ჩაბარების ვადა:

18 ოქტომბერი 2023, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T19354 - ტენდერი MDF-ის კარების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ყაზბეგის 47“ აცხადებს ტენდერს  ქ. თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე შენობა-ნაგებობის საჭიროებისთვის MDF-ის კარების შესყიდვაზე (#12/10-Kazbegi47-23).

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • შესასყიდი მასალების ფასების ცხრილის შევსებული ფორმა; (დანართი N1);
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;

მისამართი:

  • ქ. თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი N47

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
  • კომპანიის გამოცდილების არსებობის დადასტურება ანალოგიურ სამუშაოებზე (არანაკლებ 1 წელი);

აუცილებელი პირობები:

  • შესასყიდ მასალებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ ტექნიკური მახასიათებლების დოკუმენტები, რომელიც თან ერთვის სატენდერო დოკუმენტაციას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს (დანართი N2);
  • შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, გაზაფხულის ქ. #18. კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - „ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი N47-ში მდებარე შენობა-ნაგებობის საჭიროებისთვის MDF-ის კარების შესყიდვა“ და ნომერი - #12/10-Kazbegi47-23, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია. ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: გიორგი გიორგობიანი; ტელ: 577 64 00 74
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 18 ოქტომბერი, 17:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;

შენიშვნა: სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს მონტაჟით.

საკონტაქტო ინფორმაცია:

გიორგი გიორგობიანი 
ტელ: 577 64 00 74
ელ. ფოსტა: ggiorgobiani@gig.ge

შესასყიდი მასალის სპეციფიკასთან დაკავშირებით:
გიორგი ძიძიკაშვილი,
ტელ: 555 19 21 25

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
შალვა მჭედლიძეს,
ტელ: 577 59 59 38

ტენდერის კატეგორია:

  • 44200000 სტრუქტურული მასალები
  • 39100000 ავეჯი