ჩაბარების ვადა:

24 ნოემბერი 2023, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T19894 - ბაზრის კვლევა სათაო ოფისის და სერვის ცენტრების სარემონტო სამუშაოების ჩატარების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს სილქ ბანკი აცხადებს ბაზრის კვლევას სათაო ოფისის და სერვის ცენტრების სარემონტო სამუშაოების ჩატარების შესყიდვაზე.

სს სილქ ბანკი იწვევს კომპანიებს ორ ეტაპიან ელექტრონული ტენდერის პრეკვალიფიკაციაში მონაწილეობისათვის და გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი წინადადებები შესყიდვების ელექტრონული სისტემის - tendеrs.ge მეშვეობით.

ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ კომპანიებს რომელთაც გააჩნიათ სარემონტო სამუშაოების ჩატარების კვალიფიკაცია მინიმუმ ორწლიანი გამოცდილებით.

ბაზრის კვლევის შემდეგ, შედეგების გათვალისწინებით, გამოცხადდება ელექტრონული ტენდერი. პრეტენდენტებთან შესაძლოა გაიმართოს დამატებითი კომუნიკაცია დეტალების დაზუსტება-შესწორებების მიზნით (ასეთის საჭიროების შემთხვევაში). მოწოდებული ყველა ტიპის ინფორმაცია (მათ შორის ელექტრონული სახით) ითვლება წინადადების შემადგენელ და განუყოფელ ნაწილად.

ტენდერში მონაწილეობით გამყიდველი ადასტურებს, რომ მისი საქმიანობა აკმაყოფილებს გარემოსდაცვით, ჯანდაცვის, უსაფრთხოებისა და შრომის მარეგულირებელი ყველა ნორმატიული აქტის მოთხოვნებს. ამასთან, ხსენებული მოთხოვნები გამყიდველის მიერ დაცული იქნება ბანკთან ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე. ამასთანავე, გამყიდველი ვალდებულია ბანკისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებისას წარმოქმნილი ნარჩენების უტილიზაცია განახორციელოს საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის მოთხოვნების მიხედვით.

მიწოდების ადგილი - თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი N 2 სარემონტო ფართი 500 კვ.მ

  • ქ. ბათუმი, დავით მამულაძის ქ. N 13 სარემონტო ფართი 200 კვ.მ
  • ქ. ქუთაისი ზ. გამსახურდია ქ. N 23 სარემონტო ფართი 158 კვ. მ

მონაწილეობის პირობები:

ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით (მხოლოდ იურიდიული პირებისთვის, ასეთისარსებობის შემთხვევაში) დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია:

  • დანართი N 1 - ტენდერის სააპლიკაციო ფორმა
  • დანართი N 2 - ინფორმაცია კომპანიის მიერ ჩატარებული სარემონტო სამუშაოების შესახებ (თავისუფალი ფორმით).

ტენდერში მონაწილე კომპანიებს შეუძლია ინტერესი გამოხატოს მხოლოდ ერთ ლოკაციაზე.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 24 ნოემბერი, 18:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დოკუმენტის მომზადება/წარდგენასთან დაკავშირებით გთხოვთ კითხვები მოიწეროთ procurement@silkbank.ge მისამართზე.

შემოთავაზების მიღება დაიწყება 20/11/2023 10:00 სთ-ზე და დასრულდება 24/11/2023 18:00 საათზე.

წარმოდგენილი დანართი N 1 უნდა იყოს სრულად შევსებული, უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული, PDF ფორმატში;

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    20 ნოემბერი 2023 დრო 10:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა