ჩაბარების ვადა:

18 ოქტომბერი 2023, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T19355 - ტენდერი დაბა მანგლისში მდებარე შენობა-ნაგებობის საჭიროებისთვის MDF-ის კარების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ევროპული სკოლა“ აცხადებს ტენდერს დაბა მანგლისში მდებარე შენობა-ნაგებობის საჭიროებისთვის MDF-ის კარების შესყიდვაზე. #12/10-Manglisi-23

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • შესასყიდი მასალების ფასების ცხრილის შევსებული ფორმა; (დანართი N1)
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ:
  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.

მისამართი:

  • დაბა მანგლისი, დიდგორის ქუჩა N1

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
  • კომპანიის გამოცდილების არსებობის დადასტურება ანალოგიურ სამუშაოებზე (არანაკლებ 1 წელი)

აუცილებელი პირობები:

  • შესასყიდ მასალებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ ტექნიკური მახასიათებლების დოკუმენტები, რომელიც თან ერთვის სატენდერო დოკუმენტაციას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს (დანართი N2).
  • შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, გაზაფხულის ქ. #18. კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - „დაბა მანგლისში მდებარე შენობა-ნაგებობის საჭიროებისთვის MDF-ის კარების შესყიდვა“ და ნომერი - #12/10-Manglisi-23, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია. ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: გიორგი გიორგობიანი; ტელ: 577 64 00 74

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • შესასყიდი მასალის სპეციფიკაციებთან დაკავშირებით:  კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენ კოლეგას ბატონ გიორგი ძიძიკაშვილს, ტელ: 555 19 21 25
  • სხვა ტექნიკურ საკითხებზე კითხვების შემთხვევაში - ბატონ შალვა მჭედლიძეს, ტელ: 577 59 59 38


სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 18 ოქტომბერი, 17:00 სთ;
შეთავაზების ვალუტა: ლარი

შენიშვნა: სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს მონტაჟით.

ტენდერის კატეგორია:

  • 44200000 სტრუქტურული მასალები
  • 39100000 ავეჯი