ჩაბარების ვადა:

28 ნოემბერი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T19918 - ტენდერი კარტრიჯების დამუხტვა/აღდგენასა და პრინტერების შეკეთების მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს კარტრიჯების დამუხტვა/აღდგენასა და პრინტერების შეკეთების მომსახურების შესყიდვაზე.

ტენდერის პირობები/მოთხოვნები:

კარტრიჯების დამუხტვა:

  • არსებული 445ობიექტისთვის კარტრიჯის დამუხტვა/აღდგენა (ფილიალების ჩამონათვალი იხ. დანართში №1);
  • თბილისის მასშტაბით მომსახურე კომპანიისთვის დავალების გადაგზავნა ხდება დაახლოებით თვეში ოთხჯერ;
  • რეგიონების შემთხვევაში, დავალების დაფიქსირება ხდება თვეში ერთხელ;
  • მოთხოვნის საფუძველზე, დამუხტული/აღდგენილი კარტრიჯების მიწოდება თბილისის ფილიალებისთვის უნდა მოხდეს მაქსიმუმ ერთი კვირის ვადაში, რეგიონების მაღაზიებში ორი კვირის ვადაში;
  • გთხოვთ, მიუთითეთ კარტრიჯის საგარანტიო პირობები;
  • გთხოვთ, მიუთითოთ დაზიანებული კარტრიჯის შეცვლის ვადები;

პრინტერების რემონტი:

  • მოთხოვნის საფუძველზე, ფილიალებში არსებული პრინტერების Canon 3010-ის შეკეთების მომსახურება;
  • დავალების მიღების შემდეგ, ფილიალიდან პრინტერის ტრანსპორტირება/შეკეთება და ფილიალში მიწოდების უზრუნველყოფა;
  • შეკეთების ვადა უნდა იყოს 2 სამუშაო დღე;
  • გთხოვთ, მიუთითეთ შეკეთების საგარანტიო პირობები;
  • შეკეთების შემდეგ უნდა მოხდეს პრეტენდენტი კომპანიის მიერ პრინტერის აღრიცხვა (შტრიხკოდი), რომ შევძლოთ საგარანტიო პირობის ათვლა;
  • გთხოვთ, მოგვაწოდოთ ძირითადი ცვეთადი ნაწილების ჩამონათვალი, ფასებთან ერთად;

დამატებითი მოთხოვნები/პირობები:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • გადახდისპირობა: ერთი თვის მომსახურების შემდგომ, ყოველი ახალი თვის 15 რიცხვში;
  • ფასის დაფიქსირება 1 წლის ვადით;
  • შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდებაერთ წლიანიხელშეკრულება;
  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2023 წლის 20 ნოემბრიდან 2023 წლის 28 ნოემბრის ჩათვლით;

დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge

აუცილებელი მოთხოვნა:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ნინო ბუშელაშვილი
შესყიდვების მენეჯერი
nino.bushelashvili@orinabiji.ge  

ტენდერის კატეგორია:

  • 50300000 პერსონალური კომპიუტერების, საოფისე აპარატურის, სატელეკომუნიკაციო და აუდიოვიზუალური მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მათთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები