ჩაბარების ვადა:

18 ოქტომბერი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T19268 - ტენდერი სამუშაო ხელთათმანის (ხაოიანი ლატექსით) შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ორი ნაბიჯი“ გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ მზად არის შეისყიდოს ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან სამუშაო ხელთათმანი ხაოიანი ლატექსით.

გთხოვთ იხილოთ დანართი N1, სადაც წარმოდგენილი ფასები უნდა იყოს მითითებული ლარში დღგ-ს ჩათვლით.

ტენდერში მონაწილე კომპანიებმა საჭიროა წარადგინონ ხელთათმანის ნიმუში ტენდერის დასრულებამდე შემდეგ მისამართზე: 2 ნაბიჯი, ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39-41, თბილისი, 0113, საქართველო.

შემოთავაზებასთან ერთად გთხოვთ მოგვაწოდოთ მისამართები, ანუ მომსახურების წერტილები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით.

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, შესაბამისი შემოთავაზება, ტენდერშ მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ დალუქული კონვერტით, ან გადმოაგზავნონ მეილზე tenders@orinabiji.ge 2023 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით ქვემოთ მითითებულ მისამართზე.

  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება: 2023 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით
  • განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში: 10 საათიდან 18 საათამდე 

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

  • კომპანიის სრული დასახელება
  • საკონტაქტო პირის სახელი და გვარი
  • მისამართი
  • ტელეფონი
  • საბანკო რეკვიზიტები
  • თანდართული ჩამონათვალის მიხედვით, პროდუქციის დასახელება, სპეციფიკაცია, ერთეულის ფასი დღგ-ს ჩათვლით
  • მიწოდების ვადა და პირობები
  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია
  • ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება
  • ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ
  • ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი და საკონტაქტო ინფორმაცია (სასურველია რეკომენდატორების მითითება

რეკვიზიტები:
ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: საკონტაქტო პირი: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი:  მარიამ ხუციშვილი

საკონტაქტო ნომერი: +995 595 231 214
ელ.ფოსტა: Mariam.khutsishvili@orinabiji.ge
მისამართი: 2 ნაბიჯი, ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39-41, თბილისი, 0113, საქართველო

შენიშვნები:

  • შპს ,,ორი ნაბიჯი“ უფლებას იტოვებს მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ
  • შპს ,,ორი ნაბიჯი“ გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით
  • თუ პრედენდენტს არ შეუძლია გარკვეული ნაწილისა თუ სერვისის მოწოდება შეუძლია გამოტოვოს გრაფა

ტენდერის კატეგორია:

  • 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
  • 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები