ჩაბარების ვადა:

12 ოქტომბერი 2023, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T19245 - ტენდერი საკანცელარიო პროდუქციის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „თეგეტა მოტორსი“ (ს/კ 202177205) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს საკანცელარიო პროდუქციის შესყიდვასთან დაკავშირებით ორ ლოტად:

  • ლოტი #1 - საკანცელარიო პროდუქცია - დეტალური სპეციფიკაცია იხილეთ დანართ #1-ის სახით.
  • ლოტი #2 – A4 ფორმატის ქსეროქსის ქაღალდი - დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართ #2-ის სახით. 

შპს „თეგეტა მოტორსი“ მუდმივად განვითარებასა და ხარისხზე ორიენტირებული ჰოლდინგური კომპანიაა, რომელმაც 28 წლიანი წარმატების გზა განვლო, დღეს კი, კორპორატიულ და საცალო მომხმარებელს ავტოპროდუქტებისა და ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს სთავაზობს და ლიდერია საავტომობილო მომსახურების დარგში. ამ ხნის განმავლობაში, არაერთხელ მიიღო „ოქროს ბრენდის“ სტატუსი და „წლის კომპანიის“ აღიარება. ასეთივე წარმატებით, კომპანია წარმოდგენილია ამიერკავკასიის ბაზარზე.

განსაკუთრებული პირობა: ტენდერში მონაწილე კომპანიებმა წარმოადგინეთ ნიმუშები ტენდერის დასრულებამდე. ნიმუშები წარმოსადგენია A4 ფორმატის ქაღალდზე და კონკრეტულ პოზიციებზე, რაც მონიშნულია ყვითლად დანართი N1-ში.

1. საქონლის/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • შესასყიდი საკანცელარიო პროდუქციის საორიენტაციო რაოდენობა 12 თვის ჭრილში წარმოდგენილია დანართი N1-ის და დანართი N2-ის სახით;
  • საკანცელარიო პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლები მოცემულია დანართ N1-სადა დანართ N2-ში;

შენიშვნა: შემსყიდველი უფლებას იტოვებს ტენდერის მსვლელობის პროცესში, საჭიროებისამებრ, შეცვალოს შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები და წლიური რაოდენობა, რის შესახებ ეცნობება ტენდერში მონაწილე კომპანიებს.

2. განფასების მოთხოვნის პირობები:

  • ფასების მოწოდება ხდება დანართი №1-ის და დანართი N2-ის მიხედვით (დოკუმენტი ატვირთეთ როგორც ექსელის ფაილის სახით, ასევე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ბეჭდით დამოწმებული, დასკანერებული ვერსია);
  • წინადადებაში მითითებული ფასი უნდა იყოს მოცემული ყველა გადასახადის გათვალისწინებით (მათ შორის ტრანსპორტირება და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისიწნებულიგადასახადები);

3. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ფორმა და ადგილი:

  • ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შეკვეთიდან 2 სამუშაო დღეში უნდა მოახდინოს მოწოდება, შემდეგ მისამართზე : დავით აღმაშენებლის ხეივანი #129;
  • შეკვეთის განხორციელება მოხდება პერიოდულად, დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად;

4. ანგარიშსწორების პირობა:

  • თეგეტა მოტორსი - ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმებს 1 წლიან ხელშეკრულებას ტენდერში წარმოდგენილი წინადადების შესაბამისად;
  • სატენდერო წინადადებაში წარმოდგენილი შემოთავაზებული ტარიფი უნდა იყოს უცვლელი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში;
  • ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით მიღბა-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და ანგარიშ-ფაქტურის დადასტურებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში;

5. გამარჯვებულის გამოვლენა:

  • ტენდერით დაინტერესებულმა კომპანიებმა წინადადებები უნდა წარადგინონ შესყიდვების ელექტრონული პლატფორმის საშუალებით;
  • სატენდერო კომიტეტი განიხილავს ელ. პლატფორმის საშუალებით წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულ კომპანის გამოავლენს ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
    -შემოთავაზებული პროდუქციის ფასი - 50 ქულა;
    -შემოთავაზებული პროდუქციის/ წარმოდგენილი ნიმუშის ხარისხი - 40 ქულა;
    -კომპანიის გამოცდილება/პროფაილი - 10 ქულა;

შენიშვნა: შემსყიდველი არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

6. პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ პორტალზე ასატვირთი დოკუმენტაცია:

  • განფასება/ღირებულება (დანართი #1-ის და დანართი #2-ის მიხედვით), როგორც ხელმოწერილი სკანირებული, ასევე ექსელის ფორმატით;
  • კომპანიის გამოცდილება/პროფაილი;
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
  • სარეკომენდაციო წერილები;

7. დამატებითი ინფორმაცია:

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
    -გაკოტრების პროცესში;
    -ლიკვიდაციის პროცესში;
    -საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში;
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში;
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული;
  • შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით;
  • შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება ტენდერის მსვლელობის პერიოდში;
  • ნიმუშები უნდა იყოს მოწოდებული დახურულ ყუთში, ზემოდან პრეტენდენტი კომპანიის სახელწოდებით შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N129.. ტენდერის დასრულების შემდეგ, პრეტენდენტების მოთხოვნის შესაბამისად, ნიმუშები დაუბრუნდება ტენდერში მონაწილე კომპანიებს;

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 12 ოქტომბერი, 18:00 საათი.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო პირი:
მარიამ ერისთავი,
ტელ: 591717915
m.eristavi@tegetamotors.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    6 ოქტომბერი 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა