ჩაბარების ვადა:

20 ნოემბერი 2023, 18:00

სტატუსი:

არ შედგა

E
ელ. ტენდერი
T19758 - ტენდერი სამედიცინო ინვენტარის შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება: შეიცვალა დანართი 5.

ტენდერის აღწერილობა:

სს „ვიანი“ („შემსყიდველი“) პრეტენდენტებს სთავაზობს გამოცხადებულ ტენდერში: „სამედიცინო ინვენტარის შესყიდვა“ -  მონაწილეობასა და წინადადების წარმოდგენას. ( Siemens-ის ფირმის აპარატურა CT,MRI,ANGYO - სერვის კონტრაქტი. )

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.

ტენდერში გამარჯვებულ პირთან გაფორმდება  3 წლიანი მოქმედების ხელშეკრულება. ამასთან, შესყიდვის ხელშეკრულება შესაძლებელია გაფორმდეეს, როგორც სს „ვიანი“.

აღნიშნული ტენდერი ცხადდება 4 ლოტად:

  • ლოტი 1 - გთხოვთ მოგვცეთ შემოთავაზება 3 წლიან სერვის კონტრაქტზე, სადაც წინასწარ განსაზღვრულია სათადარიგო ნაწილების ჩამონათვალი, რომელიც არ შედის სერვის კონტაქტის თანხაში კერძოდ- დანართ 5-ში, „ლოტი 1“-ის გვერდზე.(გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ სათადარიგო ნაწილების ფასები უნდა იყოს ფიქსირებული 3 წლის მანძილზე). გთხოვთ შეავსოთ დანართ 5-ში„ლოტი 1“-ის გვერდი და „აპარატების მონაცემები“-ს გვერდზეჯამური სერვის კონტრაქტის ღირებულება ჩაგვიწეროთ „ლოტი 1“-ის სვეტში.
  • ლოტი 2 - გთხოვთ მოგვცეთ შემოთავაზება სრულ სერვის კონტრაქტზე, ყველანაირი სათადარიგო ნაწილის ჩათვლით 3 წლის ვადით. გთხოვთ ჩაგვიწეროთ დანართ 5-ში „აპარატების მონაცემები“-ს გვერდზე ჯამური სერვის კონტრაქტის ღირებულება „ლოტი 2“-ის სვეტში.
  • ლოტი 3 - გთხოვთ მოგვცეთ შემოთავაზება, მხოლოდ საინჟინრო მომსახურებაზე, ყველანაირი სათადარიგო ნაწილის გარეშე 3 წლის ვადით. გთხოვთ ჩაგვიწეროთ დანართ 5-ში „აპარატების მონაცემები“-ს გვერდზე ჯამური სერვის კონტრაქტის ღირებულება „ლოტი 3“-ის სვეტში.
  • ლოტი 4 - გთხოვთ მოგვცეთ შემოთავაზება თქვენი სურვილისამებრ, თითოეულ აპარატზე ინდივიდუალურად 3 წლის ვადით დაჩაგვიშალეთ „ლოტი 4“-ის გვერდზე რა ნაწილებს გაიტანთ სერვის კონტრაქტიდან და „ლოტი 1“-ის გვერდის მსგავსად მიგვიწეროთ ღირებულებები (გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ სათადარიგო ნაწილების ფასები უნდა იყოს ფიქსირებული 3 წლის მანძილზე). გთხოვთ ჩაგვიწეროთ დანართ 5-ში „აპარატების მონაცემები“-ს გვერდზე ჯამური სერვის კონტრაქტის ღირებულება „ლოტი 4“-ის სვეტში.

შერჩევის პროცესის მიმდინარეობა:

შერჩევა  ჩატარდება შემდეგი განრიგით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2023 წლის 20 ნოემბრის 18:00 საათისა.
  • შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
  • საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:

ტენდერის გამოცხადება - 9 ნოემბერი 2023
სატენდერო წინადადებების მიღება - 20 ნოემბერი 2023
გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა - 24 ნოემბერი 2023
ხელშეკრულების გაფორმება  - 30 ნოემბერი 2023

შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.

ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება პრეტენდენტ/ებ/ს შეეძლებათ სატენდერო განცხადების პორტალზე.

შემსყიდველი იტოვებეს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე.

ტენდერით შესასყიდი საქონლის აღწერილობა / სპეციფიკაციები:

  • შესასყიდი საქონელი: სამედიცინო აღჭურვილობა. მომწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს აპარატურის მიწოდება და მონტაჟი.  
  • შესასყიდი საქონლის ჩამონათვალი და სპეციფიკაციები მოცემულია დანართ #5-ში.

შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები მომწოდებლის მიმართ:

  • ტენდერში გამარჯვებული მომწოდებლის შერჩევა მოხდება შემსყიდველის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის გათვალისწინებით.
  • სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის პირობებში.

სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • შესყიდვის ფასი
  • მიწოდების / მომსახურების ვადები
  • საგარანტიო პირობა
  • კომპანიის გამოცდილება/ სანდოობა
  • საკვალიფიკაციო მონაცემების სრულყოფილება

ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ იმ იურიდიულ პირებს, რომელთა წლიურმა ბრუნვამ ბოლო დასრულებული საგადასახადო წლის მანძილზე შეადგინა არანაკლებ 500,000 ლარი.

სატენდერო წინადადება:

(ა) სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას/ინფორმაციას:

  • პრეტენდენტი იურიდიული პირის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • ცნობა, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის მიმართ რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია და/ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • ბოლო 1 დასრულებული საგადასახადო წლის ბალანსი და მოგება-ზარალის უწყისი;

  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
  • მინიმუმ ორი სარეკომენდაციო წერილი;
  • „ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ“, შევსებული დანართ #2-ში მითითებული სახით;
  • „კონფიდენციალურობაზე შეთანხმების პრეტენდენტის მხრიდან ხელმოწერილი ვერსია (შეთანხმება თან ერთვის დანართი #3-ს სახით);
  • პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი აფიდავიტი - აფიდავიტი მოცემულია დანართი დანართი #4-ს სახით;
  • შევსებული და ხელმოწერილი განფასება/ფასთა ცხრილი (ლარში, დღგ-სა და ტრანსპორტირების ხარჯის ჩათვლით) - მოცემული და დადგენილი დანართი #5-ს სახით;
  • ინფორმაცია ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების/საქონლის მიწოდებაზე (დეტალები, აღწერილობა, გამოცდილება, სხვა არსებითი გარემოებები).

პრეტენდენტის მიერ მომზადებული ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს სატენდერო დოკუმენტების წარდგენის თარიღს 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით.

პრეტენდენტი სატენდერო წინადადების წარმოდგენით ადასტურებს, რომ (ა) იგი გაეცნო დანართი #6-ს სახით წარმოდგენილ შესყიდვის ხელშეკრულების ნიმუშს, რომლის გაფორმებაც მოხდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან და თანახმაა აღნიშნული რედაქციის გაფორმებაზე და (ბ) მისთვის ცნობილია, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არ აქვს უფლება, გაზარდოს სახელშეკრულებო ფას/ებ/ი ან სხვაგვარად გააუარესოს შემსყიდველის მდგომარეობა.

(ბ) დამატებითი მოთხოვნები (ასეთის არსებობისას):

იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის პროცესში ადგილი ექნება საავანსო გადახდის მოთხოვნას, გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებისათვის სავალდებულო პირობაა, ავანსის უზრუნველსაყოფი საბანკო გარანტიის წარმოდგენა შემსყიდველისათვის, გაცემული ამ უკანასკნელისათვის მისაღები ფინანსური ინსტიტუტის მიერ.

პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია:

შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:

  • პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
  • პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხგვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
  • მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
    -სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
    -არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
    -არ შეესაბამება სინამდვილეს;
    -ყალბია.
  • არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში.

კონფიდენციალურობა:

პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 20 ნოემბერი.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

აპარატებთან დაკავშირებით ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილებზე - evex_medequipment@evex.ge , dmosidze@.ge 

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: evex_medequipment@evex.ge , dmosidze@.ge 

საკონტაქტო პირი:
aabramadze@vian.health

ტენდერის კატეგორია:

  • 33100000 სამედიცინო მოწყობილობები

დოკუმენტაცია

დანართი 1 - სამედიცინო ინვენტარი დანართი 1 - სამედიცინო ინვენტარი
დანართი 2 - ინფორმაცია კომპანიის შესახებ დანართი 2 - ინფორმაცია კომპანიის შესახებ
დანართი 3- ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე შეთანხმება დანართი 3- ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე შეთანხმება
დანართი 4 - აფიდატივი დანართი 4 - აფიდატივი
დანართი 6 - სტანდარტული ხელშეკრულება დანართი 6 - სტანდარტული ხელშეკრულება
სამედიცინო ინვენტარის შესყიდვის ტენდერი სამედიცინო ინვენტარის შესყიდვის ტენდერი
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
დანართი 5 -სამედიცინო ინვენტარის შესყიდვის ტენდერის ფასთა ცხრილი დანართი 5 -სამედიცინო ინვენტარის შესყიდვის ტენდერის ფასთა ცხრილი
ყველას ჩამოტვირთვა

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    10 ნოემბერი 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა