ჩაბარების ვადა:

24 ოქტომბერი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T19329 - ფასთა გამოკითხვა სატვირთო ავტომობილების მომსახურებაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

შპს „ორი ნაბიჯი“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ მზად არის შეისყიდოს შემდეგი ტიპის მომსახურება სატვირთოებისთვის:

  • სატვირთოს სავალი ნაწილების სერვისი
  • სატვირთოს ელექტროობის სერვისი
  • სატვირთოს ძრავის სერვისი
  • სატვირთოს გადაცემათა კოლოფის სერვისი
  • სატვირთოს ლიფტის სერვისი
  • სატვირთოს ყუთის (ბოქსის) სერვისი/აღდგენა
  • სათუნუქე სამუშაოების სერვისი
  • სამღებრო სამუშაოების სერვისი

შპს „ორი ნაბიჯი“ ამჟამად ფლობს შემდეგი მარკის სატვირთოებს:

  • Mercedes-Benz Actros
  • Mercedes-Benz Atego
  • Mercedes-Benz Axor
  • Mitsubishi Fuso Canter
  • Hino 916 300

შპს "ორი ნაბიჯი" პირველი კომპანიაა პროდუქტების საცალო გაყიდვების სფეროში, რომელმაც უბნის მაღაზიის ფორმატით დაიწყო ოპერირება 2009 წელს. 2010 წელს გაიხსნა ჩვენი პირველი მაღაზია დიდუბეში, ხოლო აქტიური განვითარება დაიწყო 2011 წლის მეორე ნახევრიდან და დღემდე გრძელდება. ამჟამად კომპანია ფლობს 430-ზე მეტ მაღაზიას საქართველოს მასშტაბით რომელსაც ემსახურება შპს „ორი ნაბიჯის“ კუთვნილი ავტოპარკი. ავტოპარკში ამჟამად ექსპლუატაციაში ჩაშვებული არის 50-ზე მეტი სატვირთო, რომლის რაოდენობა დღითიდღე იზრდება.

ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობისთვის მზაობისთვის გთხოვთ დააფიქსირეთ თქვენი წერილი მეილზე: Tenders@orinabiji.ge

გთხოვთ გაითვალისწინეთ რომ შემოთავაზებები მიიღება როგორც, ზემოთ აღნიშნული სერვისებისთვის სრულად, ისე ნაწილობრივ.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით.

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, შესაბამისი შემოთავაზება, ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ დალუქული კონვერტით, ან გადმოაგზავნონ მეილზე  tenders@orinabiji.ge 2023 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით ქვემოთ მითითებულ მისამართზე. 

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება - 2023 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით
განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში - 10 საათიდან 18 საათამდე

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

  • კომპანიის სრული დასახელება
  • საკონტაქტო პირის სახელი და გვარი
  • მისამართი
  • ტელეფონი 

რეკვიზიტები:

ფასთა გამოკითხვაზე ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი: გიორგი ახალაია
ტელეფონი: +995 591 967 410
E-mail: giorgi.akhalaia@orinabiji.ge
მისამართი: 2 ნაბიჯი, ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39-41, თბილისი, 0113, საქართველო

შენიშვნები:

  • შპს ,,ორი ნაბიჯი“ უფლებას იტოვებს მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ
  • შპს ,,ორი ნაბიჯი“ გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით
  • თუ პრედენდენტს არ შეუძლია გარკვეული ნაწილისა თუ სერვისის მოწოდება შეუძლია გამოტოვოს გრაფა

ტენდერის კატეგორია:

  • 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები
  • 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები

დოკუმენტაცია