
9 დეკემბერი 2016, 16:00
სტატუსი:
დასრულებულიT1988 - ტენდერი ერთჯერადი პარკებისა და ჭიქების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს:
ა) ნომრით #-EF-GE/285
ბ) დანიშნულება:
- ერთჯერადი პარკები დაუბრენდავი; რაოდენობა;500,000-1,000,000 ცალი;
- პოლიეთილენის პარკები დაბრენდილი; რაოდენობა;500,000-1,000,000 ცალი;
- ერთჯერადი ჭიქები 0,45 ლ დაუბრენდავი; რაოდენობა;500,000-1,000,000 ცალი;
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
- დიზაინი და ლოგო, რომელიც უნდა დაედოს მხოლოდ ბრენდირებულ პარკს;
დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
- შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
ტენდერის პირობები:
- ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
- ფასები უნდა მოიცავდეს დიზაინის ვარიანტს;
- აუცილებელია ნიმუშის წარდგენა ლუდსახარშ "ნატახტარში", მცხეთის რაიონი, სოფელი ნატახტარი;
- გადახდის პირობები: საქონლის მიღებიდან 20 სამუშაო დღე.
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
- წარწერა: "კონფიდენციალურია";
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი".
შემოთავაზების მიღება იწყება 01.12.2016 16:00
შემოთავაზების მიღება მთავრდება 09.12.2016 16:00
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ლელა სანაძე
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს. ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათავო ოფისი, სოფ. ნატახტარში
ტელ: (+99532) 180797
ელფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com