ჩაბარების ვადა:

6 ნოემბერი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T19626 - ტენდერი საექსპერტო მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

ა (ა) იპ რაჭის ახალგაზრდული ანსამბლეა აცხადებს ტენდერს - საგრანტო პროექტის "ევროკავშირის მწვანე ქალაქების გამოცდილების გაზიარება ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებისათვის" ფარგლებში - საექსპერტო მომსახურებაზე.

შესყიდვის ობიექტის აღწერა:

ტენდერში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა განახორციელოს ამბროლაურის და ონის მუნიციპალიტეტების მერიების საქმიანობების, მიდგომების და სამომავლო პრიორიტეტების შესწავლა მწვანე განვითარების მიმართულებით; მწვანე ქალაქების განვითარების შესახებ ევროპული გამოცდილებების შესწავლა/ანალიზი და ჩატარებული კვლევების საფუძველზე ამბროლაურის და ონის მუნიციპალიტეტების მწვანე განვითარების კონცეფციების მომზადება.

მომსახურების გაწევის ვადა: 3 (სამი) თვე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი/სპეციალისტები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

განათლება:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკაში, საჯარო მმართველობაში, მდგრად განვითარებაში (მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად);
  • სერტიფიცირებული კურსები მდგრადი განვითარების და მწვანე ეკონომიკის საკითხებში ჩაითვლება უპირატესობად;

სამუშაო გამოცდილება:

  • არანაკლებ 5 (ხუთი) წლის სამუშაო გამოცდილება საჯარო სექტორში და საერთაშორისო განვითარების პროექტებში, ეროვნული, რეგიონული და ადგილობრივი განვითარების პოლიტიკის და პროგრამების, რეგიონალური და ადგილობრივი განვითარების გამოწვევების კვლევების, სოფლად ეკონომიკის განვითარების, მდგრადი და მწვანე განვითარების, მწვანე ეკონომიკის მიმართულებით;
  • პრაქტიკული გამოცდილება რეგიონული და ადგილობრივი განვითარების საკითხებზე ჩატარებული კვლევების მიმართულებით გამოცდილება ადგილობრივ, რეგიონულ, ეროვნულ მთავრობებთან, საერთაშორისო დონორ ორაგნიზაციებთან და ადგილობრივ არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობაში;

სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • მიმწოდებლის დასახელება;
  • მიმწოდებლის მისამართი;
  • გასაწევი მომსახურების ღირებულება;
  • სპეციალისტ(ებ)ის შესახებ ინფორმაცია (განათლება, სამუშაო გამოცდილება);

შეთავაზების ვალუტა - ლარი.

განცხადების მიღების საბოლოო ვადა 6 ნოემბერი, 18:00 საათი.

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა განცხადება უნდა წარმოადგინონ ელ.ფოსტაზე: gege.kervalishvili@yahoo.com

საკონტაქტო ინფორმაცია:
ევგენი კერვალიშვილი
577606400
gege.kervalishvili@yahoo.com

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 73100000 მომსახურებები კვლევისა და ექსპერიმენტული განვითარების სფეროში