ჩაბარების ვადა:

19 ოქტომბერი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T19347 - ტენდერი კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „სილქნეტი“ გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ ცხადდება ტენდერი შემდეგი დასახელების და რაოდენობის კომპიუტერული ტექნიკის  შესყიდვაზე:

დასახელება
მონაცემები
რ-ბა
მისაღები ბრენდები
ბრენდ სისტემური ბლოკი
პროცესორ - intel Core i5, არანაკლებ 12 თაობა ან AMD Ryzen 7
არანაკლებ მე-5 გენერაცია;
ოპერატიული მეხსიერება - მინიმუმ 16GB;
მყარი დისკი - 256 GB SSD; ინტერფეისი:
1 x HDMI, 4 x USB 2.0, 1 x VGA Port, 4 x USB 3.2, ყურსასმენი/მიკროფონი, 1 x RJ-45 (გარანტია - 3 წელი)
80
მისაღებია ნებისმიერი ბრენდი
მონიტორი

ეკრანის ზომა : 24"; მონიტორის ტიპი : LED ეკრანის ტიპი : FHD; მატრიცა: ips განახლების სიხშირე : 75 hz; ინტერფეისი: 1 x HDMI, 1 x VGA Port, (გარანტია - 2 წელი)

80
მისაღებია ნებისმიერი ბრენდი
ლეპტოპი
Lenovo ThinkPad E14 G4 T / პროცესორ-intel Core i5, არანაკლებ 12 თაობა ან AMD Ryzen 7 არანაკლებ მე-5 გენერაცია/ მყარი დისკი - 1TB SSD/ ოპერატიული მეხსიერება 16GB RAM/ ეკრანის ზომა - 14"(გარანტია - 3 წელი)
30
LENOVO


წინადადება უნდა მოიცავდეს ფასებს ლარში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის, მათ შორის  დღგ-ს ჩათვლით, მოწოდების ვადებს, საგარანტიო და გადახდის პირობებს.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით.

დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადება,  საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ დალუქული კონვერტით 2023 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით (18:00 საათი) ქვემოთ მითითებულ მისამართზე. 

ტენდერის ნომერი: 2023/26
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება: 2023 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით
განაცხადების მიღება  ხორციელდება სამუშაო დღეებში: 10 საათიდან 18 საათამდე

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • კომპანიის კლიენტების სია და სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 3 კომპანიის);

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:

  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან,  რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
  • ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ;

ს.ს. ,,სილქნეტი“ უფლებას იტოვებს მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ;

ს.ს. ,,სილქნეტი“  გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;

რეკვიზიტები:

ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი: მიხეილ იაშაღაშვილი
რელეფონი: +995 593 903233
E-mail:  tenders@silknet.com. miashaghashvili@silknet.com
მისამართი: ქ. თბილისი, ჰეიდარ ალიევის სანაპირო 7

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები