ჩაბარების ვადა:

31 ოქტომბერი 2023, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T19471 - ტენდერი ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“, მის შვილობილ/დაკავშირებულ კომპანიებთან ერთად, გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ მზად არის შეისყიდოს ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურება.

  • დასაზღვევ პირთა რაოდენობა - 15 000-მდე,
  • მათ შორის თანამშრომელი - 6100,
  • ოჯახის წევრი - 8 900,

(ლოკაციები: თბილისი - 183 დაზღვეული, ზესტაფონი - 4299 დაზღვეული, ჭიათურა - 9296 დაზღვეული, ვარციხე - 333 დაზღვეული).

დაზღვევის პერიოდი: - 01.01.2024-დან 01.01.2025-მდე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დასაზღვევ პირთა ჯამური რაოდენობა შესაძლოა შეიცვალოს 10%-ის ფარგლებში.

დაინტერესებულ სადაზღვევო კომპანიებს თხოვთ წარმოადგინოთ შემოთავაზება ქართულ ენაზე შემდეგი ინფორმაციის მითითებით:

  • სადაზღვევო კომპანიის დასახელება;
  • ერთი ორგანიზაციის ჭრილში, 3000 კაცი და მეტი კონტიგენტის დაზღვევის მართვის გამოცდილება, ბოლო 3 წლის განმავლობაში;
  • კლიენტების რაოდენობა და დასახელება;
  • პაკეტების აღწერილობა / ფასი (პრემია წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში ყველა გადასახადის ჩათვლით);
  • გამონაკლისები (თითოეული პაკეტის მიხედვით);
  • პროვაიდერების ჩამონათვალი;
  • მზღვეველის სურვილისამებრ, არასადაზღვევო დამატებითი ბენეფიტები (მასაჟები, სპა პროცედურები და ა. შ.) თითოეული პაკეტის მიხედვით, გთხოვთ წარმოადგინოთ ცალკე დანართებად;
  • საერთაშორისო აუდიტის უპირობო დასკვნა - ზედამხედველობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურებით.

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

  • განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • სარეკომენდაციო წერილები.

გთხოვთ, ტენდერში მონაწილეობის მიღებისთვის საჭირო დოკუმენტები და ფორმები ატვირთოთ ვებ გვერდზე www.tenders.ge

მოთხოვნები: 

  • საბაზისო პაკეტის 3 (სამი ვარიანტი) - თითოეული გათვლილი უნდა იყოს სრულ კონტიგენტზე (Basic I, Basic II, Basic III);
  • Absolute პაკეტი;
  • Absolute P (დედა/მამა/და/ძმა/შვილები 25 წლის ზევით);
  • ინდივიდუალური პაკეტი.

Absolute P პაკეტის გარდა ყველა პაკეტზე უნდა იყოს წარმოდგენელი როგორც 2 პირზე დაზღვევა, ასევე საოჯახო პაკეტი (მეუღლე და 0-25 წლამდე შვილები)

შენიშვნა:

  • ყველა პაკეტი წარმოდგენილი იყოს დანართი #1-ის იდენტური ფორმატით.
  • ალტერნატიული წინადადებები (დანართი #1-საგან განსხვავებული) არ განიხილება.

შპს „ჯორჯიან მანგანეზი„ გამარჯვებულს  გამოავლენს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;  

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება 2023 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდაიქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი, 18:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
e.kiria@gm.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    24 ოქტომბერი 2023 დრო 12:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა