მოუწიოს „პრეტენდენტს“ წინამდებარე სატენდერო დავალების პირობებიდან გამომდინარე, სრული სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში.

1.4. სპეციალური პირობა:

  • დაკონტრაქტების შემთხვევაში „პრეტენდენტი“ ვალდებულია უზრუნველყოს მოწოდების ციკლის უწყვეტობა.
  •  საკონტრაქტო წლის განმავლობაში შესაძლოა გაჩნდეს არჩეული „პროდუქტის“ შეცვლის აუცილებლობა ქვემოთ აღწერილი მიზეზების გამო. „პრეტენდენტს“ საწყის შეთავაზებაში გათვალისწინებული უნდა ჰქონდეს ყველა ხარჯი, რადგან „პროდუქტის“ მაქსიმალური ფასი დაფიქსირდება ხელშეკრულებაში; საკონტრაქტო წლის განმავლობაში „პროდუქტის“ შეცვლის აუცილებლობის შემთხვევაში, გაკეთდება ხელშეკრულების დანართი, რომელშიც აღწერილი იქნება ახალი „პროდუქტის“ დასახელება და ახალი მახასიათებლები - „პროდუქტის“ ფასის გაზრდა დაუშვებელია საკონტრაქტო წლის განმავლობაში.
  • იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი მიზეზით შეიცვლება შემოთავაზებული „პროდუქტის“ ეფექტურობა და გახდება ნაკლებად ეფექტური, „პრეტენდენტი“ ვალდებული იქნება „შემსყიდველს“ შეურჩიოს და მიაწოდოს ყველაზე შესაფერისი „პროდუქტი“ გამწმენდი ნაგებობის პროცესების მახასიათებლების გათვალისწინებით. ამასთან დაკავშირებით, „პრეტენდენტი“ ჩაატარებს ახალი პროდუქტის ვალიდაციის ტესტებს დამატებითი ხარჯების გარეშე.
  • თუ წარმატებული „პრეტენდენტი“ გადაწყვეტს „შემსყიდველს“ შესთავაზოს „პროდუქტის“ ცვლილება ან ცვლილება „პროდუქტის“ ფორმატში ან ფიზიკურ თვისებებში, საჭირო იქნება მან „შემსყიდველს“ გაუგზავნოს შესაბამისი წინადადება, რომელსაც თან ახლდება ახლად შერჩეული „პროდუქციის“ ტესტების შედეგები.
    „შემსყიდველის“ თანხმობის გარეშე „პროდუქტის“ ცვლილება დაუშვებელია.
  •  თუ, „პროდუქტის“ ან „პროდუქტის“ მახასიათებლებში ცვლილების შეტანა „შემსყიდველის“ ინიცირეულია, წარმატებულ „პრეტენდენტს“ მოუწევს ახალი „პროდუქტის“ შერჩევა და მიწოდება ღირებულების გაზრდის გარეშე.
  •  
  • წარმატებულ „პრეტენდენტს“ უნდა შეეძლოს „შემსყიდველს“ გაუწიოს ტექნიკური კონსულტაცია, როგორც მოხმარებული პროდუქციის დოზირების პირობების გაანალიზების ნაწილში, ასევე „პროდუქტზე“ ზეგავლენის მომხდენი პირობების ცვლილების შემთხვევაში. გარდა ამისა „პრეტენდენტმა“ უნდა შესთავაზოს ახალი „პროდუქტები“ შემყიდველს, თუკი ახალი „პროდუქტით“ ძველის ჩანაცვლება საწარმოს საოპერაციო პირობების გაუმჯობესებას მოემსახურება.  „პრეტენდენტს“ „შემსყიდველთან“ დაკონტრაქტების შემთხვევაში უნდა შეეძლოს ტექნიკური დახმარების პირადად, შემსყიდველის ობიექტზე გაწევა მოთხოვნის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში.
  • წარმატებულ „პრეტენდენტს“ უნდა ჰქონდეს ყველა ნებართვა, რომელიც აუცილებელია მომსახურების შეფერხების გარეშე გასაწევად. „შემსყიდველის“ საწარმოს გამართულ მუშაობაზე უარყოფითი გავლენა არ უნდა მოახდინოს წინამდებარე დოკუმენტში აღწერილი, „პრეტედენტის“ მიერ შესასრულებელი სამუშაოების და მოქმდებების განხორციელებისას წარმოქმნილმა სავარაუდო პრობლემებმა. 
  • გამარჯვებული „პრეტენდენტი“ ვალდებულია დაიცვას შრომის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ნორმები და ზომები.

1.5 მომსახურების მიწოდების და მიღების წესები:

1.5.1 მიწოდების ადგილი და დრო:

„პროდუქტის“ მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, 2023 წლის ნოემბერი/დეკემბრის თვიდან 1 წლის განმავლობაში, „შემსყიდველის“ ობიექტზე, შემდეგ მისამართზე, საქართველო, გარდაბანი, თბილსრესის მიმდებარე ტერიტორია. თითო პარტიის მიწოდების ვადა და ოდენობა გთხოვთ მიუთითეთ შემოთავაზებაში.

1.5.2 მიწოდების ფორმა (შეფუთვა, ტრანსპორტირება, გადმოტვირთვა):

შეფუთვა, პალეტირება, ჩატვირთვა და ტრანსპორტირება მიწოდების ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი და პასუხისმგებლობაა.

კათიონური პოლიელექტროლიტის მიწოდება მოხდება 25 კგ წყალგაუმტარ ტომრებში, რომლებიც პალეტიზირებული იქნება ჩატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციების გასაადვილებლად.

„პრეტენდენტები“ თავის შეთავაზებაში დეტალურად აღწერენ მიწოდების ფორმას, ტიპს, წონას და ზომას, ასევე პროდუქტის შენახვის ყველაზე შესაბამის პირობას.

ეტიკეტირების შემდეგი პირობები უნდა იყოს დაცული ყოველი მიწოდების დროს:

ეტიკეტი მწარმოებლის წარმოშობის შესახებ:

  • წარმოებული პროდუქტის სავაჭრო ნიშანი
  • მწარმოებლის სახელი
  • მწარმოებლის მისამართი
  • წარმოების თარიღი
  • საწარმოო პარტია
  • პროდუქტის ვადის გასვლის თარიღი

დისტრიბუტორის ან მიმწოდებლის ეტიკეტი:

  • დისტრიბუტორის სახელი
  • დისტრიბუტორის მისამართი
  • დისტრიბუტორის მიერ მინიჭებული პროდუქტის სავაჭრო ნიშანი

საიდენტიფიკაციო ეტიკეტის მოთხოვნებთან შეუთავსებლობა შეიძლება გახდეს ტვირთის უკან დაბრუნების მიზეზი.

პოლიელექტროლიტის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სატვირთო მანქანებით, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს ყველა დადგენილ საკანონმდებლო მოთხოვნას, ისევე როგორც პროდუქტის უსაფრთხოების ნორმებს. თუ ხელშეკრულების ვადის განმავლობაში პროდუქტის უსაფრთხოების ნორმები შეიცვალა და ცვლილებები შევიდასახიფათო საქონლის გადაადგილების ეროვნულ რეგლამენტში „TPC-ADR“, „პრეტენდენტმა“ უნდა გამოიყენოს აღნიშნული განახლებული რეგულაციები და დებულებები, მაგრამ ეს არ უნდა აისახოს ხელშეკრულების შესრულებაზე ან პროდუქტის ღირებულებაზე.

წარმატებული „პრეტენდენტი“ უშუალოდ იქნება პასუხისმგებელი როგორც მყიდველთან, ასევე მესამე პირებთან მიმართებაში, ნებისმიერი სახის ზარალზე, რომელიც გამოწვეული იქნება ნებისმიერი უბედური შემთხვევის ან ინციდენტის შედეგად, პროდუქტის დატვირთვის, ტრანსპორტირებისა და გადმოტვირთვის დროს, მათ შორის სატრანსპორტო საშუალების რომელიმე ელემენტის არასწორი გაწმენდისა და ექსპლუატაციის გამო.

დოკუმენტები, რომლებიც აუცილებლად უნდა ახლდეს თითოეულ გადაზიდვას, უნდა მოიცავდეს დეკლარაციას, რომელსაც ხელს აწერს გადამზიდავი (მანქანის მძღოლი), რომელშიც ის ცალსახად აცხადებს თავის ცოდნას ზოგადი და სპეციალური დებულებების შესახებ, რომლებიც გამოიყენება სახიფათო ტვირთის გადაზიდვის დროს. მისთვის ცნობოლი უნდა იყოს ტრანსპორტირებული საქონლის თვისებები, რაოდენობა, რისკები და ზომები, რომლებიც უნდა იქნას მიღებული უბედური შემთხვევის, ხანძრის, გაჟონვის ან შეფუთვის გაფუჭების შემთხვევაში, ასევე მძღოლის მიერ მოქმედი კანონმდებლობით მოთხოვნილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში. შესაბამისი საბუთით უნდა დასტურდებოდეს მძღოლის ცოდნის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა.

„შემსყიდველი“ პასუხს არ აგებს შედეგებზე, რაც წინამდებარე მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო შეიძლება დადგეს.

დატვირთვასა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს გასწევს „პრეტენდენტი“. ტვირთის მიწოდება, გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა უნდა მოხდეს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, სამუშაო დღეებში. ტვირთის მიწოდებამდე უნდა მოხდეს „შემსყიდველის“ ინფორმირება მიწოდების კონკრეტული თარიღისა და დროის შესახებ.

რეალურად მიწოდებული „პროდუქტის“ რაოდენობა უნდა ემთხვეოდეს შეკვეთაში მოთხოვნილ რაოდენობას. თუ „შემსყიდველთან“ წინასწარი შეთანხმების გარეშე, მოხდა ზედმეტი პროდუქტის მიწოდება, მთელი ტვირთის გადმოტვირთვა და მიღება არ იქნება გარანტირებული და მისი ნაწილი, რომელიც აჭარბებს მოთხოვნილ მოცულობას, შეიძლება დაუბრუნდეს „პრეტენდენტს“.

მიწოდებული „პროდუქტი“ აიწონება საბოლოო მიღებამდე. აწონვისა და მიღების სტანდარტები განისაზღვრება მხარეებს შორის დადებულ ხელშეკრულებაში. „პროდუქტის“ ღირებულების გადახდა განხორციელდება მიმღებ პუნქტში გადმოტვირთული და მიღებული კგ-ის მიხედვით, (ფასში შესული იქნება დატვირთვისა და ტრანსპორტირების ყველა ხარჯი).

თითოეულ მიწოდებას თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტები:

  • ორიგინალი ინვოისი (რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას „პროდუქტის“ სახელწოდების, კომერციული დასახელების, ხარისხის, რაოდენობის, ნეტო და ბრუტო წონების (ან ქარხნის ან საწყობის სასწორის ბილეთი) შესახებ, ასევე პროდუქტის HS კოდს (საბაჟო კოდი), მიმწოდებლის და/ან მწარმოებლის კომპანიის დასახელებასა და მისამართს, „შემსყიდველის“ კომპანიის დასახელებასა და პროდუქციის წარმოების თარიღს.
  • შეფუთვის ფურცელი - ე.წ. „packing list” (რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას „პროდუქტის“ სახელწოდების, კომერციული დასახელების, რაოდენობის, ნეტო და ბრუტო წონების {ან ქარხნის ან საწყობის სასწორის ბილეთი}, მიმწოდებლის ან/და მწარმოებლის კომპანიის სახელის და მისამართის და „შემსყიდველის“ კომპანიის დასახელების შესახებ)
  • EUR1 სერთიფიკატი
  • ანალიზის სერთიფიკატი
  • TDS სერთიფიკატი
  • MSDS სერთიფიკატი
  • CMR დოკუმენტი და საექსპორტო დეკლარაციის ასლი
  • მძღოლის მიერ ხელმოწერილი დეკლარაცია, სადაც დადასტურდება მძღოლის მიერ სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირების შესახებ მოქმედი დებულებებისა და რეგულაციების ცოდნა.

რომელიმე ზემოთხსენებული საბუთის არ წარმოდგენის შემთხვევაში, „შემსყიდველი“ უფლებამოსილია უკან გააბრუნოს ტვირთი.

სატრანსპორტო საშუალების მძღოლი შეასრულებს ქარხნის პერსონალის მითითებებს ობიექტის შიგნით გადმოტვირთვის წერტილამდე მარშრუტთან დაკავშირებით.

თუ გადმოტვირთვის ოპერაციის დასაწყისში „პროდუქტის“ ვიზუალური შემოწმების შედეგად წარმოიქმნება ეჭვი პროდუქტის რეალურ მახასიათებლებთან დაკავშირებით და დადგენილ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობა ეჭვქვეშ დადგა, „შემსყიდველი“ უფლებამოსილია პირდაპირ სატვირთო მანქანიდან აიღოს პროდუქტის ნიმუშები და ჩამოტვირთვის სამუშაო შეჩერდება მანამ, სანამ „პროდუქტის“ სპეციფიკაცია ლაბორატორიულად არ გადამოწმდება. სატრანსპორტო საშუალებისა და „პროდუქტის“ დროებითი იმობილიზაციის გამო დამდგარი ხარჯები არ ანაზღაურდება „შემსყიდველის“ მიერ. თუკი ლაბორატორიულად დადასტურდა „პროდუქტის“ შეუსაბამობა დადგენილ სტანდარტებთან, „შემსყიდველი“ უფლებამოსილი იქნება გააბრუნოს ტვირთი, ხოლო მიმწოდებელი პასუხისმგებელი იქნება ტვირთის უკან დაბრუნებსათან დაკავშირებულ ყველა ხარჯზე.

1.6 ანგარიშსწორების პირობები:

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით, „პროდუქტის“ ყოველი პარტიის მიწოდების  შემდეგ, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. უცხოური ვალუტის შემთხვევაში ანგარიშსწორება იწარმოება ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დღისთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად (ადგილობრივი კომპანიებისათვის).

1.7 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

„პრეტენდენტს“ უნდა გააჩნდეს მსგავსი „პროდუქტის“ რეალიზაციის გამოცდილება.

1.8 მოთხოვნა პროდუქტების ნიმუშების მიწოდებასა და პროდუქტის ვალიდაციის ტესტირების პროცესების შესახებ,როგორც სატენდერო პროცესის, ასევე საკონტრაქტო წლის განმავლობაში:

1.8.1 პროდუქტების ნიმუშების მიწოდება

“პრეტენდენტი: ვალდებულია უსასყიდლოდ მიაწოდოს “შემსყიდველს” შემოთავაზებული საქონლის ნიმუში ტესტირებისათვის - 1 კგ-ის ოდენობით, ნიმუშს თან უნდა ახლდეს შესაბამისი ანალიზის, TDS და MSDS სერტიფიკატები;

ერთ “პრეტენდენტს” უფლება აქვს ტენდერში წარმოადგინოს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული საქონლის რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი. თითოეულ შემოთავაზებულ პროდუქტზე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს 1 კგ-ის ოდენობით ნიმუში ტესტირებისთვის.

ნიმუშის წარმოდგენამდე „პრეტენდენტს“ უფლება აქვს მოსთხოვოს „შემსყიდველს“ ლამის ნიმუში. ლამის ნიმუშის გაგზავნის ხარჯებს ფარავს „შემსყიდველი“.

ნიმუშის იდენტიფიცირება და მიწოდების დეტალები:

 

  • ნიმუშების მიწოდება მოხდება მხოლოდ ქეთევან ჩხეიძესთან, თბილისში, GWP-ის სათავო ოფისში, მისამართზე: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის N10. საფოსტო ინდექსი 0179.
  • საკონტაქტო პირი: ქეთევან ჩხეიძე
  • საკონტაქტო ნომერი: +995 5 95 25 74 58
  • სატესტოდ მიწოდებულ თითოეულ ნიმუშს უნდა მიენიჭოს იდენტიფიცირებისათვის საჭირო კოდური დასახელება (რომელსაც „პრეტენდენტი“ მიანიჭებს თავად - შესაძლოა იყოს გარკვეული ციფრები), რომელიც დაფიქსირებული იქნება, როგოც მოწოდებულ ნიმუშზე ასევე ფასების ცხრილში, რომელსაც „პრეტენდენტი“ tenders.ge-ს საიტზე ატვირთავს.
  • ნიმუშების არევის თავიდან აცილების მიზნით, გთხოვთ, ჩადოთ ქაღალდი თითოეულ ნიმუშში, ან დააკრათ ზემოდან, სადაც დაწერთ თქვენი (პრეტენდენტის კომპანიის) სახელს, თქვენს მიერ მინიჭებულ კოდურ დასახელებას და პროდუქტის ორიგინალ დასახელება - რომელიც უნდა იყოს იდენტიფიცირებადი ანალიზის სერტიფიკატსა და MSDS-ში
  • ნიმუშები შეიძლება გაიგზავნოს ქეთევან ჩხეიძეს tenders.ge-ზე წინადადების ატვირთვამდე ან მის შემდეგ. მნიშვნელოვანია, რომ კოდური დასახელება, რომელსაც თქვენ მიანიჭებთ ნიმუშს, მითითებული იყოს ფასების ცხრილში.

1.8.2 პროდუქტის ვალიდაციის ტესტირება და პროდუქტის ხარისხის კონტროლი

  • მას შემდეგ, რაც „პრეტენდენტი“ შეარჩევს პოლიმერს, რომელსაც შესთავაზებს „შემსყიდველს“ ლამის ტესტირების შედეგების გათვალისწინებით ან მყიდველის მიერ მოწოდებული მოთხოვნების საფუძველზე, „პრეტენდენტი“ უზრუნველყოფს არჩეული პროდუქტის 1 კგ ნიმუშის „შემსყიდველისათვის“ მიწოდებას, რომელიც თავის მხრივ პროდუქტის ხარისხისა და ეფექტურობის დასადგენად ჩაატარებს ე.წ. Jar Test-ს.  
  • წარმატებულ „პრეტენდენტთან“ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ შესაძლოა საჭირო გახდეს მის მიერ სხვადასხვა ტიპის ტესტების ჩატარება:
  • ხელშეკრულების ვადის განმავლობაში, შესაძლებელია ჩატარდეს ლაბორატორიული ტესტები და მოხდეს ახალი „პროდუქტების“ ვალიდაცია, ყველაზე შესაფერისი „პროდუქტის“ განსაზღვრის მიზნით, პროცესის ეფექტურობის გაზრდისა და ხელშეკრულების ღირებულების ოპტიმიზაციის მიზნით.
  • პერიოდული ტესტირებები ჩატარდება მინიმუმ ორჯერ ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, როდესაც შეიცვლება გასაწმენდი წყლის მახასიათებლები, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს წარმოქმნილი ლამის მახასიათებლებზე და სტაბილიზაციის პროცესებზე. მაგალითად, თუ მოსალოდნელია სამრეწველო ნარჩენების რაოდენობის ზრდა ამა თუ იმ სეზონზე, გამწმენდი ნაგებობის ქარხნის მენეჯერი აცნობებს მიმწოდებელს მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ და დანიშნავს ტესტირებას როგორც ლაბორატორიულს, ასევე მანქანა-დანადგარებზეც.
  • მიწოდების პერიოდის განმავლობაში, „შემსყიდველს“ უფლება აქვს შეაგროვოს მიწოდებული პროდუქციის შემთხვევითი ნიმუშები და ჩაატაროს ლაბორატორიული ტესტები, რათა დაადასტუროს, რომ პროდუქციის ხარისხი შეესაბამება ხელშეკრულებაში შეთანხმებულ მონაცემებს.

1.9 „პრეტენდენტის“ მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ფასების ცხრილი; (დანართი N1); როგორ ექსელ ფორმატში, ასევე ხელმოწერილი ვარიანტი.
  • შემოთავაზებული „პროდუქტის“ (პროდუქტების) ანალიზის სერთიფიკატები სადაც სხვა სტანდარტულ მონაცემებთანერთად მოცემული იქნება ქვემოთ ჩამოთვლილი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრებით *
  • შემოთავაზებული „პროდუქტის“ (პროდუქტების) TDS სერთიფიკატი
  • შემოთავაზებული „პროდუქტის“ MSDS სერთიფიკატი
  • „პროდუქტის“ მწარმოებელი ქარხნის ISO ან (ანალოგი) სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემხვევაში);
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები
  • იმ შემთხვევაში თუ „პრეტენდენტი“ არ არის „პროდუქტის“ უშუალო მწარმოებელი, „პრეტენდენტმა“ უნდა წარმოადგინოს საქონლის მწარმოებელთან გაფორმებული ექსკლუზივის დამადასტურებელი ხელშეკრულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და/ან ექსკლუზიური წარმომადგენლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
  • „პრეტენდენტი“ კომპანიის სრული რეკვიზიტები;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად „პრეტენდენტმა“ წინამდებარე დოკუმენტი უნდა ამობეჭდოთ და ხელმოწერილი დაასკანეროს ან გაუკეთოს ელექტრონული ხელმოწერა.

* ფიზიკურ-ქიმიური სპეციფიკაციები, რომლის განსაზღვრაც აუცილებელია

  • შემადგენლობა
  • ფიზიკური ფორმა (იერსახე)
  • იონიურობა
  • ტენიანობა
  • მიახლოებითი მოჩვენებითი სიმკვრივე
  • პოლიაკრილამიდის ფაქტიური შემცველობა, % წონის მიხედვით
  • Მოლეკულური წონა
  • ნარჩენი მონომერი
  • უხსნადობა
  • ნარჩენი აკრილამიდი
  • გრანულომეტრია
  • წყალში დაშლის დრო 5გრ/ლ
  • ტრანსპორტირების, შენახვისა და დამუშავების პირობები
  • pH: ეფექტურია pH-ის რა დიაპაზონში და განზავების მნიშვნელობა 5 გ/ლ 25ºC-ზე
  • ბრუკფილდის ვისკომეტრით კონცენტრირებული ხსნარების სიბლანტე 1, 2,5 და 5 გრ/ლ
  • პროდუქტის სტაბილურობა (თვეები)
  • ტოქსიკოლოგიური მონაცემები

“პრეტენდენტს“ თავის შეხედულებისამებრ, შეუძლია წარმოადგინოს შეთავაზებული პროდუქტის მახასიათებლებზე (სიბლანტე და დეჰიდრატაცია) დამატებითი, საჭირო დოკუმენტაცია.

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული „პრეტენდენტის“ მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • „პრეტენდენტის“ მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

1.10 ხელშეკრულების გაფორმება:

გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდება წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული პირობებისა და „შემსყიდველის“ მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებების ნიმუშის შესაბამისად.

1.11 სხვა მოთხოვნა:

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის „პრეტენდენტი“ არ უნდა იყოს:
    -გაკოტრების პროცესში;
    -ლიკვიდაციის პროცესში;
    -საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში;
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი), ასევე დოლარსა და ევროში. ფასები უნდა მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ).
  • „პრეტენდენტის“ მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • „შემსყიდველი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.
  • „შემსყიდველი“ გამარჯვებულ კომპანიას გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ტენდერის ყველა მონაწილს. „შემსყიდველი“ არ არის ვალდებული „პრეტენდენტს“ მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
  • „შემსყიდველი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს „პრეტენდენტებისგან“ მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ „შემსყიდველი“არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას „შემსყიდველის“ მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი ან საკონტაქტო ინფორმაციაში მითითებული ელ ფოსტის მისამართი: kchkheidze@gwp.ge
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანია უნდა იყოს რეგისტრირებული ვებ-გვერდზე tenders.ge
  • ge-ზე ელექტრონული ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია იხილეთ დანართი N2-ში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 9 ნოემბერი, 14:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;  

საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი: ქეთევან ჩხიძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის N 10
ელ. ფოსტა: kchkheidze@gwp.ge
ტელ.: +(995 322) 931111 (1114); მობ: +995 595 25 74 58

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის N 10
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge  
ტელ.: +995 322 931111 (1145)

ტენდერის კატეგორია:

  • 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    28 სექტემბერი 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა