
ჩაბარების ვადა:
9 დეკემბერი 2016, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT1991 - ტენდერი კომპანიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალსაცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე, სამშენებლო კომპანიის შერჩევის მიზნით
ტენდერის აღწერილობა:
შპს "ლუქს დეველოპმენტი" აცხადებს ტენდერს მის საკუთრებაში არსებულ თბილისი, აწყურის ქუჩა #45-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალსაცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე, სამშენებლო კომპანიის შერჩევის მიზნით.
სამშენებლო სამუშაოები უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 2 (ორი) წლის ვადაში.
სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულების გაფორმება ხორციელდება სამშენებლო კომპანიის შერჩევის შემდეგი პირობით:
- ანალოგიური სამუშაოების შესრულების 5 (ხუთი) წლიანი გამოცდილება;
- სამშენებლო სამუშაოების ღირებულების გადახდა მოხდება შემდეგ პირობებით:
1. სამშენებლო სამუშაოების ღირებულების გადახდა დამკვეთის მიერ მოხდება სამშენებლო სამუშაოების ეტაპობრივად შესრულების შემდგომ;
2. სამშენებლო სამუშაოების ღირებულების გადახდა უზრუნველყოფილი იქნება საბანკო გარანტიით;
3. ხელშეკრულების გაფორმებისას დამკვეთი სამშენებლო კომპანიას წარუდგენს საბანკო გარანტიას მშენებლობის შესაბამისი ეტაპების ღირებულების თანხაზე;
4. საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის გადახდა დამოკიდებული იქნება შესაბამისი ეტაპის სამშენებლო სამუშაოების დასრულებაზე, ექსპერტიზის ჩატარებასა (ექსპერტიზის დასკვნით უნდა დგინდებოდეს სამშენებლო სამუშაოების ხარისხიანი შესრულება დამტკიცებული პროექტის, ხარჯთაღრიცხვისა და ფორმა N2-ის შესაბამისად) და მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებაზე.
ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ 9 დეკემბრის 18:00 საათამდე მოგვაწოდოთ თანხმობა ტენდერში მონაწილეობის თაობაზე შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართებზე: dmitrooleynikov@gmail.com; ltdluxdevelopment@gmail.com .
ტენდერის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ შემდეგ ეტაპზე გადასული კომპანიები.