ჩაბარების ვადა:

7 ნოემბერი 2023, 18:00

სტატუსი:

არ შედგა

E
ელ. ტენდერი
T19663 - ტენდერი ოფისის სახურავი-ტერასის ასფალტო-ბეტონის საფარის შესწავლა, დემონტაჟსა და ახლის მოწყობა/სრულ შეცვლაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს სილქ ბანკი აცხადებს ბაზრის კვლევას ბანკის სათაო ოფისის სახურავი-ტერასის საფარის მოკვლევა ანალიზი, როგორიცაა ტერიტორიის და სანიაღვრე არხების, საფარის შემადგენლობის, ქანებსშორის მდგომარეობის შესწავლა, შესაბამისი დასკვნის დოკუმენტაციის წარმოდგენა. ამასთან, სახურავი-ტერასის საფარის სრული განახლების პროექტის, ხარჯთაღრიცხვის, გამოსაყენებელი სპეციფიური სამშენებლო მასალების წარმოდგენა თანდართული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული ნებართვის ვადების დაცვით, 18 დეკემბერი 2023 წ.

აუცილებელია სამუშაოებთან დაკავშირებული რისკების შეფასების დოკუმენტის მომზადება შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტის მიერ სამუშაოების დაწყებამდე და სამუშაოების მიმდინარეობისას შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვის უზრუნველყოფა.

ბაზრის კვლევის მიზანია გამოავლინოს დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც შეძლებენ მოთხოვნილი მომსახურების გაწევას.

სს სილქ ბანკი გიწვევთ ტენდერში, ე.წ ღია ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობისათვის და გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი წინადადებები შესყიდვების ელექტრონული სისტემის - tenders.ge მეშვეობით.

ტენდერის შემდგომ დაზუსტების მიზნით მიღებული ყველა ინფორმაცია ითვლება წინადადების შემადგენელ და განუყოფელ ნაწილად.

მომსახურების აღწერა:

ბანკის სათაო ოფისი განთავსებულია ქ. თბილისის ზაარბრიუკენის მოედანი N 2 შენობაში და მოიცავს შენობის პირველ 3 სართულს. თავად შენობა თავის მხრივ წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. მომსახურების ფარგლებში უნდა განხორციელდეს ბანკის სათაო ოფისის სახურავი-ტერასის საფარის (277კვ.მ) შესწავლა და შესაბამისი დასკვნის მომზადება, ძველი საფარის დემონტაჟი, ახლის მოწყობა. საგარანტიო პერიოდი - არაუმცირესი 5 წელი.

მიწოდების ადგილი - თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი N 2

მონაწილეობის პირობები:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით (მხოლოდ იურიდიული პირებისთვის, ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია: დანართი N 1 - ტენდერის სააპლიკაციო ფორმა.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 7 ნოემბერი, 18:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: N/A;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

წარმოდგენილი დანართები უნდა იყოს სრულად შევსებული, უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული, PDF ფორმატში;

დოკუმენტის მომზადება/წაერდგენასთან დაკავშირებით გთხოვთ კითხვები მოიწეროთ procurement@silkbank.ge მისამართზე.

საკონტაქტო პირი:
შალვა ლეჟავა
577362888

ტენდერის კატეგორია:

  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    6 ნოემბერი 2023 დრო 08:00
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა