ჩაბარების ვადა:

20 ნოემბერი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T19732 - ფასთა გამოკითხვა ექსკავატორის მომსახურებაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია აცხადებს ფასთა გამოკითხვას ექსკავატორის მომსახურებაზე.

სამუშაოს აღწერილობა:

  • მცხეთის რაიონში მდებარე ჰაიდელბერცემენტ ჯორჯიას სასხორის კარიერზე ექსკავატორით მომსახურება.
  • ექსკავატორის აჩამჩვის სიმაღლე უნდა იყოს მინიმუმ 9 მეტრი. ციცხვის ზომა არანაკლებ 3 მეტრ კუბისა.
  • კომპანია მზად უნდა იყოს 24 საათიანი სამუშაო გრაფიკისთვის. ტექნიკის ოპერატორების სამუშაო საათების რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
  • ექსკავატორის დაზიანების შემთხვევაში კომპანიას უნდა შეეძლოს იგივე პარამეტრების ექსკავატორით ჩანაცვლება 48 საათის განმავლობაში.
  • ტექნიკა უნდა იყოს სრულად გამართული და აღჭურვილი ყველა უსაფრთხოებისთვის საჭირო ინვენტარით. ოპერატორს უნდა ჰქონდეს მართვის მოწმობის S კატეგორია და უნდა იყოს აღჭურვილი ინდუსტრიულ გარემოში მუშაობისთვის შესაბამისი სამოსითა და დამცავი საშუალებებით.
  • ტექნიკა და ოპერატორი უნდა აკმაყოფილებდნენ ჰაიდელბერგცემენტის მიერ დადგენილ ყვითელი ტექნიკის უსაფრთხოების წესებს.
  • ფასთა გამოკითხვაში არ განიხილება 10 წელზე მეტი ასაკის ტექნიკა. (გამოშვების თარიღი არ უნდა იყოს 2013წელს ქვემოთ)
  • ოპერატორის გამოცდილება უნდა იყოს მინიმუმ 3 წელი მსგავს სამუშაოზე.

ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად:

  • აუცილებელია მსგავს სფეროში საქმიანობის გამოცდილება.
  • კომპანიის აღწერა/პრეზენტაცია.
  • თუ გითანამშრომლიათ სხვა დიდ კომპანიებთან მათი ჩამონათვალი.
  • თქვენი კომპანიის საკუთრებაში არსებული ტექნიკის (ექსკავატორები) სურათები.

გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია მისამართზე Giorgi.Otarashvili@heidelbergcement.ge  არაუგვიანეს 20.11.2023-სა.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ:
Giorgi.Otarashvili@heidelbergcement.ge
555 43 11 91

ტენდერის კატეგორია:

  • 42400000 ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები