ჩაბარების ვადა:

8 დეკემბერი 2023, 15:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T19886 - ტენდერი ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვაზე

გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია: ტენდერის დასრულების ვადად განისაზღვრა 2023 წლის 8 დეკემბერის 15:00 საათი

ტენდერის აღწერილობა:

შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ ს/კ 205130464 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვაზე.

დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის- www.tenders.ge საშუალებით

შესყიდვის ობიექტი:

პროდუქტი რაოდენობა
ავტომობილი - სედანი 4

 

მახასიათებლები:

ძირითადი მოთხოვნები:
ძარის ტიპი სედანი - 5 კარიანი
ძრავი 1.2 მ3-დან 1.6 მ3-დან; 4 ცილინდრიანი
საწვავის ტიპი ბენზინი
გადაცემათა კოლოფი მექანიკური
საჭის მდებარეობა მარცხენა
წამყვანი თვლები წინა
საჭე ჰიდრავლიკა
დამატებითი მოთხოვნები:
კონდიციონერი, გათბობა სავალდებულოა
ცენტრალური საკეტი სავალდებულოა
სალონის ფეხსაგები ხალიჩა (რეზინა) 1 კომპლექტი
წინა და უკანა პარკინგ სენსორები სასურველია
უკანა ხედვის კამერა მონიტორით სასურველია
სათადარიგო საბურავი სავალდებულოა
გარანტია 5 წელი ულიმიტო ან 150000 კმ.

 

მოწოდება - 2024 წლის თებერვალი.

ავტომობილის საგარანტიო პერიოდიში საჭირო სათადარიგო ნაწილების ფასთა ცხრილი:
დასახელება განზ. პროდ.ღირ. მომს.ღირ. მომსახურებისმიღების დრო სიხშირე კმ.
ძრავის ზეთი ლიტრი        
ძრავის ზეთის ფილტრი ცალი        
ჰაერის ფილტრი ცალი        
წინა სამუხრუჭე ხუნდი კომპლექტი        
უკანა სამუხრუჭე ხუნდი კომპლექტი        
კონდიციონერის ფილტრი ცალი        
აალების სანთლები კომპლექტი        
საწვავის ფილტრი ცალი        
წინა საყრდენი დისკი ცალი        
უკანა საყრდენი დისკი ცალი        
საბურავის დაშლა, აწყობა, დაკერება,ბალანსირება ცალი        
თვლების შეკრა ცალი        
ამორტიზატორი წინა ცალი        
ამორტიაზტორი უკანა ცალი        

 

შენიშვნები:

  • მომსახურების მიღება საგარანტიო ნაწილებზე შესაძლებელი უნდა იყოს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

სატენდერო პირობები:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):

  • დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
  • დანართი N2- ფასების ცხრილი
  • ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ევროში დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
  • დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;

ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;

განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;

სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;

გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;

ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.

მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.

დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;

სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.

ნფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 8 დეკემბერი, 15:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ევრო
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი
+995 599 27 87 97
ltkeshelashvili@ddg.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    17 ნოემბერი 2023 დრო 15:00
  • შეთავაზების ვალუტა: EUR
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა