ჩაბარების ვადა:

8 ნოემბერი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T19666 - ტენდერი HVAC და სუსტი დენების პროექტის მომზადებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს სილქ ბანკი აცხადებს ტენდერს HVAC და სუსტი დენების პროექტის მომზადებაზე. პროექტის მომზადება გულისხმობს ბანკის მიერ კომპანიისთვის მიწოდებული ობიექტის განლაგების ნახაზების მიხედვით, HVAC და სუსტი დენის პროექტის მომზადებას შესაბამისი მასალების მოცულობებისა და სპეციფიკაციებით.

ბანკის მიერ შესაბამისი მასალების გადაცემის შემდგომ მიმწოდებელმა პროექტი უნდა წარადგინოს არაუმეტეს 3 სამუშაო დღისა, პროექტის სირთულიდან გამომიდინარე ბანკთან შეთანხმებით აღნიშნული ვადა შესაძლოა გაიზარდოს კიდევ 2 სამუშაო დღით.

სატენდერო და საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია დანართი N 1
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 2)
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
  • ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
  • ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, რომლის დამადასტურებლადაც უნდა იქნეს წარმოდგენილი შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სახელმწიფო შესყიდვების შემთხვევაში, NAT,SPA,CMR ნომრები.
  • ტენდერის შემდგომ დაზუსტების მიზნით მიღებული ყველა ინფორმაცია ითვლება წინადადების შემადგენელ და განუყოფელ ნაწილად.

მომსახურების აღწერა:

ბანკის სათაო ოფისი განთავსებულია ქ. თბილისის ზაარბრიუკენის მოედანი N 2 შენობაში და მოიცავს შენობის პირველ 3 სართულს. მიმდინარეობს ბოლო სართულის სარეკონსტრუქციოს სამუშაოები. შესაბამისად, დღის წესრიგშია არსებული სისტემის ჰაერსატარების ხელახლა დაგეგმარება და შეცვლა. ასევე განახლებული სუსტი დენების პროექტი. თავად შენობა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. მომსახურების ფარგლებში უნდა განხორციელდეს 500 კვ.მ შესწავლა და დაგეგმარება.

მიწოდების ადგილი - თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი N 2

მონაწილეობის პირობები:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით (მხოლოდ იურიდიული პირებისთვის, ასეთისარსებობის შემთხვევაში) დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია:

დანართი N 1 - ტენდერის სააპლიკაციო ფორმა
დანართი N 2 - ფასების ცხრილი

შემოთავაზების მიღება დასსრულდება: 8/11/2023 18:00 საათზე.

წარმოდგენილი დანართები უნდა იყოს სრულად შევსებული, უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული, PDF ფორმატში;

დოკუმენტის მომზადება/წაერდგენასთან დაკავშირებით გთხოვთ კითხვები მოიწეროთ procurement@silkbank.ge მისამართზე.

საკონტაქტო პირი:
შალვა ლეჟავა
577362888

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები