ჩაბარების ვადა:

15 ნოემბერი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T19615 - ტენდერი პროექტის ფარგლებში შეძენილი სახლებისათვის ავეჯის დამზადებაზე

ტენდერის აღწერილობა:

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCR) აცხადებს ტენდერს პროექტის ფარგლებში შეძენილი სახლებისათვის (2 სახლი ქალაქ ზუგდიდში) ავეჯის დამზადებაზე.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCR) არის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს სხვადასხვა ქვეყანაში განვითარების სფეროში პროექტების განსახორციელებლად. საქართველოში ორგანიზაცია მუშაობს 2008 წლიდან, ხოლო 2015 წელს დააფუძნა თავისი წარმომადგენლობა თბილისში, რომლის მეშვეობითაც ახორციელებს სხვადასხვა დონორის მიერ დაფინანსებულ პროექტებს ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური დაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის განვითარების სფეროებში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-საიტსა და Facebook გვერდს: 

https://georgia.charita.cz/

https://www.facebook.com/CCRGeorgia2015/

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCR), ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს ”გზა შინისკენ: ზრდასრულთა ალტერნატიული ზრუნვის სერვისების განვითარება საქართველოში”, სახელმწიფო ზრუნვისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა და დახმარების სააგენტოსთან თანამშრომლობით. პროექტის ერთ-ერთი მიზანია სოციალური სერვისების, კერძოდ, მცირე ზომის საოჯახო ტიპის სერვისების განვითარებისთვის ინფრასტრუქტურის შექმნა. 

CCR იწვევს დაინტერესებულ მხარეებს, მონაწილეობა მიიღონ ტენდერში, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეძენილი სახლებისათვის (2 სახლი ქალაქ ზუგდიდში) ავეჯის დამზადებას. დეტალური ინფორმაცია თან ერთვის აღნიშნულ განაცხადს დანართის სახით. 

განმცხადებლის მიერ შესავსები ფორმები:

  • დანართი 1. განაცხადის ფორმა;
  • დანართი 2. განფასება/ტექნიკური მონაცემები;
  • დანართი 3. ინტერესთა კონფლიქტის დეკლარაცია (ხელშეკრულების დანართი). 
  • დამატებითი დოკუმენტი:  დანართი 4: ხელშეკრულების ნიმუში. 
  • განხორციელების ადგილი: ზუგდიდი, საქართველო 

ანგარიშსწორება: ლარში 

სამუშაოს შესრულების (ავეჯის დამზადება) ვადა: ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 კვირა. 

შემოთავაზების/განაცხადის შეფასების კრიტერიუმები:  

  • წინადადების ღირებულება - 50%
  • გამოცდილება - 25%
  • შესრულების ვადა - 25%

გარემოსდაცვითი პოლიტიკა: CCR იცავს გარემოსდაცვით პრინციპებს და ასევე მოუწოდებს მის ქვე-კონტრაქტორებს, დაიცვან ეს პოლიტიკა, რათა შეამცირონ მათი საქმიანობის გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების ხარისხი და მასშტაბები. შესყიდვის პროცესში CCR დიდ ყურადღებას მიაქცევს პროდუქციის ხარისხს, რათა უზრუნველყოფილი იყოს საბოლოო მომხმარებლის უსაფრთხოება და პროდუქტის ეფექტიანობა. ასევე, მომწოდებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს პროდუქციის გამოყენებით გამოწვეულ სავარაუდო ზეგავლენას გარემოზე და ამ ზეგავლენის შემცირების შესაძლებლობას ისეთი ფაქტორებით, როგორიც არის ენერგო-ეფექტურობა, შეკეთების უნარი, გარანტია, სიცოცხლისუნარიანობა და გადამუშავებადობა, პრინციპების გათვალისწინებით „ნარჩენების შემცირება, ხელახალი გამოყენება, გადამუშავება”.

განაცხადის გაკეთების პროცედურები: სატენდერო წინადადების წარდგენა - სავალდებულო დოკუმენტები:· განაცხადის ფორმა - ხელმოწერილი, ბეჭდით (დანართი 1), PDF ფორმატში;· განფასება/ტექნიკური მონაცემები - ხელმოწერილი, ბეჭდით (დანართი 2), PDF ფორმატში;· ინტერესთა კონფლიქტის დეკლარაცია - ხელმოწერილი, ბეჭდით (დანართი 3), PDF ფორმატში;· ამონაწერი საჯარო ან გადამხდელთა რეესტრიდან (ბოლო 6 თვის).  

განაცხადის გაკეთების ვადა და შერჩევის პროცედურა:

წინადადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2023 წლის 15 ნოემბერი, 18:00 საათზე (საქართველოს დროით)  ელექტრონულად ელ. ფოსტის მისამართზე: ccrg-tender@caritas.cz

არასრული განაცხადები არ განიხილება.  

შენიშვნაCCR არ უპასუხებს სატელეფონო ზარებს ტენდერის შესახებ.- განაცხადები განიხილება შემოსვლისთანავე. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებთან.- CCR იტოვებს უფლებას არ უპასუხოს აპლიკანტებს, რომლებიც არ იქნებიან შერჩეულნი.

ტენდერის კატეგორია:

  • 39100000 ავეჯი
  • 39200000 ავეჯის აქსესუარები