ჩაბარების ვადა:

3 ნოემბერი 2023, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T19467 - ფასთა გამოკითხვა კირქვის ტრანსპორტირებაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

კომპანია ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას კირქვის ტრანსპორტირებაზე რამდენიმე მიმართულებით. ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ კასპის ქარხნისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის მოთხოვნილი მიმართულებების, რაოდენობებისა და გრაფიკის შესაბამისად. ტენდერის შედეგად მოხდება მინიმუმ 3 კომპანიის შერჩევა, რომლებზეც მოხდება ქვემოთ მოცემული წლიური რაოდენობის გადანაწილება:

სავალდებულო მოთხოვნები:

  • ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ ლოგისტიკის დეპარტამენტისა და კასპის ქარხნის მოთხოვნის შესაბამისად მოახდინოს შესაბამისი რაოდენობის ნედლეულის ტრანსპორტირება, შემდეგ მიმართულებებზე:
    -სასხორის კარიერი-კასპის ქარხანა
    -სასხორის კარიერი-კავთისხევის სამსხვრეველა
    -კავთისხევის სამსხვრეველა-კასპის ქარხანა
    -სოფ წინარეხი, ,,კატაულას“ კარიერი-კასპის ქარხანა
    -სოფ წინარეხი, ,,კატაულას“ კარიერი-კავთისხევის სამსხვრეველა
  • სასხორი-კასპის გზა შედგება 17 კილომეტრიანი მონაკვეთისგან, რომლიდანაც 5 კილომეტრიანი მონაკვეთი ასფალტ-ბეტონირებულია, ხოლო დარჩენილი 12 კილომეტრი არის კარიერულ-გრუნტოვანი. სახელშეკრულებო პერიოდის განმავლობაში, კონტრაქტორი კომპანიები ვალდებულნი იქნებიან, კასპის ქარხნის მითითებით და ერთმანეთში ურთიერთშეთანხმებით უზრუნველყონ აღნიშნული გზის მოვლა პატრონობა (ღორღის შესყიდვა და პერიოდული მოსწორება გრეიდერის, სატკეპნის და სხვა ტექნიკის გამოყენებით).
  • ავტომობილები უნდა დაიტვირთონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ავტომობილების ტვირთამწეობის შესაბამისად.
  • კომპანიას უნდა ჰყავდეს შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის მენეჯერი.
  • პრეტედენტ კომპანიას უნდა ჰყავდეს მფლობელობაში ან/და ლიზინგით ე.წ. „ზედადგმული“ საკარიერო თვითმცლელი მანქანები, მინიმუმ 12 ერთეული. გთხოვთ, ატვირთოთ ავტომობილების ტექ.პასპორტები და ტექდათვალიერების აქტები. ლიზინიგის შემთხვევაში გთხოვთ ასევე ატვირთოთ შესაბამისი კონტრაქტი.
  • სატვირთო ავტომობილები აღჭურვილი უნდა იყოს ჯიპიეს მოწყობილობებით, დამქირავებლის მიერ მოთხოვნილი შესაბამის ჯიპიეს კომპანიაში.
  • კომპანიას უნდა გააჩნდეს ანალოგიური საქმიანობის დამადასტურებელი მინიმუმ 2 წლიანი საბუთი. (შესაბამისი კონტრაქტი ან/და რეკომენდაცია უნდა იქნეს წარმოდგენილი)
  • ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს მინიმუმ 3 (სამი) მილიონიანი წლიური საბანკო ბრუნვა. გთხოვთ, ატვირთოთ შესაბამისი წერილი ან ბრუნვის დამადასტურებელი საბუთი მომსახურე ბანკიდან.
  • ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმების დროს, კომპანია ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ იტოვებს უფლებას მოითხოვს, გადასაზიდი წილის, შესაბამის საბანკო გარანტია, სავალდებულო გადასაზიდ რაოდენობაზე.
  • გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გადაზიდვები შესაძლებელია განხორციელდეს, 24 საათიან რეჟიმში და ასევე, დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში, ამიტომ, გთხოვთ უზრუნველყოთ მძღოლების მუშაობის გრაფიკი კანონმდებლობის შესაბამისად.

მოთხოვნები მძღოლის მიმართ:

  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სატვირთოს მართვაში.
  • სავალდებულო ინდ დაცვის გამოყენება კომპანიის ტერიტორიაზე: სპეც ფეხსაცმელები, მაღალიგარჩევადობის სპეც ტანსაცმელი, ჩაფხუტი, სპეც სათვალე.

მოთხოვნები ა/ტრანსპორტის მიმართ:

  • ტექნიკური დათვალიერების მოქმედი საბუთი
  • არ უნდა აღენიშნებოდეს სითხეების ჟონვა
  • გამართული საბურავები
  • გამართული გვერდითი და წინა სარკეები
  • უკანა სვლის ხმოვანი სიგნალი
  • უსაფრთხოების ღვედი
  • უსაფრთხოების ბალიშები
  • ცეცხლმაქრი ა/ტრანსპორტში
  • პირველადი დახმარების სამედიცინო ყუთი ა/ტრანსპორტში
  • გამაფრთხილებელი სამკუთხედი
  • გამართული სიგნალი
  • გამართული განათება
  • გამართული მუხრუჭები
  • გამართული მუხრუჭები
  • გამართული თვითმცლელი სისტემა
  • გამართული გადასაფარებელი ტენტის სისტემა (მოთხოვნის შესაბამისად გამოყენება)

აუცილებელი გამწევი იყოს 2010 წლის ზემოთ.

მანქანა უნდა ირეცხებოდეს სისტემატიურად, მინიმუმ თვეში 3ჯერ. მანქანა უნდა იყოს ვიზუალურად მოწესრიგებულ მდგომარეობაში.

  • წარმოადგინეთ მძღოლების შესაბამისი მართვის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტები
  • წარმოადგინეთ სატვირთო თვითმცლელის მინიმუმ 2 ფოტოსურათი, სადაც მკაფიოდ გამოჩნდება ავტომობილის კაბინისა და ძარის ვიზუალი
  • აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით და შპს ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ შიდა პროცედურებით გათვალისწინებული ყველა კანონი, რეგულაცია და პროცედურა ნედლეულის გადაზიდვასა და გარემოზე ზემოქმედებასთან მიმართებაში
  • პრედენდენტი კომპანია ვალდებულია მონაწილეობის მიღებამდე, ეწვიოს კარიერს, დაათვალიეროს გზა და გაეცნოს მუშაობის სპეციფიკას

კომერციული ნაწილი:

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მთელი მომავალი წლის განმავლობაში გადასაზიდი რაოდენობა გადანაწილდება თვეებზე და გადაზიდვა მოხდება მოთხოვნის შესაბამისად. წლიური საშუალო/სავარაუდო რაოდენობა მიმართულებების მიხედვით შეადგენს:

  • სასხორის კარიერი-კასპის ქარხანა 1,530,000 ტონა
  • სასხორის კარიერი-კავთისხევის სამსხვრეველა 60,000 ტონა
  • კავთისხევის სამსხვრეველა-კასპის ქარხანა 70,000 ტონა
  • სოფ წინარეხი, კატაულას“ კარიერი-კასპის ქარხანა 305,000 ტონა
  • სოფ წინარეხი, კატაულას“ კარიერი-კავთისხევის სამსხვრეველა 10,000 ტონა

გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი ფასი:

  • სასხორის კარიერი-კასპის ქარხანა (1 ტონა ნედლეულის გადაზიდვა, ფასი დღგ-ს გარეშე)
  • სასხორის კარიერი-კავთსიხევის სამსხვრეველა (1 ტონა ნედლეულის გადაზიდვა, ფასი დღგ-ს გარეშე)
  • კავთისხევის სამსხვრეველა-კასპის ქარხანა (1 ტონა ნედლეულის გადაზიდვა, ფასი დღგ-ს გარეშე)
  • სოფ წინარეხი, კატაულას“ კარიერი-კასპის ქარხანა (1 ტონა ნედლეულის გადაზიდვა, ფასი დღგ-ს გარეშე)
  • სოფ წინარეხი, კატაულას“ კარიერი-კავთისხევის სამსხვრეველა (1 ტონა ნედლეულის გადაზიდვა, ფასი დღგ-ს გარეშე)

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა წინადადება უნდა წარადგინონ ელ.ფოსტის მისამართზე : George.lobjanidze@heidelbergcement.ge ამის შემდეგ  თქვენ მოგიწვევთ კომპანიის შიდა ტენდერზე, რის შემდეგაც შეძლებთ თქვენი შეთავაზების დაფიქსირებას.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულ ტენდერზე კომუნიკაცია მოხდება მხოლოდ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

ასევე, გთხოვთ, დაიჭიროთ თადარიგი, რათა დროულად გადაერთოთ კომპანიის შიდა პლატფორმის ტენდერზე.

ტენდერი კომპანიის შიდა პლატფორმაზე სრულდება: 03.11.2023  12:00 საათი

საკონტაქტო ინფორმაცია:
George.lobjanidze@heidelbergcement.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 44900000 სამშენებლო ქვა, კირქვა, თაბაშირი და ასპიდური ფიქალი

დოკუმენტაცია