ჩაბარების ვადა:

14 ნოემბერი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T19616 - ტენდერი Outlet Branding-ის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს:

  • ნომრით #- EF-GE/684
  • დანიშნულება: Outlet Branding

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • ტენდერის სააპლიკაციო ფორმა შესასყიდი საქონლის აღწერილობით.

დაინტერესებულმა პირებმა ქვემოთ მითითებულ ელ ფოსტაზე უნდა წარადგინონ:

  • შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა.
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.

ტენდერის პირობები:

  • მომწოდებელი არ არის ვალდებული შეთავაზება გააკეთოს სატენდერო დოკუმენტაციაში ჩამოთვლილ ყველა პოზიციაზე.
  • წლის განმავლობაში, მომწოდებელს გაეგზავნება დასაბრენდი ობიექტის მონაცემები (მისამართი, სახელწოდება, საკონტაქტო პირი და ა.შ).
  • მომწოდებელი ვალდებულია თითოეულ შეკვეთაზე მივიდეს ობიექტზე, ჩაატაროს აზომვითი სამუშაოები, დაამუშაოს დიზაინი, მოარგოს კონკრეტულ ობიექტს და გამოაგზავნოს დასამტკიცებლად ჯამურ ბიუჯეტთან ერთად, რის შემდეგაც მოხდება შეკვეთის დადასტურება. აღმოსავლეთის და დასავლეთის შემთხვევაში, ობიექტების გამოგზავნა მოხდება ერთროულად (მინიმუმ 10 ობიექტი).
  • მოწოდების ვადები განისაზღვრება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეკვვეთის შესაბამისად. თუმცა აღნიშნული ვადები უნდა იყოს გონივრული. ძირითად შემთხვევაში 5-10 სამუშაო დღე (დამოკიდებული რაოდენობაზე).
  • სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
  • გამარჯვებული მომწოდებელი ვალდებულია შეინარჩუნოს ტენდერში შემოთავაზებული ფასები წლის განმავლობაში.
  • გამარჯვებულ მომწოდებელთან გაფორმდება ხელშეკრულება, სატენდერო პირობების შესაბამისად.
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში და ანგარიშსწორების ვალუტას ასევე წარმოადგენს ლარი.
  • ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად მიღებული საქონლის მიღებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში.

მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"

შემოთავაზების მიღება იწყება 03.11.2022 - 09:00.
შემოთავაზების მიღება მთავრდება 14.11.2022 - 18:00.

შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
სალომე ძმანაშვილი
ელ. ფოსტა:  salome.dzmanashvili@ge.anadoluefes.com tenders@ge.anadoluefes.com

ტენდერის კატეგორია:

  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
  • 79300000 ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა