ჩაბარების ვადა:

20 ნოემბერი 2023, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T19679 - ტენდერი კირქვის შეძენაზე

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს, კირქვის შესაძენად.

სავალდებულო მოთხოვნები:

  • ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ შესყიდვების დეპარტამენტისა და კასპის ქარხნის მოთხოვნების შესაბამისად მოახდინოს შესაბამისი რაოდენობის ნედლეულის მოპოვება, ექსკავირება და მანქანებში ჩატვირთვა.
  • დღიური მოწოდება დამოკიდებული იქნება ქარხნის მხრიდან მოთხოვნაზე. დღიური საშუალო 1400-1500 ტონა/დღე. კონტრაქტორმა საჭიროების შემთხვევაში უნდა შეძლოს მაქს. 1800 – 2000 ტონა/დღე დატვირთვა.
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კირქვის კარიერის მოქმედი ლიცენზია, ვალიდური ექსკავაციის გეგმა და კარიერზე არსებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა.
  • პრეტედენტმა უნდა წარმოადგინოს ჰაიდებერგცემენტის სათავო ოფისში (ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21) კირქვის ნიმუში 10 კგ-ს ოდენობით. შეფუთვაში სინჯი უნდა იყოს შერეული, როგორც წვრილი ფრაქცია, ასევე, მსხვილი ფრაქცია.
  • პრედენდენტმა უნდა მიუთითოს კარიერის ზუსტი მდებარეობა, ჯპს მონაცემებით ინტერაქციულ რუკაზე,
  • აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით და შპს ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ შიდა პროცედურებით გათვალისწინებული ყველა კანონი, რეგულაცია და პროცედურა ნედლეულის გადაზიდვასა და გარემოზე ზემოქმედებასთან მიმართებაში.

მოთხოვნები ნედლეულის შემცველობაზე:

  • დაბალი კირქვა - CaO – 38-40 % შემცველობით (დასაშვები ცდომილება +1%, -1 %)
  • მაღალი - CaO – არანაკლებ 47% შემცველობით (დასაშვები ცდომილება +3%, - 0%)
  • დაუმსხვრეველი - არაუმეტეს 0.5 მ3 მოცულობის ქვა.

დამატებით კრიტიკული მარაგი უნდა შეიქმნას კავთისხევის კარიერზე 10 000 ტონის ოდენობით.

პოტენციური შემსრულების გამოკვეთის შემდეგ დაიგეგმება შეხვედრა და გავლილი იქნება შესაბამისი საჭირო საკითხები.

კომერციული ნაწილი:

გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი ფასი: 1 ტონა ნედლეულის მოპოვება, ექსკავირება და მანქანებში ჩატვირთვა (ტრანსპორტირების გარეშე). (ფასი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე).

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, მოახდინოთ დაკავშირება შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე : George.lobjanidze@heidelbergcement.ge ამის შემდეგმოხდება თქვენი მოწვევა/დამატება კომპანიის შიდა პლატფორმაზე, რის შემდეგაც შეძლებთ თქვენი შეთავაზების დაფიქსირებას.

გთხოვთ, დაიჭიროთ თადარიგი, რათა დროულად მოხდეს უკუკავშირი, სინჯების დროული ჩაბარება და გადართვა კომპანიის შიდა პლატფორმის ტენდერზე.

ტენდერი კომპანიის შიდა პლატფორმაზე სრულდება 20 ნოემბერს, დღის 15 საათზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულ ტენდერზე კომუნიკაცია მოხდება მხოლოდ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

საკონტაქტო ინფორმაცია:
George.lobjanidze@heidelbergcement.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 44900000 სამშენებლო ქვა, კირქვა, თაბაშირი და ასპიდური ფიქალი