10 ნოემბერი 2023, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT19644 - ტენდერი ქეითერინგის მომსახურების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 10 ნოემბერი 2023 დრო 18:00
 
ტენდერის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი (შემდგომში ბანკი) ახდენს ბაზრის მოვკლევას ქეითერინგის მომსახურებისთვის, რომლის ფარგლებშიც დაგვჭირდება ნებისმიერი სახის ფურშეტის ორგანიზება (პერსონალით), ასევე ინვენტარის დაქირავება და დამხმარე პერსონალის მხარდაჭერა.
მოთხოვნის სიხშირე - თვეში დაახლოებით 30-40 მოთხოვნა.
მოთხოვნა გულისხმობს: ნებისმიერი სახის ქეითერინგული მომსახურების გაწევას (ფურშეტი, ყავის შესვენება, ინვენტარი, მომსახურე პერსონალი).
გამოცხადების თარიღი: 2 ნოემბერი, 2023
დასრულების თარიღი: 10 ნოემბერი, 2023 
საკონტაქტო პირი შესყიდვების მიმართულებით:
ანი სტეფნაძე
astepnadze@bog.ge
ტელ: +995 579 24 34 75
ნინო მიქელაძე
nimikeladze@bog.ge 
ტელ: +995 599 88 43 22
აუცილებელი მოთხოვნები:
- ოპერატიული რეაგირება ბანკიდან დაფიქსირებულ მოთხოვნებზე:
 - მათ შორის მოთხოვნის დაფიქსირება შესაძლოა მოხდეს ღონისძიებამდე 1 სამუშაო დღით ადრე (შეკვეთების ~60%).
 - 3-4 საათით ადრე - იშვიათად და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში.
 - დანარჩენი მოთხოვნის წილი იგეგმება რამდენიმე სამუშაო დღით ადრე.
 - მრავალფეროვანი მენიუ
 - მენიუს შედგენის შესაძლებლობა, მოთხოვნის შესაბამისად
 - საჭიროების შემთხვევაში, მხოლოდ ინვენტარის გაქირავება - ჭურჭელი, მაგიდები, აქსესუარები (სუფრა)
 - მომსახურე პერსონალი (სასურველია დრესკოდით)
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ქეითერინგის მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
 - ზემოთ აღწერილი საქმის შესასრულებლად კომპეტენტური და გამოცდილი გუნდი.
 - მსგავსი თანამშრომლობის გამოცდილება სხვა კომპანიებთან.
 
ბაზრის კვლევის ფარგლებში წარსადგენი სავალდებულო დოკუმენტაცია:
მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია პრეტენდენტმა წარმოადგინოს დოკუმენტაცია შემდეგ საკონტაქტო მეილებზე: astepnadze@bog.ge nimikeladze@bog.ge
ფინანსური წინადადება:
- შევსებული დანართი 2, რომელშიც უნდა მიუთითოთ ყავის/ჩაის შესვენებისა და სადილის ღირებულება 1 პერსონისთვის, ასევე გაგვიზიაროთ მენიუები, აუცილებელია შეავსოთ დანართის ყველა გვერდი.
 - წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
 - კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა და გუნდი
 - რეკომენდატორების სია, მათთან მუშაობის გამოცდილების წლებისა და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით
 - კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია (იხ. დანართი 1 დოკუმენტის ბოლოს).
 
შეფასების კრიტერიუმები:
გამარჯვებული კომპანია შეირჩევა შეფასების კრიტერიუმების მიხედვით:
- ფასები
 - მოქნილობა
 - ხარისხი, როგორც მომსახურების, ასევე საკვები პროდუქციის
 - დეგუსტაცია (დეგუსტაციაში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ მოკლე სიაში შერჩეული კომპანიები)
 
დავალების შესრულების შემდგომ, ბანკი იტოვებს უფლებას, გამარჯვებულის გამოვლენამდე, დაგეგმოს შეხვედრები მონაწილე შერჩეულ კომპანიებთან, გასაუბრებისა და შესაძლო დამატებითი დეტალების დაზუსტების მიზნით.
*ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გააუქმოს ან გადაავადოს ბაზრის კვლევა თავისი შეხედულებისამებრ.
იხილეთ თანდართული დოკუმენტაცია.
წინადადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2023 წლის 10 ნოემბერი, 18:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 55500000 სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება
 - 15800000 სხვადასხვა საკვები პროდუქტი
 - 55300000 რესტორნებისა და კვების საწარმოების მომსახურეობები