ჩაბარების ვადა:

20 ნოემბერი 2023, 18:00

სტატუსი:

არ შედგა

E
ელ. ტენდერი
T19830 - ტენდერი ააიპ მედიის განვითარების ფონდის ოფისისთვის ალუმინის კარ-ფანჯრების და საიზოლაციო მემბრანების მიწოდებასა და მონტაჟზე

ტენდერის აღწერილობა:

ააიპ მედიის განვითარების ფონდი აცხადებს ტენდერს ოფისისთვის ალუმინის კარ-ფანჯრების, და საიზოლაციო მემბრანების მიწოდებასა და მონტაჟზე.

სამონტაჟო სამუშაოები განხორციელდება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ბურკიაშვილის I შესახვევი, I ჩიხი, N 6.

ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან მომსახურების გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები(შემდგომში - ხელშეკრულება). ამასთან, ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში სამუშაოების შესრულების ვადა შეადგენს ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 სამუშაო დღეს;

ტენდერის შინაარსი და მოთხოვნები: 

  • შემსრულებელი ვალდებულია სამუშაოები განახორციელოს ტექნიკურ ნახაზებში მოცემული სპეციფიკაციების შესაბამისად;
  • შემსრულებელი ვალდებულია ტექნიკურ ნახაზებში გათვალისწინებული სამუშაოების შესაბამისად მოახდინოს სამუშაოების ღირებულების დაანგარიშება და წარმოადგინოს შევსებული დანართი N1, რომელშიც უნდა დააფიქსიროს ერთეული ფასები საქართველოში მოქმედი ყველა გადასახადის ჩათვლით;

დამატებითი მოთხოვნები:

  • პროფილის სისქე 1,8 მმ;
  • მინა 4:16:4 და 6:12:6;
  • დაბალმილსური და ნაწრთობი საიზოლაციო მემბრანები შიდა და გარე პერიმეტრზე(სპეც ტექნიკის გამოყენება მის ასატანად);
  • მექანიზმები უნდა იყოს გერმანული ან ავსტრიული წარმოების;

სატენდერო განცხადებას დანართების სახით ერთვის:

  • ხარჯთაღრიცხვის ფორმა - დანართი N 1
  • ტექნიკური ნახაზები

გამოცხადების თარიღი: 15 ნოემბერი , 2023 წ
დასრულების თარიღი: 20 ნოემბერი, 2023 წ 

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია პრეტენდენტმა წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი N1);
  • კომპანიის სრული დასახელება;
  • საკონტაქტო პირის სახელი და გვარი,მისამართი,ტელეფონი;
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • მიწოდების ვადა და პირობები;
  • ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს დამატებითი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
  • წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს 30 კალენდარული დღის განმავლობაში;

სატენდერო მოთხოვნები:

  • არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესი ტენდერში მონაწილის წინააღმდეგ;
  • ტენდერში მონაწილეს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 3 წლიანი ზოგადი გამოცდილება;
  • ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს ბოლო 3 წლის განმავლობაში განხორციელებული სულ მცირე 2 მსგავსი კონტრაქტის და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის ასლი;
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).
  • შემსყიდველი , ააიპ “მედიის განვითარების ფონდი” (MDF, ს/ნ 204553937 ) გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი , ააიპ “მედიის განვითარების ფონდი” (MDF, ს/ნ 204553937 ) არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ააიპ „მედიის განვითარების ფონდის“ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@mdfgeorgia.ge

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 20 ნოემბერი, 16:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი: ნინო ელიზბარაშვილი
მის.: საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, ქობულეთის ქუჩა 34/36, სადარბაზო I, მე-4 სართული, ბინა 5. 
ელ. ფოსტა: nelizbarashvili.ne@gmail.com
ტელ.: 032 2 112026; 595 553230

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 44200000 სტრუქტურული მასალები
  • 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    15 ნოემბერი 2023 დრო 18:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა