ჩაბარების ვადა:

31 ოქტომბერი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T19485 - ფასთა გამოკითხვა 10 კვ გამანაწილებელი ქვესადგურის პროექტირებასა და მონტაჟზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

RMG Auramine LLC აცხადებს ფასთა გამოკითხვას 10 კვ გამანაწილებელი ქვესადგურის პროექტირებასა და მონტაჟზე.

  • მომსახურების საგანი - 10 კვ გამანაწილებელი ქვესადგურის პროექტირება და მონტაჟი;
  • კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 31.10.2023, 18:00 საათი;
  • ფასთა გამოკითხვაში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ მომსახურების შესრულებას წარმოდგენილი კომერციული წინადადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ;
  • პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება;

მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

  • ენა : ქართული, ინგლისური ან რუსული;
  •  კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასი ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში;
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ;
  • კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული;

კომერციული წინადადება, გარდა ტექნიკურ დავალებაში მოთხოვნილი დოკუმენტებისა, უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • ღირებულება;
  • ანგარიშსწორების პირობა;
  • მომსახურების განხორციელების ვადები;
  • ინფორმაცია ანალოგიურ სფეროში კომპანიის გამოცდილების შესახებ;
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განახლებული ვერსია);
  • რეკვიზიტები: ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები;

კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული  პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.

  • მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის;
  • ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში #1
  • კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: procurement@richmetalsgroup.com

საკონტაქტო ინფორმაცია:

შესყიდვების პროცედურების მართვის სპეციალისტი
ლილე პირველი
LPirveli@richmetalsgroup.com
+995 579 55 20 51

ტექნიკურ საკითხებზე საკონტაქტო პირი მთავარი ენერგეტიკოსი
ვლადიმერ სლონოვი
VSlonov@richmetalsgroup.com
+ 995 599 330 793

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 31200000 ელექტროენერგიის გამანაწილებელი და საკონტროლო აპარატურა
  • 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები