ჩაბარების ვადა:

10 ნოემბერი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T19512 - ტენდერი კვების კომპანიებისთვის

ტენდერის აღწერილობა:

ა(ა)იპ თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის დაფუძნებისა და მხარდაჭერის კავშირი აცხადებს ტენდერს კვების კომპანიებისთვის.

თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა საზღვარგარეთ არსებული გერმანული სკოლების ქსელის ნაწილია, რომელშიც 140 სკოლაა გაერთიანებული.

ქართველი და უცხოელი მოსწავლეები ერთად სწავლობენ გერმანული სასწავლო პროგრამის მიხედვით და იღებენ გერმანულ ატესტატს.

ბაგებში მდებარე სკოლის კამპუსში სკოლის შენობის გარდა ასევე ფუნქციონირებს საბავშვო ბაღი 3-6 წლამდე ბავშვებისთვის.

თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა სასადილოსთვის 2024 წლის 9 იანვრიდან ეძებს: კვების კომპანიას

სივრცითი-ტექნიკური და საორგანიზაციო მოთხოვნები:

  • სრულად აღჭურვილი, თანამედროვე სამზარეულო ბაგებში მდებარე სკოლის კამპუსში;
  • სახელმწიფო მოთხოვნების შესაბამისად სამზარეულო ტექნიკა არის ელექტრო ენერგიაზე (არ ვიყენებთ გაზს);
  • დღიური ბუფეტი სკოლის სასადილოში;
  • კვების სამიზნე ჯგუფი:
    -დაახლ. 60 ბავშვი 3-6 წლამდე (საუზმე, სადილი, სამხარი)
    -დაახლ. 200 ბავშვი სკოლაში, 6-18 წლამდე (სადილი, სამხარი, სკოლის ბუფეტი)

დავალებების დეტალური აღწერა:

  • სკოლის მენიუს დაგეგმვა და გაკეთება შემდეგი ასპექტების გათვალისწინებით:
    -დაბალანსებული კვება ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის 3-18 წლამდე (ვხელმძღვანელობთ სკოლასა და საბავშვო ბაღისთვის გაცემული გერმანული და ქართული რეკომენდაციებით)
    -ახალი სეზონური ხილი და რეგიონალური პროდუქტი (ხილი და ბოსტნეული)
    -მრავალფეროვნება სხვადასხვა კომპონენტში (ევროპული სამზარეულო, ქართული სამზარეულო)
    -კერძების მიმზიდველი პრეზენტაცია (მომხმარებელზე გათვლილი)
    -თავაზიანად და დროულად კერძების გაცემა
  • საკვები პროდუქტის შეძენა და მარაგის შენახვა:
  • საკვები პროდუქტის შეძენა წინასწარ შეთანხმებულ მომწოდებელთან
  • წესების დაცვით მარაგის შენახვა-მენეჯმენტი
  • ცალ-ცალკე შესანახი სივრცე ხილისთვის, ბოსტნეულისთვის, ხორცისთვის, მომზადებული და მოსამზადებელი კერძებისთვის და საკვები პროდუქტისთვის
  • სურსათის ჰიგიენური ნორმების დაცვა:
  • სკოლის სამზარეულოს სტანდარტის შესაბამისი საკონტროლო სისტემის შექმნა (სურსათის კონტროლის ეროვნული სააგენტოს გაიდლაინის მიხედვით)
  • საკვების მომზადება:
    -ყოველდღიურად სკოლისა და საბავშვო ბაღისთვის ახალი კერძების მომზადება
    -ყოველდღიურად ბუფეტის შეთავაზების მომზადება, რომელიც მოიცავს მხოლოდ ჯანსაღ პროდუქციას
  • დამატებით:
    -სკოლის წინასწარი შეკვეთის მიღება
    -საბავშვო ბაღისთვის საკვების მიწოდება (გვერდით შენობაში საჭმლის გადატანა)
    -სკოლაში საკვების გაცემა
    -ჭურჭლის რეცხვა
    -სამზარეულოს დასუფთავება
    -ბუფეტის სალაროს მენეჯმენტი (ბარათით ანგარიშსწორება)

სკოლა პირველ ეტაპზე ეძებს კვების კომპანიებს/კერძო პირებს, რომლებსაც ზემოთხსენებული სამუშაოს შესრულება შეუძლიათ და ტენდერის შემდგომ ეტაპზე მონაწილეობით არიან დაინტერესებულნი.

მეორე ეტაპზე საორგანიზაციო, კონცეფციურ და ფინანსურ დეტალებს გამოვითხოვთ.

პირველ ეტაპზე საჭირო დოკუმენტაცია:

  • კომპანიის პრეზენტაცია
  • რეკომენდაციები

დოკუმენტაციის გამოგზავნის ბოლო ვადა: 2023 წლის 10 ნოემბერი

იხილეთ თანდართული დოკუმენტაცია.
Siehe die beigefügte Dokumentation.

დაინტერესებულ კომპანიებს, რომლებსაც შეგიძლიათ აღნიშნული სერვისი შემოგვთავაზოთ, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ ზემოთაღნიშნული დოკუმენტაცია ინტერესის გამოხატვასთან დაკავშირებით, ელ. ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე:

თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა
ნინი ნინოშვილი
verwaltung@deutscheschule.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 55500000 სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება
  • 15800000 სხვადასხვა საკვები პროდუქტი