ჩაბარების ვადა:

23 ოქტომბერი 2023, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T19377 - ტენდერი სარემონტო სამუშაოებისათვის საჭირო მომსახურების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: პაშა ბანკი საქართველო
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 23 ოქტომბერი 2023 დრო 15:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება: შეიცვალა დანართი ,,ბათუმი ხარჯთაღრიცხვა".

ტენდერის აღწერილობა:

სს „პაშა ბანკი საქართველო“ აცხადებს ღია ტენდერს: -რე ბანკის ფილიალის სარემონტო სამუშაოებისათვის საჭირო მომსახურების შესყიდვის შესახებ. 

ჩვენ შესახებ: პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებსაზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდეტის გამოცდილება აღნიშნულ სფეროში უნდა აღემატებოდეს 3 წელს.
  • ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა/პრეტენდენტებმა უნდა გამოაგზავნონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

აუცილებელია პრედენტენტებამ წინადადებასთან ერთად წარმოადგინო შემდეგი სახისდოკუმენტაცია:

  • ხელმოწერილი კონფიდენციალურობის შეთანხმება (NDA, თანდართულია,დანართი N3).
  • ხელმოწერილი დანართი #2 და #3 (თანდართულია).
  • სატენდერო წინადადება ქართულ ენაზე (მომსახურების ტარიფები, პირობები,გადახდის სქემა).
  • სარეკომენდაციაო წერილები (სასურველია 3, ბოლო 1 წლის გაცემული).
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ.
  • ხელშეკრულების სამუშაო ვერსია (დრაფტი).
  • NDA-თანდართული კონტრაქტი,

ტენდერი წარმოდგენილი:

  • სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიზნით, დანართის სახით მოწოდებული ხარჯთაღრიცხვა პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ დათქმულ ვადაში.
  • გთხოვთ მონაწილე კომპანიამ გაითვალისწინოს, სარემონტო სამუშეობი უნდა დაიწყოს 28 ოქტომბრიდან.
  • სარემონტო სამუშაოები ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქუჩაN126/128.
  • გასარემონტებელი ობიექტის საერთო ფართი შეადგენს 158.77მ2.
  • შესასრულებული სამუშაო მოიცავს: ოფისის ინტერიერის (კედლების, ტიხრების, იატაკების,ჭერის,კიბეების და ა.შ.) სარემონტო-მოსაპირკეთებულ სამუშაოებს, ელექტრო სამონტაჟო სამუშაოებს, სალაროს კვანძის მოწყობას საქართველოს ეროვნული ბანკისა და უსაფრთხოებისსაერთო ნორმებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
  • სამუშაოს შესრულების ვადა: 45 დღე - ხელშეკრულების ძალაში შესვლის მომენტიდან.

გადახდის პირობები:

  • ყოველთვიურად უნაღდო ანგარიშსწორებით სამუშაოსშესრულების ფაქტის მიხედვით, კილიენტის მიერ წინასწარ წარმოდგენილ რეკვიზიტებზე.
  • სატენდერო შემოთავაზება და ტენდერთან დაკავშირებული კომუნიკაცია უნდა გამოიგზავნოსელ-ფოსტაზე: tenders@pashabank.ge
  • სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა ერთი მომწოდებელი, და გაფორმდება ხელშეკრულება.

შეფასების კრიტერიუმებია:

  • პრეტენდენტის კვალიფიკაცია.
  • შემოთავაზებული ფასი.
  • პირობები.

სატენდერო წინადადების მიწოდების პირობები:

  • წარმოსადგენი საბუთების და წინადადებების ვადა: 23 ოქტომბერი, 2023წ. 15:00 საათი;
  • ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვისსაჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზებისმოსამზადებლად.
  • პრეტენდენტი პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერის მსვლელობის დროს ასევე მისი დასრულების შემდეგ.

შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიცარასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია. 

დამატებითი ინფორმაცია საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდით:
ანა ქავთარაძე
შესყიდვების განყოფილება „პაშა ბანკი საქართველო“
მობ.: +995 599 17 30 25
ტელ.: + 995 322 265 000
ელ-ფოსტა: tenders@pashabank.ge 

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
შეკითხვები