
15 დეკემბერი 2016, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT1928 - ტენდერი ტაქსით მომსახურების კომპანიის შერჩევაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საგა იმპექსი“ წარმოდგენილია ბაზარზე, როგორც მაღაზიათა ქსელი ”საგა”, რომელიც მომხმარებელს გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია და ცხელი წყლის სისტემების ყველაზე ფართო არჩევანს სთავაზობს.
„საგა“-ს ისტორია 1994 წელს დაიწყო. მომსახურებისა და პროდუქციის მაღალი ხარისხით „საგა“-მ ლიდერი კომპანიის სტატუსი დაიმსახურა გათბობა-გაგრილების სფეროებში.
მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილი პროდუქცია მომხარებლის ყველა სეგმენტს აკმაყოფილებს. კომპანია საქართველოში ისეთი ცნობილი ბრენდების ოფიციალური დილერია, როგორებიცაა იტალიური- ARISTON, EMMETI, DAB, ფრანგული- ATLANTIC, არგენტინული-LONGVIE, თურქული- DEMIRDOKUM და სხვ. პარტნიორების და მომწოდებლების სია დღეისთვის 40–ზე მეტ კომპანიას აერთიანებს.
შპს „საგა იმპექსი“ აცხადებს ტენდერს: ტაქსით მომსახურების კომპანიის შერჩევაზე.
ხელშეკრულება დაიდება 1 წლის ვადით.
ტენდერის პირობები და მოთხოვნები:
აუცილებელი პირობა:
- ავტომობილი უნდა იყოს აღჭურვილი მრიცხველით;
- ავტომობილის საწვავის ტიპი უნდა იყოს: დიზელი ან ბენზინი, გაზზე მომუშავე მანქანები არ განიხილება;
- უნდა უზრუნველყოს მგზავრების უსაფრთხო და კომფორტული გადაყვანა;
- ავტომობილი უნდა იყოს გამართულ ტექნიკურ და სანიტარულ მდგომარეობაში;
კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- მომსახურების კორპორატიული ტარიფი თბილისში (1 კილომეტრის ფასი დღგ-ს ჩათვლით)
- მომსახურების ტარიფი რეგიონში (1 კილომეტრის ფასი დღგ-ს ჩათვლით)
- აეროპორტში დახვედრა-გაცილების ტარიფი
- დალოდების ტარიფი (1 წუთის ღირებულება დღგ-ს ჩათვლით).
ტენდერის ჩაბარების პირობები:
გთხოვთ, ტენდერის მასალები მოგვაწოდოთ დალუქული კონვერტით მისამართზე: თბილისი, ბელიაშვილის ქ.N145, მე-2 სართული, შპს "საგა იმპექსი"-ს სათავო ოფისი.
კონვერტზე უნდა მიუთითოთ მონაწილე კომპანიის სახელწოდება, ასევე, ტენდერის სახელწოდება.
შემოთავაზების შემოტანა შესაძლებელია ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 10:00-დან 18:00-მდე.
შემოთავაზების შემოტანის საბოლოო ვადა 2016 წლის 15 დეკემბერი 18:00 საათი.
დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ. ფოსტის მისამართზე: n.gabelia@saga.ge ; info@saga.ge