ჩაბარების ვადა:

10 ნოემბერი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T19454 - ტენდერი ობიექტის კვებით მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპსჯი-თი მოტორს აცხადებს ღია ტენდერს ობიექტის კვებით მომსახურებაზე გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის.

პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ობიექტის ტერიტორიაზე არსებულ ფართებში კაფის გამართული ფუნქციონირება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-18:00 საათებში, შაბათს - 10:00 – 16:00.

მომსახურების გაწევის ადგილი:

ქალაქი თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი N163, შპს „ჯი-თი მოტორს“, Ford-ის შოურუმი და სერვის ცენტრი.

წარმოსადგენი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • კომპანიის დასახელება (საიდენტიფიკაციო მონაცემები), მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია;
  • მენიუ და ფასების ცხრილი; 
  • კომპანიის საქმიანობის ისტორია (მოკლე აღწერილობა, გამოცდილება, კლიენტების სია, ა.შ.).

სატენდერო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  • მომსახურების ფასი და ხარისხი, მენიუს მრავალფეროვნება;
  • შესაბამისი საქმიანობის გამოცდილება.

გამარჯვებულის გამოვლენამდე პრეტენდენტს შეიძლება ეთხოვოს დეგუსტაციის მოწყობა ობიექტის ტერიტორიაზე, თავისივე ხარჯით.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება შემდეგი პირობებით:

  • საიჯარო ფართი ნულოვან და პირველ სართულზე - შესაბამისად 100 და 125 კვ.მ. (სამზარეულო ზონა ნულოვან სართულზე, ზედა კაფესთან დამაკავშირებელი ლიფტით).
  • კომუნალური ხარჯი - ნულოვანი;
  • საიჯარო ქირა - 400 ლარი თვეში დღგ-ის ჩათვლით;
  • ობიქტებზე განთავსებული ინვენტარის გამოყენების უფლება;
  • კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა - 250 ადამიანი;
  • ვიზიტორების რაოდენობა დღეში - დაახლოებით 150 მომხმარებელი;
  • შესაძლებელია კონკრეტული რაოდენობის გარანტირებული კლიენტების საკითხის განხილვაც, თუკი შემოთავაზებულ იქნება სპეც. მენიუ სპეც. ფასად.

სატენდერო შეთავაზება მიიღება: 10.11.2023 18:00 საათამდე შემდეგ ელფოსტის მისამართზე: n.kurtanidze@gtmotors.ge t.beradze@gtmotors.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 55300000 რესტორნებისა და კვების საწარმოების მომსახურეობები
  • 55500000 სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება