ჩაბარების ვადა:

25 ნოემბერი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T19895 - ტენდერი გათბობა-გაგრილების სისტემის მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს გაზაფხულის ქუჩა N18-ში არსებული ბექოფისის გათბობა-გაგრილების სისტემის მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე.

პროექტის სანახავად და სატენდერო წინადადების ასატვირთად დაინტერესებული კომპანიას უნდა  დარეგსტრირდეს ბანკის შესყიდვების პორტალზე SAP ARIBA.
რეგისტრაციისთვის მიმართეთ საკონტაქტო პირს.

შენობა-ნაგებობის საერთო სართულიანობა 6
შენობა-ნაგებობის საერთო ფართობი 8104 კვ/მ

ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა განაფასოს, როგორც სისტემის მიწოდება-მონტაჟის სამუშაეობი, ასევე შემდგომი 5 წლიანი სერვისის ღირებულება.

გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშოების დასრულება უნდა უზრუნველყოს არაუმეტეს 1 ივნისისა.

გამოცხადების თარიღი: 20 ნოემბერი, 2023
დასრულების თარიღი: 25 ნოემბერი, 2023 (18:00 საათი)

საკონტაქტო პირი: 
ბექა მუმლაძე
b.mumladze@bog.ge
+995 551 46 20 03

მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ანალოგიური სამუშაოების შესრულების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის უნდაგააჩნდეს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში არანაკლებ 500 000 ლარის ანალოგიური სამუშოების შესრულების გამოცდილება, რაზეც უნდა წარმოადგინოს აღნიშნულ სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულებების და ამ სამუშაოებისდასრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (სამუშაოების შესრულების აქტი, ან/და შესრულებული სამუშაოებისმიღება-ჩაბარების აქტი, ან/და დამკვეთის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი ცნობა). იმშემთხვევაში, თუ ანალოგიური გამოცდილება რეგისტრირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანელექტრონულ სისტემაში, შესაძლოა მითითებულ იქნას  სისტემის მიერ მინიჭებული NAT/SPA/CMR ნომერი.

პრეტენდენტის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • არანაკლებ 2 (ორი) დადებითი სარეკომენდაციო წერილი;
  • ბანკის მიერ დამოწმებული ფინანსური ბრუნვის ამონაწერი 01/01/2020 15/11/2023 პერიოდზე;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია);
  • პრეტენდენტებმა დ - “ფასების ცხრილში“ უნდა მიუთითონ გამოსაყენებელი მასალების სასაქონლო ნიშანი და/ან მარკა/მოდელი (არსებობის შემთხვევაში) და, ასევე მწარმოებელი კომპანია და წარმოშობის ქვეყანა;
  • ფასების ცხრილში მიღებული „ჯამური სატენდერო ფასი“ ტენდერში მონაწილემ უნდა დააფიქსიროს სისტემაში. „ჯამურისატენდერო ფასი“ უნდა მოიცავდეს ყველა გადასახდელსა და გადასახადს;
  • ბანკის მხრიდან შესაძლოა მოთხოვნილ იქნეს საავანსო საბანკო გარანტია და ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია ღირებულიბის 2% დან 5%-მდე.

შესრულებული  სამუშაოს გარანტია:

  • საგარანტიო ვადა შესრულებულ სამუშაოზე და გამოყენებულ მასალებზე მოქმედებს მიღება-ჩაბარების აქტისგაფორმებიდან არანაკლებ 2 წელი.
  • სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენისშემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/დაარაჯეროვანი შესრულებით, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებისაკუთარი ხარჯებით.

ტენდერის შეფასების კრიტერიუმები:

  • 80% კომერციული ნაწილი/მთლიანი სატენდერო ფასი
  • 20% კომპანიის ანალოგიური გამოცდილება

დანართი N6: დამატებითი მოთხოვნები მასალებთან და სამუშაოს ორგანიზებასთან დაკავშირებით:

  • გამოყენებული მასალის ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ ყველა სამშენებლო ნორმასა და სტანდარტს. ყველა მასალა, მოწყობილობა, საკომპლექტო ნაწილი, სამარაგო საგანი, ხელშეკრულების ფარგლებში, უნდა იყოს ახალი, უხმარი, მაღალი ხარისხის, საუკეთესო დონეზე დაპროექტებული და დამზადებული. უხარისხო ან დაბალი ხარისხის მასალები, მოწყობილობები და საკომპლექტო ნაწილები არ მიიღება და მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული;
  • სამუშაოების წარმოების პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესებსა და ნორმებს. სამუშაოების შესრულების პროცესში პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის შემოფარგვლა და დამცავი გამაფრთხილებელი თვალსაჩინოების მანიშნებლების დაყენება;
  • მასალები უნდა ინახებოდეს დახურული წესით, გარდა იმ მასალებისა, რომლებიც ნორმების მიხედვით ინახება ღია ცის ქვეშ. მასალებისა და კონსტრუქციების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ სტანდარტებსა და სამშენებლო ნორმებს. სამუშაოს დაწყებისთანავე წარმოდგენილი და შეთანხმებული უნდა იყოს სამუშაოს წარმოების გეგმა;
  • შემსრულებელმა უნდა აწარმოოს ფარული სამუშაოების აქტები იმ სამუშაოებზე, რომლებზეც საჭიროა აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოება;
  • მშენებლობის დროს აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობით ან საერთაშორისო სტანდარტებით ხელმძღვანელობა, მათი ჯეროვნად შესრულება და მოთხოვნების დაცვა;
  • სამშენებლო ობიექტებზე დასაქმებული თანამშრომლები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით და ასევე უნდა სრულდებოდეს საერთო კოლექტიური დაცვის ღონისსძიებებიც. აუცილებელია უსაფრთხოების ტექნიკის, საწარმოო სანიტარიის და ხანძარსაწინააღმდეგო მომქმედი წესების, ნორმებისა და ინსტრუქციების დაცვა. სამუშაოების შესრულებისას, შემსრულებელმა თითოეული სამუშაოსთვის უნდა უზრუნველყოს ისეთი უსაფრთხო და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი სამუშაო პირობები, რის შესაძლებლობასაც იძლევა საქმიანობის ხასიათიდა რაც დადგენილია მიმდინარე პერიოდში საქართველოში არსებული შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოების მიერ;
  • სამუშაო ადგილის მომზადებასა და გარემოს დაცვისათვის და შრომის უსაფრთხოების დაცვისთვის შემსრულებელი პასუხისმგებელია:
    -შეასრულოს სამუშაოები შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვით;
    -უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა;
    -მინიმუმამდე დაიყვანოს სამუშაოებთან დაკავშირებული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა გარემოზე;
    -სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსრულებელი თავისი ძალებით და სახსრებით 5 დღის განმავლობაში ვალდებულია გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი სამშენებლო მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან, დროებითი ნაგებობებისაგან და ა.შ.
    -სამშენებლო ობიექტზე შეიძლება დაშვებულ იქნას მხოლოდ ის პირი, რომელთაც გავლილი ექნება ტექნიკის უსაფრთხოების და სანიტარულ წესებზე სპეციალიზირებული ინსტრუქტაჟი;
    -მოძრაობისათვის სახიფათო ზონებში საჭიროა დაიდგას სპეცილიზირებული გამაფრთხილებელი ნიშნები;
    -სამუშაო ადგილები უნდა იქნას უზრუნველყოფილი სამუშაოს წამოებისათვის საჭირო უსაფრთხოების ინვენტარით;
    -სამუშაოს დაწყების წინ მუშები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ დამცველი ჩაჩქანებით, სპეცილიზირებული ტანსაცმლით და ფეხსაცმლით;
    -მშენებლობისათვის გამოყოფილი ყველა ჯგუფი უზრუნველყოფილი უნდა იყოს პირველადი დახმარების მედიკამენტებით;
    -სამუშაოების დროს დაცული უნდა იყოს სპეც ტექნიკის გამოყენების ყველა წესი და უსაფრთხოების სტანდარტი;
    -ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების შესრულებას მშენებლობაზე უნდა დაეთმოს განსაკუთრებული ყურადღება.

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები
  • 44600000 ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები; ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები