ჩაბარების ვადა:

23 დეკემბერი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T19943 - ტენდერი საკანცელარიო და სამეურნეო საქონლის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სსსადაზღვევო კომპანია პრაიმი („შემსყიდველი“) აცხადებს ტენდერს საკანცელარიო და საოფისე (ქიმია, ჰიგიენური ქაღალდი და სხვა სამეურნეო საქონელი) საქონლის შესყიდვაზე.

შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2023 წლის 23 დეკემბრის 18:00 საათისა.
  • შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის (შემდგომში „კონტრაქტორი“) გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით. 
  • საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები. 
  • საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება. 

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში

  • ტენდერის გამოცხადება 22 ნოემბერი 2023 წ.
  • სატენდერო წინადადებების მიღება 23 დეკემბერი 2023 .
  • გამარჯვებული პრეტენდენტ(ებ)ის გამოვლენა 30 დეკემბერი 2023 წ.
  • ხელშეკრულების გაფორმება: 15 იანვარი 2024 წ.

შემსყიდველი იტოვებს უფლებას, გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან / შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება იმავე საკომომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება. 

შესყიდვის ობიექტის / საქონლის ჩამონათვალი და ხარჯთაღრიცხვა მოწოდებული უნდა იქნას #3 დანართის შესაბამისად (ფასების ცხრილი უნდა მოიცავდეს ყველა ხარჯს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს).

  • შესყიდვის ობიექტის / საქონელის მიწოდება ხორციელდება ყოველთვიურად

პროდუქციის მიწოდების ადგილი: სს სადაზღვევო კომპანია პრაიმის სათავო ოფისი.

ტენდერის წარდგენის პირობები:

  • შემოთავაზების წარმოდგენა ხდება ელ. ფოსტაზე t.rapava@primeinsurance.ge
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 23 დეკემბერი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია.

შესყიდვის პროცედურებთან დაკავშირებული კითვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ, მიმართოთ საკონტაქტო პირს:
თამარ რაფავა
ელ. ფოსტა: t.rapava@primeinsurance.ge
მობ: +995 577 003 803

ტენდერის კატეგორია:

  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
  • 33700000 პირადი ჰიგიენის საშუალებები