
ჩაბარების ვადა:
5 დეკემბერი 2016, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT1969 - ტენდერი ხის საძირის შესყიდვის შესახებ
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. "მინა" აცხადებს ტენდერს ხის საძირის შესყიდვის შესახებ.
- ხის საძირის სპეციფიკა და ზომები გთხოვთ იხილოთ დანართში;
- ხის საძირის თვიური მოთხოვნაა დაახლოებით - 8000 ცალი;
ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი შემოთავაზება 2016 წლის 5 დეკემბრამდე ს.ს.“მინა“-ს სათაო ოფისში (მცხეთის რ-ნი, სოფ.ქსანი); უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში).
გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება და გამომგზავნის დასახელება.
წინადადებას უნდა დაერთოს:
- კომპანიის რეკვიზიტები;
- პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო მაილი და ტელეფონის ნომერი;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
- შემოთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში დ.ღ.გ-ს გარეშე სამი სახის ხის საძირის შესაბამისად:
1. დანართში მოცემული ნახაზი #1-ის შესაბამისად - 1 ცალი ჩვეულებრივი ხის საძირის ფასი და იგივე ნახაზის მიხედვით 1ცალი თერმულად დამუშვებული ხის საძირის ფასი;
2. დანართში მოცემული ნახაზი #2-ის შესაბამისად - 1 ცალი თერმულად დამუშავებული ხის საძირის ფასი;
გაითვალისწინეთ, გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 1 წლის ვადით!
ასევე, მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიას ეცნობა ტენდერის შედეგი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მოგვწეროთ მისამართზე: aalaverdashvili@mina.com.ge