ჩაბარების ვადა:

8 დეკემბერი 2023, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T19933 - ტენდერი კახარეთი ჰესის სადერევაციო არხის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის (პროექტი) მომზადებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ელექტრონულ ტენდერს კახარეთი ჰესის სადერევაციო არხის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის (პროექტი) მომზადებაზე.

#21/11-GIEC-S-Hydro/Kakhareti-Rehab-23

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ: (ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე).

ობიექტის მისამართი:

  • ადიგენის მუნიციპალიტეტი, სოფელი კახარეთი

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
  • კომპანიის გამოცდილების არსებობის დადასტურება ანალოგიურ სამუშაოებზე (არანაკლებ 1 წელი);

აუცილებელი პირობები:

აუცილებელია სამუშაოებთან დაკავშირებული რისკების შეფასების დოკუმენტის მომზადება შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტის მიერ სამუშაოების დაწყებამდე და სამუშაოების მიმდინარეობისას შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვის უზრუნველყოფა.

პრეტენდენტი ვალდებულია წინადადების წარმოდგენამდე მოახდინოს სიტუაციის ადგილზე შესწავლა და სამუშაო პირობები წინასწარ შეათანხოს დამკვეთთან, ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ 2023 წლის 20 დეკემბრამდე ადგილზე ვიზიტი ვერ განხორციელდება, რადგან სადგური იმყოფება მუშა მდგომარეობაში და წყლის ჭარბი ოდენობის გამო ვერ მოხერხდება კვეთის გადაღება.

მიწოდების ვადა: საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის მომზადება უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 2024 წლის 30 აპრილისა.

შესასრულებელ სამუშაოებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ კახარეთი ჰესის ტექნიკური დავალების დეტალური ფაილი, რომელიც თან ერთვის სატენდერო დოკუმენტაციას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს (დანართი N2). 

შენიშვნა: შემსრულებელი ვალდებულია სახარჯთაღრიცხვო პოზიციების განფასება განახორციელოს საბაზრო ღირებულებებით

შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, გაზაფხულის ქ. #18. კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - „კახარეთი ჰესის სედერევაციო არხის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის (პროექტი) მომზადება“ და ნომერი - #21/11-GIEC-S-Hydro/Kakhareti-Rehab-23, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია. ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: გიორგი გიორგობიანი; ტელ: 577 64 00 74

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 08 დეკემბერი, 17:00 სთ

შეთავაზების ვალუტა: ლარი

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები