ჩაბარების ვადა:

8 დეკემბერი 2023, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T19725 - ტენდერი ობიექტების დაცვით მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს გეფა აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ობიექტების დაცვით მომსახურებაზე.

ზოგადი მიმოხილვა:

  • მომსახურების გაწევის ობიექტები - 383;
  • მომსახურება - დაცვის ტექნიკური საშუალებებით;
  • ცოცხალი ძალით (მცველით) მომსახურება (სასურველია 20 წლიდან - 50 წლამდე);
  • მომსახურების დაწყების თარიღი;
  • მომსახურების ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;
  • სამუშაოს წარმოებისას პრეტენდენტის მხრიდან დაცული უნდა იყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ტექნიკური, ხანძარსაწინააღმდეგო, შრომისა და გარემოს დაცვის უსაფრთხოების ყველა ნორმა, რაც ცალსახად წარმოადგენს პრეტენდენტის ვალდებულებას და პასუხისმგებლობას.

წარმოსადგენი სავალდებულო საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია:

  • კომპანიის სრული დასახელება, მ.შ. საიდენტიფიკაციო კოდი;
  • იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი;
  • ტელეფონი და ელ.ფოსტა;
  • საკონტაქტო პირი;
  • საბანკო რეკვიზიტეები;
  • ლიცენზია საქმიანობაზე;
  • ამონაწერი კომერციული (სამეწარმეო) რეესტრიდან პრეტენდენტის რეგისტრაციის შესახებ;
  • ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის პროცესის წარმოების არარსებობის შესახებ;
  • პრეტენდენტის მიერ ერთი დამკვეთისაგან, არაუმეტეს (ჯამურად) 30 დღის განმავლობაში, ანალოგიური მომსახურების (დაცვის საქმიანობის) გაწევით მიღებული შემოსავალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1,000,000 (ერთი მილიონი) ლარს, ბოლო სამი წლის განმავლობაში);

კომერციული წინადადება:

  • წლიური ბრუნვა დადასტურებული ფინანსური ანგარიშგებით (უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში);
  • მონაცემები მსგავსი სამუშაოს შესრულების გამოცდილების შესახებ შესაბამისი მოცულობის მითითებით. სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა გრაფიკის მიხედვით დადგენილ ვადებში;
  • სატენდერო მოთხოვნებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების გეგმა, ვადების მითითებით. სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა გრაფიკის მიხედვით დადგენილ ვადებში;
  • შესაბამისი ტექნიკური საშუალებებისა და სწრაფი რეაგირების ჯგუფების არსებობა, ტექნიკური შესაძლებლობების და შესაბამისი პერსონალის ხელმისაწვდომობა სამუშაოს საწარმოებელი რაიონებში.

განსაკუთრებული პირობები:

  • ხელშეკრულება დაიდება პრეტენდენტთან, რომელიც სრულად აკმაყოფილებს სატენდერო კომისიის მოთხოვნებს. ხელშეკრულება გამარჯვებულთან გაფორმდება გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანესს 15 დღისა;
  • თუ კი პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადებები იქნება არასწორი ან არასრულყოფილი, იგი იქნება დისკვალიფიცირებული;
  • წინადადების განხილვისას კომისია უფლებას იტოვებს საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია. თუ მონაწილე არ წარმოადგენს მოთხოვნილ ინფორმაციას დათქმულ ვადაში, ის იქნება დისკვალიფიცირებული;
  • კომპანია არ არის პასუხისმგებელი პრეტენდენტების მიერ სატენდერო პროცესის დროს გაწეულ ხარჯებზე, მიუხედავად იმისა, დადებულია თუ არა ხელშეკრულება;
  • კომპანია არ არის ვალდებული აუხსნას პრეტენდენტებს ტენდერის ჩავარდნის ან საბოლოო შედეგების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველი;
  • კომპანია არ იღებს ვალდებულებას აუცილებლად დადოს ხელშეკრულება ტენდერში მონაწილე რომელიმე პრეტედენტთან;
  • პრეტედენტმა დაცვის ობიექტებზე დაცვის ღონისძიებების განსახორციელებლად გამოყოს კვალიფიციური კადრები;
  • პრეტედენტმა თითოეული კადრი უნდა აღჭურვოს სპეციალური ტანსაცმელით, რომელზეც მითითებული იქნება დაცვითი ორგანიზაციის დასახელება და ლოგო; ასევე კადრები უნდა უზრუნველყოს ხელის რადიოკავშირითა და კორპორატიულ ქსელში, ჩართული მობილური ტელეფონებით;
  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს დაცვის სფეროში მომსახურების არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
  • პრედენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ ლიცენზია;
  • იმ შემთხვევაში თუ დამკვეთის რომელიმე დასაცავმა ობიექტმა შეიცვალა დისლოკაციის ადგილი (მისამართი), შეტყობინების შესაბამისად, პრეტედენტი ვალდებულია ობიექტი დაიცვას ახალ მისამართზე, იგივე პირობებით.
  • დამკვეთს ნებისმიერ დროს უფლება აქვს მოითხოვოს ობიექტიდან დაცვის მოხსნა, ანუ ამოიღოს ობიექტი დასაცავი ობიექტების სიიდან, რაზეც 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე ეცნობება პრეტედენტს.
  • პრეტედენტმა უნდა უზრუნველყოს დასაცავ ობიექტზე კადრის ავად ან/და სხვადასხვა მიზეზით არ გამოცხადების შემთხვევაში რეზერვის გაგზავნა. დაუშვებელია ობიექტის კადრის გარეშე დატოვება;
  • პრეტენდეტმა უნდა წარმოადგინოს მაჩვენებელი როგორც სწრაფი რეაგირების ჯგუფების შესახებ, ასევე ავტოპარკის შესახებ. ამასთანავე უნდა წარმოადგინოს გეგმა ქალაქების, ასევე რეგიონების მასშტაბითთუ სად ჰყავს განთავსებული ოპერატიული ჯგუფები, რა დროს მოანდომებს დასაცავ ობიექტზე საგანგაშო ან სიგნალიზაციის ჩართვისას გამოცხადებას.
  • დაცვაზე აყვანილ ობიექტებზე მატერიალურ პასუხისმგებლობას კისრულობს პრეტედენტი;
  • პრეტედენტმა უნდა დაიცვას დასაცავი ობიექტების ქონება, ქურდობის, ყაჩაღობის, ქონების განზრახ დაზიანებისაგან, ვალდებულია დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი, რათა არ დაუშვას უცხო პირების ობიექტებზე შესვლა და სს გეფას თანამშრომლებზე ზეწოლა;
  • პრეტედენტმა უნდა აღჭურვოს დამკვეთის საკუთრებაში არსებული დაცვის ობიექტები შიდა პერიმეტრული სიგნალიზაციით და საგანგაშო ღილაკებით (განგაშის სიგნალის მისაცემად გამოძახების ღილაკებით), მოთხოვნის შესაბამისად (არანაკლებ სამი ღილაკი თითოეულ დაცვის ობიექტზე), ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 30 კალენდალური დღისა;
  • თბილისის მასშტაბით არსებულ ობიექტებს უნდა ემსახურებოდეს ცალკე, საგანგებოდ დამკვეთისათვის გამოყოფილი ოპერატიული ჯგუფი;
  • პრეტედენტმა უნდა გამოყოს ასევე დამკვეთის ობიექტისათვის ცალკე პროექტის მენეჯერი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში იქნება დამკვეთის კოორდინატორი და რომელიც სისტემატიურად განახორციელებს მონიტორინგს, შეამოწმებს ობიექტებს, გააკონტროლებს ობიექტებზე დისლოცირებულ მცვლელებს, მოახდენს მათ როტაციას და განახორციელებს მე-9 პუნქტში მოცემულ ცვლილებებს;
  • დაცვის ორგანიზაციასთან დაკავშირებული სატრანსპორტო, ეკიპირების და სხვა ხარჯები უნდა იკისროს პრეტედენტმა.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 8 დეკემბერი 18:00 სთ.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონტაქტო პირი: გიორგი გოჩიტაშვილი
მობ: 577 585 866
ელ. ფოსტა: gvantsa.mkheidze@gepha.com

ტენდერის კატეგორია:

  • 98300000 სხვადასხვა მომსახურება
  • 71700000 მონიტორინგი და კონტროლი
  • 79700000 გამოძიებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    9 ნოემბერი 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა