ჩაბარების ვადა:

8 ნოემბერი 2023, 17:00

სტატუსი:

შეწყვეტილი

E
ელ. ტენდერი
T19494 - ტენდერი სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების დაზღვევაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპსდიპლომატ ჯორჯიააცხადებს ტენდერს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების დაზღვევაზე.

"დიპლომატი" საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის კომპანიების წამყვან ბრენდებს მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში. „დიპლომატი“ შპს დიპლომატ ჯორჯიას სახელით საქართველოში საქმიანობას ეწევა 2008 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო კომპანიების P&G-ის და Nestle-ს სამომხმარებლო და კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

მონაწილის მხრიდან წარმოსადგენი ინფორმაცია:

  • კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, ს/კ, ელ.ფოსტა და ტელ. ნომერი).
  • კომერციული წინადადება, რომელიც უნდა მოიცავდეს : მომსახურების ღირებულებას, გადახდისპირობას და სხვა შემოთავაზებულ დეტალებს.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდამოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულგადასახადებს (მათ შორის დღგ).
  • ბოლო 2 წლის განმავლობაში ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილებისდამადასტურებელი დოკუმენტაცია.
  • წინადადების წარდგენისათვის საჭირო ყველა პირობა შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილებში.
  • ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს მითითებული ვადის ამოწურვამდე, ელექტრონულად ტენდერების ვებ გვერდზე tenders.ge
  • მონაწილის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღებისთარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

სატენდერო პროცედურები და ვადები:

  • სატენდერო პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება ყველა იმ კომპანიის განაცხადის განხილვა, რომელიც სრულყოფილად წარმოადგენს სატენდერო წინადადებაში მოცემულ ყველა საჭიროდოკუმენტაციას.
  • მონაწილის მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება.
  • ყველა სრულყოფილად წარმოდგენილი წინადადებების განხილვა მოხდება შპს „დიპლომატჯორჯიას“ სატენდერო კომიტეტის მიერ, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს.
  • შპს „დიპლომატ ჯორჯია“ უფლებას იტოვებს თვითონ შეცვალოს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს კონკურსის პირობები, ან შეწყვიტოს მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 8 ნოემბერი, 17:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

აღნიშნული ტენდერი ცხადდება 2024 წლისათვის და გამარჯვებულ კომპანიასთან კონტრაქტი ძალაში შევა 2024 წლის 1 იანვარს.

შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრებისპროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების სუპერვაიზერი:
საკონტაქტო პირი: თამარ იმერლიშვილი
ელ. ფოსტა: t.imerlishvili@diplomat.ge
ტელ: +995 571 77 22 11

შესყიდვების მენეჯერი:
საკონტაქტო პირი: ბაკო ხაბურძანია
ელ. ფოსტა: B.khaburdzania@diplomat.ge
ტელ: +995 577 14 44 40

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    25 ოქტომბერი 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა